შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვე მერამდენედ?


19-02-2018, 02:23
ავტორი Ananok
ნანახია 1 138

არაფერია იმაში უცნაური, რომ გვიან გააანალიზო რაც მთელი არსებით გსურს.რთულია ჩაწვდე შინაგანი სამყაროს ფსკერს და იქიდან ნამდვილი განძი ცურვით ამოიტანო. არაფერია უცნაური, ადამიანი ხარ.
ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, გვგონია სწორად ვიქცევით და იმას ვაკეთებთ რასაც გული გვკარნახობს, თუმცა აღმოჩნდება,რომ რეალურად მიზანი ის არ იყო რასაც მივაღწიეთ და მოსალოდნელი ბედნიერებისგან გაბადრულ სახეზე ღიმილი გვაშრება. ხალხი ფიქობს რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას" მაგრამ რეალურად მიზნის მიღწევისთვის გაღებული მსხვერპლი ზოგჯერ უსამართლოა. სამიზნისთვის ნასროლი ტყვია სასიკვდილოდ არ უნდა ჭრიდეს სხვას და არ უნდა იყოს მორალურ ჩარჩოებს გაცდენილი.თუმცა ვისთვის სად ირღვევა მორალური მხარე, აქვე გულთან თუ სადმე შორს, სულში?!
ყველას ჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც აგრძნობინებს რეალურად რამხელა სიყვარულია შესაძლებელი.
ვისაც ეს გრძნობა ჯერ არ გამოუცდია, მისი გასინჯვის სურვილი კლავს, ხოლო ვისაც ოდესმე უგემია მისი სიტკბო და სიმწარე, თავიდან სურს დაგემოვნება, იმის მიუხედავად, რომ იცის რაც ელის:ან ყოველთვის უნდა აპატიოს,ან უნდა გაუძლოს გულის ტკივილს, ან უმოქმედოდ იყოს, ან წავიდეს.(რა თქმა უნდა ყველაფერს თან სდევს ბედნიერი მომენტები, სწორედ ამის გამო ჭირს არჩევანის გაკეთება) ალბათ გაინტერესებთ რატომ არ გესაუბრებით სიყვარულისთვის ბრძოლასა და თავგანწირვაზე,მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ- ზოგჯერ უმოქმედოდ ყოფნაც ბრძოლაა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ მთავარი ჯანმრთელობა თუ სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელი ფაქტორიებია თუმცა ქვეცნობიერად ყველამ იცის, რომ უსიყვარულოდ არაფერი ფასობს.ჰკითხეთ ადამიანს, ვისაც სიყვარული მეორე ხარიახოვანი ჰგონია,რას აირჩევდა რომ შეეძლოს: სიყვარულს,ჯანმრთელობას თუ ფულს.ის დაფიქრდება და ნათქვამის მიუხედავად პასუხს მისი დაფიქრება გაგცემთ.სწორედ ასეთი ადამიანები აანალიზებენ გვიან იმას,რაც მთელი გულით ნამდვილად სურთ. ხელიდან უშვენებ უამრავ შანსს და მიილტვიან იქით, სადაც ბედნიერება არ ელოდებათ.მიდიან დასახულ მიზნამდე და შედეგით გაოცებულებს ქარიან ამინდში ფანჯრიდან გადაგდებული, ფურცლის თვითმფრინავივით დაკარგული ხვდებათ უკან წასვლის შესაძლებლობა. გზა მხოლოდ მომავლისკენ მიდის და ახლა იქ უნდა ეძებონ ის, რასაც მთელი ცხოვრებაა მათი შინაგანი სამყარო ფარულად ითხოვს.
ყველამ ვიცით, რომ სამყარო საკმაოდ უცნაურია.ვიცით,რომ საოცარია იმ მიწაზე ცხოვრება რომელიც ბრუნავს,მზის თუ მთვარის ამოსვლა,ზოგადად ადამიანები,გრძნობები და თუნდაც ამ ყველაფრის არსებობა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ ყველაფრის უნიკალურობას ვერ ვამჩნევთ.იმიტომ არ გვიკვირს გათენება ან დაღამება, რომ ყოველთვის ასე ხდება და გვჯერა,რომ ასე იქნება მუდამ მაგრამ რეალურად ამ მოვლენების არსებობის ხანგრძლივობას ვერავინ განვსაზღვრავთ.მოკლედ, ვეჩვევით ყოველდღიურობას და იმ ფაქტს,რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. თუმცა ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და არასდროს იცი რა გელის.
ყველას გაგვიგზავნია არარსებულ,ჰაერის ფურცელზე, გულით დაწერილი წერილი იმ "ერთადერთისთვის" მაგრამ როცა ულევ სიყვარულს გააგზავნი და ქარში აფრიალებული წერილივით გეზს შეიცვლის, ვეღარაფერს უშველი.
შენს წერილს სხვა იპოვის.
და იქნებ არც შენ ხარ იმ წერილის ადრესატი რომელიც მიიღე. არადა თავს არწმუნებდი,რომ ეს ბედი იყო.
შენივე ნასროლი ტყვია მოგხვდა.(უკვე მერამდენედ)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent