შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი


18-02-2018, 23:19
ავტორი კეროლაინი
ნანახია 1 869

ჩაამესმის ექიმის ხმა: „გაიწიეთ, მიგვიშვით პაციენტთან“ მერე მესმის „ეს ბიჭი აქედან გაიყვანეთ“ მერე სინათლეს ვეჭიდები და ვხვდები აქ, პატარა სივრცეში,.ვაკვირდები ყველაფერს: ჩემს თეთრ ქათქათა სხეულს,ვაკვირდები ოთახს, გიყურებ შენ,გაუნძრევლად რომ მომჩერებიხარ, მინდა მიგანიშნო რომ აქ ვარ. შენთან ვარ, გიყურებ, მაგრამ ხმა არ ამომდის, მერე გიახლოვდები, მაგარმ შენ ჩემს თითებს ვერ გრძნობ. ახლაღა ვამჩნევ შენს მუქ, შავ თვალებში წყალს,რომელიც ცოტაც და ლოყაზე ჩამოგიგორდება, მინდა დაგამშვიდო, გითხრა,რომ მე აქ ვარ , შენს გვერდით ვარ, არ მომკვდარვარ, მინდა ვიყვირო, მაგრამ ახლა ვამჩნევ მე,ხომ გამჭვირვალე ვარ და მეც ისე დავყურებ ჩემს დაშავებულ სხეულს როგორც შენ. ვცდილობ გავიხსენო,როგორ მოვხვდით აქ თითქოქს გონება მინათდება და მახსენდება: გზა,თოვლი, ტრაილერი, სასწრაფო,საავადმყოფო.. ავარია იყო, საჭესთან შენ იჯექი.ვხედავ,როგორ შემოდის ექიმი და ამბობს. „ოპერაცია უნდა გავუკეთოთ მაგრამ გადარჩენის,შანსი ძალიან მცირეა“ ვხედავ,როგორ გაყავხარ ექიმს პალატიდან,როგორ გადებს მხარზე ხელს და როგორ გიყურებს, თითქოს თვალებით გითანაგრძნობს.. ვხედავ როგორ არტყამ კედელს მუშტს, როგორ გდის ხელიდან სისხლი, მერე როგორ იკეცები ადგილზე და როგორ ამოგდის რაღაც არაამქვეყნიური ხმა. გიახლოვდები რა თქმა უნდა ვერ მამჩნევ და გეუბნები იმას რასაც რა თქმა უნდა ვერ იგებ. მესმის როგორ ჩურჩულებ „არ მოკვდე რა, ვერ გადავიტან, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ! არ მოკვდე გთხოვ, გემუდარები არ მოკვდე“ მერე მეც გეუბნები :“ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი. მერე პალატაში შევდივარ და ჩემს თავს ვეუბნები :“ მას ამას ვერ გაუკეთბ, მიდი გამაგრდი, გაუძელი რაა“ ღმერთო რას ვაკეთებ საკუთარ თავს ვესაუბრები, კლინიკური სიკვდილი მაქვს.
ვხედავ როგორ მიკეთბენ ოპერაციას, მერე როგორ შემოდიხარ პალატაში და ერთდროულად ვამბობთ: „არ მიგატოვებ მიყვარხარ! „მერე მახსოვს როგორ გიახლოვება ექიმი და გეუბნება „გილოცავთ....“მეტი არაფერი მესმის მხოლოდ ყურებში წუილი, წვეთოვანას ხმა და თვალებს ვახელ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent