შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საოცრება...


20-02-2018, 20:57
ავტორი Merfa
ნანახია 1 209

სიბნელე,სიჩუმე,საიდუმლო... ჩვენ,ყველას გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ხანდახან ვაკეთებთ იმას,რაც გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება. ვიქცევით ისე, რომ ჩაქოლვას ვიმსახურებთ. ისინი ამას ვერ გაიგებენ. მხოლოდ გაგვამტყუნებენ და შენზე ან ჩვენზე იჭორავებენ. სტანდარტები, რომელიც შეგიძლია დაარღვიო, მაგრამ უნდა გადაწყვიტო გინდა გაიგონ ამის შესახებ,თუ არა. რა შედეგით დასრულდება, თუ ყველა საქმის კურსში იქნება.
არსებობს ღამე, რომელსაც უამრავი საიდუმლო მოჰყვება, სწორედ ის რაც ხალხისთვის მიუღებელ ინფორმაციას აგროვებს და საგულდაგულოდ ინახავს. მალავს, არავის უმხელს და მხოლოდ ორი მოწმე ჰყავს: შენ და ის... მხოლოდ სამი გულის ფეთქვა, რომელიც გრძელ ფარდას მოხდენილად ამოეფარება. შენ, შენ კი გააკეთებ იმას, რაც გულით გინდა.
ბედნიერება თმაში თითების შეცურებით იწყება. საოცრებაა... კისრის მიდამოებისკენ მიიწევს და მოდუნების ფუფუნებას გიქმნის. ძლიერი თითები სისხლს ამოძრავებენ ქვევიდან ზევით,კისრიდან, სახის გავლით, თმის მოწიწკვნამდე. საოცრებაა... სითამამე, ამას მაინც ვერავინ გაიგებს. გაყინული თითების შეცურება სხეულზე, გამდნარი ყინულის წვეთების შეპარვას ჰგავს. სიცივე, სიამოვნება, საოცრებაა... ათამაშებული თითები ეძებენ მწვერვალებს, რომელსაც ტანზე მომდგარი ბიუსჰალტერი ინახავს. თავისუფლების დროა, მაინც ვერავინ გაიგებს... კოხტა, მრგვალი და ახალგაზრდა მკერდი ციხიდან განთავისუფლებულია. ახლა უკვე მონატრული ნაცნობი ეთაყვანება, სიამოვნებას ვერ მალავს. თითები არ ჩერდებიან, მეტს ითხოვენ. გრძნობები გამძაფრებულია, იმდენად ძლიერია, რომ უგულებელყოფა შეუძლებელია. დასეირნობენ, მუცლისა და ჭიპის არეში. სხეული იწვის, მოძრაობს, ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს, როცა ტუჩები მუცელს ეხებიან. სხეული ბობოქრობს, ვნება, ალერსი, საოცრებაა... მაინც ვერავინ გაიგებს... სიბნელეა, მაგრამ გრძნობ, რომ თვალები შიგნიდან ანათებს და ბრწყინავს. არ ჩერდებით. ტუჩები აფრენენ, სიჩუმეს არღვევენ და იწვევენ პარტნიორს. შეერთდნენ. ტვინი ფრენას იწყებს, ფიქრები იძინებენ, პრობლემები სწრაფი ნაბიჯებით გარბიან... ვერ ხედავ მის სახეს, გრძნობ აღზნებულ ტუჩებს. ან კიდე რა მნიშვნელობა აქვს როგორია სახეზე, როგორი ცხვირი აქვს,როგორი თვალები ან როგორი ყურები. მთავარი, ის გრძნობაა, რომელსაც ოსტატურად განიჭებს. ყველაზე ვნებიანი კი, ისაა, რომ შეხებები თავბრუს გიხვევენ, სხეულები ერთმანეთს ეხებიან, თავი დაკარგულია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, ვისი მეგობარი, ძმაკაცი, თუ ძმაა. ის ყველაფერია, რაც შეშლილობას იწვევს. ის საოცრებაა...
მთავრდება, არ უნდა დამთავრება, მაგრამ მაინც მთავრდება. რეალური სამყარო კარებს აღებს. შესვლისთანავე კარები იხურება და რკინის გასაღებით იკეტება.საიდუმლოს კლიტე ადევს და მხოლოდ სამმა იცის,მე მან და ღამემ. ის მეხსიერებაში რჩება და ხშირად ამოდის ფსკერზე.რთულია, დაივიწყო ის, რაც მთელ რიგ გრძნობებს მოიცავს. ის, რაც გავიწყებს ყველაფერს. ის,რაც გაგრძნობინებს ქალურობას. ქება, აღმაფრენა, განცვიფრება, ყურადღება, რომელსაც დაუყონებლივ ჩნდება. ის ფიქრობს რომ საოცარი ქმნილება ვარ. ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, მაგრამ სამუდამოდ გაჰყვება, ის რაც ერთმანეთს გავუმხილეთ. მე ვფიქრობ, რომ ის საოცრებაა... გაშმაგების უპირველესი მიზეზია. მისი შეხება მთლიანი ზღაპარია. კი, ის ნამდვილი საოცრებაა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent