ჩემი სახლი.
"ჩემი სახლი" დარწმუნებული ვარ, ყველა გოგონას ერთხელ მაინც უფიქრია იმ დღეზე როცა საკუთარი სახლის დატოვება მოუწევს... ყველას უფიქრია რას იგრძნობს როცა სახლიდან წავა, გადავა სხვა სახლში და მას უწოდებს თავის სახლს. ბევრჯერ მსმენია, ქალებისგან რომ იმდენად მიეჩვივნენ თავის ' ახალ საცხოვრებელს ' ბავშვობის სახლზე მეტად მშვიდად გრძნობენ თავს, ალბათ მე ახლა ვერ წარმომიდგენია თორემ მომავალში მეც ასე ვიტყვი... ხვალ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ჩემი ქორწილია, დღე რომელზეც ყველაზე მეტად ვოცნებობ მაგრამ გულში რაღაც ტკივილს ვგრძნობ. განა იმიტომ რომ ჩემი მომავალი ქმარი არ მიყვარს?! არა ცდებით ყველაზე მეტად მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი გულისტკივილის მიზეზი ჩემი სახლია და ის ადამიანებია რომლებიც იქ მრჩება, სახლში სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო და ყველაზე ბედნიერი წლები მაქვს გატარებული.. ხო იმაზე მტკივა გული რომ ვტოვებ "ჩემს სახლს" და გადავდივარ "ჩვენს სახლში" ვიცი იქ ჩემი ცხოვრება უნდა შევქმნა, ისიც ვიცი რომ ძალიან ძვირფასი გახდება ჩემთვის, მაგრამ რა მოხდება როცა მომენატრება სახლი რომელშიც გავიზარდე?! ყველაზე რთული გადასატანი ჩემთვის ალბათ ის მომენტი იქნება როცა "საკუთარ სახლში" სტუმარივით მომიწევს მისვლა, მხოლოდ რამდენიმე დღე მექნება დარჩენის უფლება, მიუხედავად იმისა რომ სასურველი სტუმარი ვიქნები. ალბათ ფიქრობთ რა უცნაური გოგოა იმის ნაცვლად რომ ქორწილის ღამეზე ინერვიულოს ზის აქ და იმაზე მოთქვამს რომ სახლის დატოვება უწევსო... მე ბევრჯერ გამომიცდია რას ნიშნავს სახლის შეცვლა, ახალ გარემოსთან შეგუება მაგრამ ეს ისეთი დიდხნიანი გადასვლაა როგორიც არცერთი ჩევენი ახალ სახლში გადასვლა არ ყოფილა... უკანასკნელად ვავლებ საკუთარ სახლს თვალს და ვცდილობ მისი სურნელი ღრმად ჩავუშვა ფილტვებში, რადგან დიდი ხანი გამყვეს. ისე ვარ თითქოს რაღაც ნაწილს მაჭრიან. სული მეხუთება და ვხვდები რომ ახლა თუ არ გავალ გარეთ ტირილით გავსკდები და გავაფუჭებ ჩემთვის ყველაზე ლამაზ დღეს. ჩემი მომავალი ქმარი თითქოს მამჩნევს ბოლომდე რომ არ ვარ ბედნიერი და ისე მიღიმის წამით ყველაფერი მავიწყდება. ჩემი "ახალი სახლის" კარებთან ვდგავარ და მეღიმება მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდა ამ სახლში ცუდ ხასიათზე მყოფმა შევდგა პირველი ნაბიჯი, როცა ფეხის შედგმას ვაპირებ ჩემი ქმარი მაჩერებს და ხელში აყვანილი შევყავვარ. თვალს ვავლებ უკვე ჩემს სახლს და ჩემი საძინებლისკენ მივდივარ, ჩემს ქმართან ერთად, ჩემს საწოლში რომ დავწვე... რამდენი "ჩემს" იყო არა?! ხო ბევრი იყო იმიტომ რომ საკუთარ თავს დავეხმარო იმაში, გაიაზროს რომ ეს უკვე ჩემი სახლია. დღე პირველი. ვიღვიძებ... ვუყურებ ჩემს გვერდით მძინარე მამაკაცს და ბედნიერი ვარ, ნელა ვკოცნი, მის პერანგს ვირგებ და სამზარეულოში გავდივარ. აქ ყველაფერი სხვანაირია, აქ ისე არაფერი ალაგია როგორც დედა ალაგებდა, კვერცხისთვის საჭირო ჯამის მოძებნას თითქმის ოც წუთს ვანდომებ, როგორც იქნა კარადების და უჯრების გაღების შემდეგ ვპოულობ, ახლა ტაფას ვეძებ, წაღან რომელიღაც კარადაში დავინახე და უკვე აღარ მახსოვს... მხოლოდ კვერცხის შეწვას ვანდომებ ერთ საათს, საქმეში გართული ვერც კი ვამჩნევ როგორ მიახლოვდება ზურგიდან ჩემი ქმარი და ალბათ ჩემი საცოდაობის ყურებით დაღლილი მეხმარება ჩაის პაკეტის ჩამოღებაში... გაბუსხული ვბრუნდები მისკენ, ცოტაც და ბოლო ხმაზე ავტირდები ჩემი მოუხერხებლობის გამო, საკუთარ ქმარს ნორმალურად საუზმეც კი ვერ მოვუმზადე. ის უთქმელად ხვდება ყველაფერს და მაგრად მეხვევა, თან გაბუტულ ტუჩებზე მკოცნის. -გპირდები ხელოსანს მოვიყვან და თაროებს დაბლა დავაწევინებ ან მე აგიყვან ხოლმე ხელში თუ რამეს ვერ მიწვდები. -ყველაზე მაგარი რამ მითხრა რითიც ქმარს შეუძლია ცოლის გამხნევება, რომელიც ახალ სახლს ეგუება. სულელი კაცი, სულ ხუმრობის ხასიათზეა. -მე ვერაფერი ვერ ვიპოვე... დიდი ხანი დამჭირდა კვერცხის შესაწვავად და შენც გაგაღვიძე. -ისევ გაბუსხული ველაპარაკები ის კი სულელივით იღიმის. - ნუ იქცევი პატარა ბავშვივით... აი ნახავ ძალიან მალე ისწავლი ყველაფერს, ახლა კი კვერცხი ვჭამოთ თორემ გაცივდება. - მე დილით მხოლოდ ჩაის ვსვამ. - ნწ, ეგრე არ გამოვა, იქნებ მწამლავს შენი შემწვარი კვერცხი? მიდი ჯერ შენ შეჭამე. -კვერცხს იღებს და ძალით მაჭმევს, ვხვდები რომ ცდილობს დამეხმაროს ახალ გარემოსთან შეგუებაში. არაერთხელ გაუსინჯავს მას ჩემი გაკეთებული საჭმელი და ისიც იცის რომ შესანიშნავი მზარეული ვარ. ჩემი ნივთების ამოლაგების დრო რომ მოდის, კიდევ ერთხელ ვგრძნობ გულში ჩუმ ტკივილს. ნელა ვალაგებ და დაკეცილ ტანსაცმელს ჯერ საწოლზე ვაწყობ. -ისე ნელა ალაგებ მგონია რომ არ გინდა ბარგის ამოლაგება და სახლში გინდა დაბრუნება. -ყელში ბურთი მეჩხირება და ვხვდები ახლა თუ არ ვერტყვი მას ჩემი გრძნობების შესახებ, გამოვა რომ ურთიერთობა არ დავიწყე ნდობით. -იცი, ჩემი სახლი მენატრება, დედა, მამა, ჩემი და-ძმა მენატრება. -ჯერ გაოცებული სახით მიყურებს მერე მზერა ეცვლება და უკვე თანაგრძნობით მიახლოვდება. -დამიჯერე, ვიცი რა რთულია ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ მე აქ ვარ და დაგეხმარები რომ ჩვენი სახლი ძალიან შეგიყვარდეს. -ვუღიმი და კარადისკენ მივდივარ, ვაღებ კარებს და ვხედავ როგორ დაუთმია ჩემთვის კარადის ნახევარი გულში იმდენად დიდი ბედნიერება იგუბებს რომ მგონია ვერ დაიტევს და გამისკდება. ჩემი ნივთების იქ დალაგებით ვხვდები რომ პირველი ნაბიჯი გადავდგი... საღამოს ვახშმის მომზადებისას ჩემთან ერთად არის სამზარეულოში და მეხმარება გავიგო რა სად დევს. დღე მეორე. ვიღვიძებ და საწოლის მეორე მხარე ცარიელი მხვდება შიში მიპყრობს, მაგრამ სამზარეულოდან ისეთი სუნი მოდის ყველაფერი წამში მავიწყდება... თმა აბურძგნული, მოკლე ღამისპერანგში გამოწყობილი, ფეხშიშველი ვიპარები სამზარეულოში და ზურგიდან ვეხუტები ჩემს ქმარს, ახლა ის ბრუნდება გაბუსხული ზუსტად ისე როგორც მე ვიყავი გუშინ და ლაპარაკს იწყებს. -მეც ვერაფერი ვერ ვიპოვე... დიდი ხანი დამჭირდა ყიყლიყოების მოსამზადებლად და თან გაგაღვიძე... -ისე საყვარლად აბრუნებს ტუჩებს რომ წამში ვიწევი ფეხის ცერებზე და ვკოცნი, უცებ მიშორებს და ისევ ბურტყუნს იწყებს. -აუუუ როგორ დამეწვა.. სულ შენი ბრალია რა თავბრუს მახვევ. -მეცინება და ისევ ჩაის პაკეტის ჩამოღებას ვცდილობ, რამდენჯერმე ვხტები მაღლა მაგრამ ვერ ვწვდები. -სკამის არსებობის შესახებ არაფერი იცი ცოლო? -ღიმილით დამყურებს ზემოდან. -და შენ არ იცი რომ ქმრის კუნთებს ვარჯიში ჭირდება? -წარბის აწევით ვეპასუხები და თვალებში ვუყურებ. -წამოდი საწოლში და ვავარჯიშოდ კუნთები თუ ფიქრობ რომ მოვდუნდი. -მის ნათვამზე ვწითლდები და ცივი ოფლი მასხამს, ხელის გულებს პერანგზე ვიწმენდ და გასვლას ვაპირებ უცებ ჰაერში რომ ვჩნდები. -მიდი ჩამოიღე რაც გინდა. -ჩაის ვიღებ და ვუყურებ როდის დამსვამს. ნელა ჩამომასრიალა, პერანგი ზემოთ დარჩა და საცვალი გამომიჩნდა რომელიც თითქმის არაფერ მიფარავდა. ისევ გავწითლდი, სახეზე წამომახურა და თავის დაღწევა ვცადე. ჩემსკენ დაიხარა, თმა უკან გადამიწია და ყელში მაკოცა. -არასოდეს შეგრცხვეს ჩემი, მე შენი ქმარი ვარ, რომელმაც შენი სხეული საკუთარზე უკეთ იცის. დღე მესამე. დილით ხილის ჩაის გემრიელი სურნელი მიღუტუნებს ცხვირში და მეღვიძება. ჩემი ქმარი თმაზე მეფერება და ჩემი ძილის ყურებით ტკება. -ანგელოზს გავხარ როცა გძინავს. -და რომ ვიღვიძებ რქები ამომდის? -ინტერესით ვეკითხები და სახე ეცვლება. -მე ეგ არ მიგულისხმია... -იბნევა... ვგიჟდები მის დაბნეულ სახეზე, სიმართლე გითხრათ ორი წელი ხშირად ვაბნევდი ხოლმე... კაშკაშა თაფლისფერ თვალებს აქეთ-იქეთ რომ აცეცებს. ნიკაპს ხელით ვუჭერ და ვკოცნი... ჩემს ეშმაკობას ხვდება და სხარტად მპასუხობს. -ისე ეშმაკიც ოდესღაც ანგელოზი იყო. -ბალიშს ვუქნევ და ტუმბოზე დადებულ ჩაის ვიღებ რადგან ვიცი რომ თუ ჩაი მექნება ხელში ბალიშს არ მესვრის. დღე მეოთხე. ისევ ჩუმად ვკოცნი ჩემს ქმარს და სამზარელოში ვიპარები... ამჯერადაც ცოტა მიჭირს მაგრამ უკვე თითქმის ვისწავლე რა სად დევს და უხმაუროდ ვუმზადებ ქმარს საუზმეს... უკვე ვეჩვევი ახალ სახლს და მიყვარდება მაგრამ მაინც მენატრება ძველი სახლი. დღე მეხუთხუთმეტე. ტრადიციას არც ახლა ვარღვევ ჩემს ქმარს ნელა ვკოცნი ჩუმად ვდგები და მის პერანგს ვიღებ კარადიდან. ვაუთოვებ და საწოლთან ვუტოვებ. ვცდილობ არაფერი გამომრჩეს რაც სამსახურში დასჭირდება. უკვე ჩაცმული და გამზადებული ჩემი ქმარი შემოდის სამზარეულოში და ნაჩქარევად საუზმობს წასვლამდე არ ავიწყდება კოცნა, დახურულ კარებთან ვდგავარ და ვაცნობიერებ რომ დღეს მე პირველად დავრჩი მარტო სახლში. თავიდან ვფიქრობ რა გავაკეთო, თავს ხან წიგნის კითხვით ვირთობ, ხან ტელევიზორის ყურებით. მაგრამ ესეც რომ მბეზრდება სამზარეულოს დალაგებას ვიწყებ განა რამეს ადგილს ვუცვლი?! არა, ისე მივეჩვიე უკვე ყველაფერს რომ არ მინდა რამეს ადგილი შევუცვალო... ეს სახლი ძალიან მიყვარს, რადგან ვიცი საღამოს მე და ჩემი ქმარი ისევ ერთად დავჯდებით ფილმის საყურებლად. დღე ოთხმოცდამეათე. ბევრჯერ მიოცნებია ჩემს სახლზე, ქმართან ერთად რომ შვექმნიდი და ბედნიერებით ავავსებდი... ეს სახლი ზუსტად ისეთია როგორიც ჩემს ოცნებებში წარმომედგინა პატარა და მყუდრო. დღეს მშობლიურ სახლში მივდივარ გასვლამდე ათასჯერ ვამოწმებ რამე ხომ არ დამრჩა ჩართული. ყველაფერს თვალს ვავლებ და გავდივარ. მშობლების სახლში მისულს არ მასვენებს "ჩემს სახლზე" დარდი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ჩართული დამრჩა. სირბილით ავდივარ მესამე სართულზე, კარგს ვაღებ და როცა ჩემი სახლის სურნელს ვისუნთქავ ვმშვიდდები. დღე ას მეხუთე. პირველად შემექმნა სერიოზული პრობლემა, სააბაზანოში მილი გასკდა და მთელი სახლი ვენეციას დაამსგავსა. რაც შემიძლია სწრაფად ვკეტავ წყალს მთელ ბინაში და ვცდილობ იატაკი ავამშრალო, მთელი ძალით ვცდილობ რომ ვიჩქარო და არაფერი გავაფუჭო. მეშინია ჩემს სახლს არაფერი მოუვიდეს, ღმერთის წყალობით ქვედა მეზობელთან წყალი არ ჩასულა გადავრჩი, აკანკალებული ხმით ვურეკავ ჩემს ქმარს და ვთხოვ რომ სახლში ჩქარა მოვიდეს. ოც წუთში აქოშინებული შემორბის სახლში და მთელი სახე წაშლილი აქვს. -რა მოხდა რა ხმა გქონდა. -ჩემსკენ მოდის და მამოწმებს რამე ხომ არ მტიკვა -კარგად ხარ? -მილი გასკდა სააბაზანოში და ჩვენი სახლი დაიტბორა. -ტირილს ვიწყებ და ვეხუტები თმაზე მეფერება თან ვგრძნობ როგორ ეცინება. -რა პატარა ხარ გოგო, მილის გახეთქვის გამო რა გატირებს? -მილის გამო კი არ ვტირი ჩვენი სახლი რომ გაფუჭდა იმის გამო ვტირი. -ვიბუტები და ცრემლებს ხელის ზურგით ვიწმენდ... ისევ მიხუტებს. -გპირდები მალე გავარემონტებ, ხვალვე მოვიყავნ ხელოსანს. -ოოო, ტყუილად ნუ მპირდები, შენ რაც დავქორწინდით მას შემდგ მპიდები ეგრე რომ ხელოსანს კარადას დაბლა დააკიდებინებ ცოტა მაგრამ არ შემისრულე... -ჩემი ნათქვამი ამხიარულებს და გულიანად იცინის. -ამჯერად მართლა გპიდები. -ჩვენი სახლი ხომ ისევ ისეთი იქნება? -გპირდები ჩემო ფარვანა რომ ისევ ისეთი იქნება ჩვენი სახლი, რომელიც შენ ასე გიყვარს. დღე ასმეოთხმოცე. დილიდან საშინელი გულისრევა მაწუხებს, ვამოწმებ როდის მქონდა ციკლის დრო და ვხვდები უკვე ხუთი დღე გადამიცდა, წინასწარ ნაყიდ ტესტს ვიმარჯვებ და სააბაზანოში შევდივარ. პროფესიონალურად ვიკეთებ ტესტს და პასუხს ველოდები, უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი რომ აღარ მგონია ორი ხაზი თუ აენთება. გაგიკვირდებათ ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა რაც გათხოვდი როდის მოასწაიო მაგრამ მე პირველი თვიდან ტესტით ხელში დავრბივარ მთელს სახლში. ისე ძალიან მინდა ჩემი სახლი ბავშვის ღურღულმა გამოაფხიზლოს რომ უკვე შეშლის ვგავვარ. ტესტს ხელში ვიღებ და როგორც კი ორ ხაზს ვამჩნევ ისტერიული ტირილი მიტყდება ხან კიდევ ბედნიერებისგან ვიცინი, ცოტა გონს რომ მოვდივარ ჩემს ქმარს ვურეკავ. -სად ხარ? -კარგად ხარ? -ისიც კითვით მპასუხობს თან შეშინებული ხმით. -კი ძალიან კარგად, შეგიძლია სახლში მოხვიდე? -ახლავე მოვდივარ. სახლში ისევ შეშინებული შემორბის და ჩემს წინ დგება, თან უცნაურად მაკვრება. -ახლა რა გაფუჭდა ჩვენს სახლში? რის გამო იტირე? -მე ხმას ვერ ვიღებ რადგან ვიცი ისევ ამეტირება. პატარა კონვერტს ვაწვდი და ვაკვირდები როგორ იღებს ტესტთან ერთად ფურცელს წარწერით: " გვიყვარხარ მამიკო " წერილის წაკითხვისას საოცრაოდ უბრწყინდება თვალები, ისეთი კაშკაშა უხდება როგორც არასდროს. არც ყვირის, არც ხელში მიყვანს და მაფრიალებს. უბრალოდ დგას და მიყურებს, არაამქვეყნიური თვალებით, თვალებით, რომლის ხილვისთვისაც ღირდა რომ დავიბადე ქალად. დღე სამას სამოცდამეხუთე. ერთი წელი გავიდა იმ დღიდან რაც ჩემს სახლში შემოვდგი ფეხი.. ხო ჩემს სახლში, რა საოცარია არა ერთი წლის წინ იმაზე ვდარდობდი ამ სახლს როგორ უნდა შევგუებოდი ახლა კი სადაც არ უნდა ვიყო მაწუხებს ფიქრი იმაზე რომ სახლში არაფერი დამრჩეს ჩართული, მეზობელმა წყალი არ ჩამომიშვას ან მე არ ჩავუშვა და რემონტი არ გავუფუჭო. ახლა უკვე ამ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს, ეს სახლი უკვე გაივსო ჩვენი მოგონებებით, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადგილად იქცა, ამ სახლში ვგრძნობ სულიერ სიმშვიდეს, ვიცი რომ დამღლელი დღის შემდეგ აქ მელოდება ნამდვილი სიმშვიდე. ამ სახლის სამზარეულოში ვუმზადებ საუზმეს ყოველ დილით ჩემს ქმარს, ვაცილებ სამსახურში კოცნით და ველოდები საღამოს კართან რომ ისევ კოცნით შევეგებო. ამ სახლში გაჩნდება სულ რაღაც სამ თვეში ჩვენი გოგონა და აქვე გაიზრდება მერე ისიც ჩემსავით იფიქრებს თავის მომავალ სახლზე და რომ გათხოვდება მიხვდება, მოხუცები მართლები ყოფილან როცა ამბობდნენ რომ: "ქმრის სახლია შენთვის საუკეთესო ადგილი დედამიწაზეო." აი ასეთია "ჩემი სახლი" რომელიც ერთი წლის წინ უცხო მეგონა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.