შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენიღბული ბედნიერება


21-02-2018, 02:10
ავტორი Ananok
ნანახია 1 429

ბედნიერება ხელში კალამს არ დაგაჭერინებს და საწერად არ მიგიხმობს.ბედნიერება სურვილს გიჩენს შენს სიხარულზე ყველას უამბო. მე კი ხელში კალამი მიჭირავს და ვწერ.
ალბათ მიხვდებოდით რატომ.
ყოველთვის სახლში დაბრუნებისას ხალხს ვაკვირდებოდი. ხალხმრავლობაში ყოველთვის მას ვეძებდი. მე მეტროთი ვმგზავრობდი, ის არა. ვიცოდი, არ გამოარღვევდა არაფრის მთქმელი სახეებისგან შემდგარ ბრბოს და არ მოვიდოდა ჩემთან, მაგრამ მე მიანც ვაცეცებდი თვალებს და ამავდროულად ვოცნებობდი: ის ადამიანი, ვინც ასე მიყვარდა, ისეთივე უმნიშვნელო ყოფილიყო ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ჩევნგავისთვის წარწერა მეტროს კარზე-"ნუ მიეყრდნობით." რაც უფრო ვუახლოვდებოდი სახლს, მით უფრო ქრებოდა მისი ნახვის იმედი. ან რომ მენახა რა უნდა მეთქვა? რას ველოდი?ან რატომ? არაფერი ვიცოდი, გარდა ერთისა: მინდოდა სადმე შემხვედროდა, გამოვლაპარაკებოდი და ეს თითქოს უბრალო, მაგრამ ძალიან ძვირფასი ამბავი ვინმესთვის მეამბო, სიხარული გამეზიარებინა.ყველაფერი კი სხვაგვარად ხდებოდა....
მივდიოდი სახლში ნიღაბაფარებული. ჩემს თავზე და კაცობრიობაზე გაბრაზებული, თუმცა მაინც მომღიმარი და "ბედნიერი." როგორც ყოველთვის გუშინაც იგივე განმეორდა. მოვედი და როგროც კი შევნიშნე, რომ ოჯახის წევრებს ეჭვი არაფერში შეპარვიათ, მივხვდი, რომ შენიღბულმა ბედნიერებამ კიდევ ერთხელ გაჭრა და ჩემს ოთახს მივაშურე. ციდან ჩამოვარდნილ და ოთახში დამწყვდეულ სიწყნარეში, ვინ იცის მერამდენედ გაცრუებულმა და უკვე თითქმის დაკარგულმა იმედმა წიგნისკენ მიმითითა-იქნებ იქ მაინც მიპოვოო. სხვა გზა არ მქონდა და კითხვა დავიწყე.წიგნი სიყვარულზე იყო.
ღამის 4საათი და 15წუთი.კითხვა დავამთავრე, მისმა სახელმა გონებაში გაიელვა, სახემ თვალწინ, სურნელმა სულში გაინავარდა. კალამი ავიღე და წერა დავიწყე. ვჯღაბნე რაც კი აზრად მომივიდა თავში.ვჯღაბნე მანამ, სანამ სიგარეტის ბოლო ღერი არ ჩავწვი. ვჯღაბნე და წაკითხვის მეშინოდა. ფურცელზე ჩემი ტრაგედია გაწოლილიყო და იკლაკნებოდა. სიტყვებად ასაღებდა თავს. მაგრამ მითხარით რომელი სიტყვა ასახავდა ჩემს ტკივილს? ვერც ერთი. მე არავისთვის მსურდა რამის გამხელა. ვიჯექი და ტრაგედიას ვეხმარებოდი სიტყვებს დამსგავსებოდა. ის იმდენად დიდი იყო, ასობით ფურცელზე შეეძლო გაწოლა. ჩემი მოკრძალებული რვეული კი ვერ დაიტევდა მის მძიმე და სევდიან სხეულს. ამიტომ ვაიძულე დამმორჩლებოდა, ორიოდე ფულცელში ჩავატიე და მეშინია ერთხელ ამ ფურცლებიდან დუწერელმა ტკივილმა არ ამოხეთქოს. თუმცა კი საშიში არაფერია.
ვინ შენიშნავს ამოხეთქილ ვულკანს?
ვის დაწვავს მისი ლავა?
მხოლოდ მე და ჩემი კალამი.
მხოლოდ მე და ჩემს კალამს.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან კარგი წასაკითხი იყო <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent