შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბალს გისურვებთ


20-02-2018, 01:46
ავტორი M-morieli
ნანახია 1 180

სიყვარული?
მგონი ერთადერთი თემაა იმ ათას თემაში რომელთან გაკავშირებითაც მოლიონობით აზრის თუ დასკვნის გამოტანა შეიძლება. თუმცა ასევე ერთადერთი რამეა რაც ყველა რასას, რელიგიას და სოციალურ ფენას აერთიანებს აძლიერებს და ასულდგმულებს. თვით ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი უყვარს, აღმერთებს აიდიალებს ან უბრალოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვიღაცას ან რაღაცას.
სიყვარული? ყველას ჯერა სიყვარულის. ყველა ოცნებობს წრფელ, ნამდვილ სიყვარულზე, რომელი ვარდისფერი სათვალოთ დაგვანახებს სამყაროს, აგვაფრენს ღრუბლებში, აგვაგებინებს უზარმაზარ კოშკებს. მაგრამ! ყოველეს რა უადგილოდ გამოეკვეხება ეს ,,მაგრამ" არა? მედალს ორი მხარე აქვს ყოველთვის იარსებებეს საწინააღმდეგო. ნამდვილი სიყვარული ვახსენეთ არა? რამდენი ადამიანი კვდება ნამდვილი სიყვარულის მოლოდინში? რამდენს ჰგონია რომ იპოვა მაგრამ მხოლოდ მაშინ მიხვდება რომ შეცდა როცა ღრმად ექენება შეტოპილი, როცა უკან ვეღარ დაბრუნდება. ყოველთვის ყველაფერს ახალი ფურცლიდან ვერ დაიწყებ და ვერც იმ ლაქებს დააკლებს საშლელი რამეს, ზოგჯერ უბრალოდ დაშვებული შეცდომებით უნდა იცხოვრო.
არსებობს კი ნამდვილი სიყვარული ან საერთოდ სიყვარული. იქნებ უბრალოდ მიჩვევაა? დაინახავ. ლამაზი, ჭკვიანი თანაც მხიარული, ჯდება არა შენს გემოვნებაში? ერთი კვირა ერთად, ერთი თვე, უკვე ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილესაც აღნიშნავთ. თვალის დახამხამენაში სამი წელიც გავიდა. მიეჩვიე არა, ვეღარ ძლებ მის გარეშე. ერთხელაც რომ გათენდეს და აღარ დაგხვდეს მისი მონაწერი ,,დილა მშვიდობის" შუადღეს ნათქვამი ,, მიყვარხარ" ძილისწინ სურვილად ,, შენთან ვარ" ფიქრობ რომ ვერ გადაიტან არა? გეშინია ყველაფერი ირეალური არ გახდეს და ის რაც აქამდე შენი გეგონა დაკარგო. და ნათქვამია ,,ის აგიხდება რისიც ყვრლაზდ მეტად გეშინია"_ო. კიდევ ერთი წელი.. დილით გამოტოვებული მოსალმება, შუადღეს შეცვლილი ,,როგორ ხარ?" საღამოს? საღამოს აღარც ახსოვხარ. იცი როცა ამბობენ ამ ადამიანთან ის ვხდები რაც სინამდვილეში ვარო არ მჯერა. საყვარელ ადამიანთან ყველაზე მედად ვინიღბებით, ვქმნით ფანტაზიებს, სადაც ისეთები წარმოვჩინდებით როგორებოც გვინდა ვიყოთ და არა ის ვინც ვართ. საყვარელ ადამიანსაც სწორედ ამ ფანტაზიას ვაცნობთ, რატომ? ამის მიზეზი მხოლოდ შიშია, შიში იმისა რომ თუკი გაიგებენ ჩვენ ნაკლს, უარყოფით მხარეებს და ცუდ ჩვევებს აღარ ვეყვარებით. და შედეგად რა? წლების შემდეგ მობეზრებული ნიღბები და მოშიშვლებული სახეები, რეალური მეს დანახვას კატასტროფულ შედეგამდე მივყავართ. ვეღარ გცნობენ ვეღარ გამჩნევენ. თვლიან რომ სხვა შეუყვარდათ შენ კი შეიცვალე სულ სხვა ხარ.. სინამდვილეში? თავიდანვე ის იყავი უბრლოდ შენ ნება მიეცი შეყვარებოდი არა შენა რამედ შენი ფანტაზია შენი ირეალური სახე რომეზეც შენ ოცნებობდი. ახლა? ახლა კი შენთან ერთად ისიც ოცნებობს გახდე ისეთი როგორიც ეგონე, მაგრამ ამისთვის აღარაფერს აკეთებ.
და ამის მერე ისევ გჯერათ სიყვარულის, ნამდვილი სიყვარულის? არა არსებობენ ისეთი იღბლიანებიც რომლებსა უმართლებთ და ამრთლა ხვდებიან ნამდვილ სიყავრულს, მეორე საკითხია ინარჩუნებენ თუ არა მაგ მაგრამ ხომ ხვდებიან არა? მთავარია შეხვედრა. ზოგჯერ წლები გადის ნამდვილის მოლოდინში ზოგჯერ კი, ზოგჯერ უბრალოდ ერთი შეჯახებაც ,,ბანალური შეჯახება ფურცლებით ხელშიც" კი საკმარისია მის საპოვნელად.
იღბალს გისურბევთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent