შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალსი ფოთოლცვენით


8-07-2017, 21:32
ავტორი joxadze
ნანახია 1 503

მინდა ვიცეკვოთ სიტყვის გარეშე,
ვიოლინოზე უკრავს მოხუცი,
თუმცა წლებგავლილ დროის თარეშად,
მივხვდი... უეცრად მეც რომ მოვხუცდი.

ვგრძნობ, რომ ხელები, რომელსაც ვახებ შენი სხეულის დაყოლილ კაბას,
უკვე სიბერით ჩუმად კანკალებს
და მას მოუთხრობს რაღაცა ამბავს...

ლამაზ ლეგენდას - სამყაროდ წასულს,
ზღაპრად დაწერილს და მაინც მართალს!
სადღაც ზეცაში სულით ატყორცნილს!..
ყველა ბგერის ხმას რომ გადამალავს.

მოუთხრობს განცდას, რომელიც ახლაც
გაუხუნარი სიცოცხლით ხარობს
და შენს სხეულზე დაყოლილ კაბას,
ფერებს უზიდავს რომ გადაათბოს.

შენ კი წლებს მიღმა ისევ ისა ხარ,
ანცი გოგონა და თითქოს ბავშვი,
მე ხომ სუნთვითაც... მხოლოდ შენი ვარ
და ამ წერილებს არასდროს წავშლი.

მინდა ვიცეკვოთ სიტყვის გარეშე,
ვიოლინოზე უკრავს მოხუცი,
თუმცა წლებგავლილ დროის თარეშად,
მივხვდი... უეცრად მეც რომ მოვხუცდი.



№1  offline მოდერი bla.ell

Es tu martla shen dawere qeds vixri...dzalian lamazi da titqos nazi leqsia...dzalian momewonaheart_eyes

 


№2  offline წევრი joxadze

bla.ell
Es tu martla shen dawere qeds vixri...dzalian lamazi da titqos nazi leqsia...dzalian momewonaheart_eyes

კი ჩემი დაწერილია დიდი მადლობა
--------------------
ნ.ჯოხაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent