რაც მინდოდა მეთქვა..
ოჯახი ბედნიერებაა. გყავს გვერდით ადამიანები, მაგრამ გგონია რომ არარის საკმარისი ეს სრული ბედნიერებისთვის. ეს თითქოს დაუფასებლობაა, მაგრამ არ არის ასე. ზოგჯერ უბრალოდ გინდა გყავდეს ისეთი ადამიანები, მეგობრები გვერდით, რომლებიც დაგელაპარაკებიან როცა დაგჭირდება, დაგეხმარებიან, რჩევებს მოგცემენ, ზოგჯერ უბრალოდ გინდა შენ ელაპარაკო - მოუყვე რას ფიქრობ და რატომ და ისინი უბრალოდ გისმენდნენ. მაგრამ ზოგჯერ შენი მეგობრები ასეთები არ აღმოჩნდებიან. რა თქმა უნდა ვაფასებ ჩემს მეგობრებს და მიყვარს თითოეული მათგანი , მაგრამ სერიოზული საუბარი მათთან წარმოუდგენლად მეჩვენება.დამიწყია ლაპარაკი მაგრამ უაზრო პასუხების, გამოხტომების და თავიანთი აზრის ბრძნულად გადაქცევის გამო სურვილიც კი აღარ მაქვს. ამიტომ ზოგჯერ მგონია რომ უცხო ადამიანთან ლაპარაკი კარგი გამოსავალია. მყავს ასეთი "უცხო" ადამიანი, მაგრამ არმგონია თვითონ იცოდეს რამდენად მსიამოვნებს მასთან ლაპარაკი და რამდენად "ჩემ" ადამიანად მიმაჩნია. საერთოდ ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, გვინდა უფრო მეტი, გვინდა ვინმეს ვუყვარდეთ , მაგრამ როცა გამოჩნდება ადამიანი რომელიც მართლა გულწრფელია ჩვენთან, ყველანაირად ვტკენთ გულს მას ნებით თუ უნებლიედ. მგონია რომ ყოველთვის მარტო ვარ და არავის ესმის ჩემი. ზოგჯერ ისეთი სასწაული აზრები მომდის თავში მგონია რომ გავაფრინე. ზოგჯერ ვფიქრობ რომ ილუზიაა ყველაფერი. თქვენც ჩემი ილუზია ხართ, მხოლოდ მე ვარსებობ. სიგიჟეა ხო? დაფიქრდით იქნებ მასეა .. :დ ახლა როომ მგონია ვინმე წაიკითხავს ამას და მართლა დაფიქრდება ეგეც ილუზიაა, კომენტარს თუ დაწერს ვინმე ეგეც ილუზია იქნებია :დ .. ჩემი აზრით კი სიყვარულიც ილუზიაა, გგონია რომ გიყვარს რადგან ეჩვევი ადამიანს, მაგრამ ყველაზე დიდი ილუზია ის არის, რომ გგონია ადამიანს ისე უყვარხარ და სჭირდები - როგორც შენ. ყველა უკეთესის ძიებაშია, არავინ აფასებს იმას რაც აქვს და ვინც ყავს. შეიძლება გეუბნებიან რომ ერთადერთი ხარ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ასე არარის . ყველგან არიან ასეთი ადამიანები და სისულელეა რომელიმე ქალაქი, რომელიმე ქვეყანა გამოყო. სისულელეა თქვა ბიჭები უფრო არ აფასებენ სიყვარულს თუ გოგოები რადგან ყოველთვის იარსებებენ დაუნახავი ადამიანები განურჩევლად სქესისა. ყველაზე საშინელი გრძნობაა როცა მეორეხარისხოვანი რჩები ადამიანისთვის. უბრალოდ დააფასეთ ყურადღებიანი ადამიანები, მათაც სჭირდებათ ყურადღება და შეიძლება ეს ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებდეს მათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.