შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გათქმული საიდუმლო შენზე


23-02-2018, 02:50
ავტორი Ananok
ნანახია 1 139

ძნელია დავივიწყოთ ის, ვინც უამრავი ძვირფასი, დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქა.ან იქნებ არც უჩუქნიათ,იქნებ უბრალოდ გვასესხეს და როდესაც ვცდილობთ მიღებული თუნდაც ასმაგად დავაბრუნოთ, არაფერი აკმაყოფილებთ.ჰგონიათ ბევრად მეტი გასცეს ვიდრე იღებენ და მოლოდინის თვალებით გვიცქერენ ყოველი შეხვედრისას.
ხალხი უმადურია.
ალბათ იცი და ოდესმე გიგრძვნია,რომ ღამით ყველანაირი ემოცია მძაფრდება. მე კი ჩვევად მექცა ღამ-ღამობით ჩემს ტკივილზე ვწერო.ის არ იღლება ჩემთან ყოფნით,მხოლოდ მე მღლის.
დავწვები,უაზროდ შევცქერი ჭერს და ფიქრს იქით მივყვები,საითაც მივყავარ.ის არასდროს იცვლის მიმართულებას.ჩემი ფიქრი ყოველ ღამით შენკენ იღებს გეზს.მეც უხმოდ ვეჭიდები ზურგზე და მოვყვები შენთან.
წამწამებს ერთმანეთზე ვაჭერ.ვცდილობ ასე შევაჩერო ცრემლი,გულის ტკივილი რომ მოაქვს თან. მაგრამ არაფერი გამომდის, მოდიან და ჩემს თვალებთან ტბად ქცეულებს ვეღარ ვაკავებ.(ტკივილის ტბა-რა სულის შემძვრელად ჟღერს.) თვალს გავახელ თუარა, პატარა, სევდიანი კრისტალები დამეკიდებიან ლოყებზე და ნელი სვლით ბალიშს მისველებენ.მორიგი მტანჯველი ღამეც დადგა..
ის პატარა ხიდი მახსოვს ჩვენს ადგილამდე რომ მოვყავდი.სახლიდან გამოსული ხუთ წუთში მოვადგებოდი ხოლმე იმ ღელეზე გარდამავალ პატარა ხიდს.სწორედ მაშინ ვგრძნობდი,რომ უნდა მენახე და გული ბედნიერებისგან გასკდომამდე მევსებოდა.წამოსვლისას კი უკვე სახლისკენ მიმავალი მივაბიჯებდი ხიდზე და ყოველთვის უკან მობრუნებაზე ვფიქრობდი. შენ ალბათ არც კი იცი მე რაზე ვსაუბრობ,რადგან ხიდისგან მოშრებით მელოდებოდი ხომლმე და მე აღარ მინდა ოდესმე იმ ადგილას დავბრუნდე.მხოლოდ მაშინ, როცა იქ შენ დამელოდები.
გული მტკივა.არა იმედგაცრუებისგან,(რადგან ვიცი ცხოვრების უხამსი ხრიკები)არამედ იმიტომ,რომ ეს გაქრობისკენ მიმავალი ბედნიერება არასდროს გამოიქცევა ხიდიდან და გულში არ ჩამიკრავს. შენ იქ აღარასდროს დამელოდები და მეც არ მექნება მიზეზი ჩვენს ადგილას მივიდე.
ბოლოს რომ გნახე ხელზე ორი წითელი ძაფი გეკეთა და მითხარი, რომ ეს ძაფები ჯადოსნური იყო, და რომ ყოველ მათგანზე თითო სურვილი გქონდა ჩაიქრებული.ადრე სამი გეკეთა და ერთი უკვე მოხსნილი გქონდა,რადგან აგისრულდა. ახლა დანარჩენი ორის ჯერი იყო. ძალიან გთხოვე გეთქვა მაგრამ არაფრით გამიმხილე შენი ნატვრები. გეშინოდა, რომ თუ მეტყოდი აღარ აგისრულდებოდა და საიდუმლოდ ინახავდი მათ.მე კი რატომღაც მეგონა, რომ ერთი ძაფით ჩემზე დაატარებდი სურვლის.ცნობისმოყვარეობა მკლავს.ნეტავ ისევ დაატრებ ხელით სურვილებს?მე დავატარებ,გულით.
"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც შეიძლებოდა მეგრძნო,უკვე ვიგრძენი და მომავალში, ყველა გრძნობა იქნება ამ გრძნობების დაპატარავებული ვერსია, რომელიც უკვე განმიცდია." მიყვარს როგორ მეუბნებოდი "მიყვარხარს'და როგრო მპასუხობდი "მე შენ,ყველაზე მეტად." სად გაქრა ეს ყველაფერი? ალბათ უყურადღებოდ დატოვე და გასაქრობად მიმავალს არ დაედევნე.ის კი უკან მოუხედავად გადავიდა ხიდზე და არ აპირებს დაბრუნებას,რადგან საუკეთესოები მხოლოდ ერთხელ მოდიან,და თუ მიდიან, მიდიან სამუდამოდ.ტოვებენ ამოუვსებელ სიცარიელეს რომელიც შემსუბუქების ნაცვლად დროთაგანმავლობაში მძიმდება. მძმდება და აჩენს კითხვებს, რომლებიც დაუღალავად მიტრიალებს თავში. თითქოს ეკლები ჰქონდეთ გამობმული,ბრუნავენ და თავს საშნლად მტკენენ.
ხშირად მსმენია მსგავსი ისტორიები და არასდროს მიფიქრია, რომ იგივე მელოდა.თურმე ყველაფერი რაც მეგონა,რომ მაჩუქე, უბრალოდ მასესხე და დაბრუნებულმა "ვალმა" არ დაგაკმაყოფილა. უმადური ხარ. ისევე როგორც მე.
შენი სახით ჩემი სამყარო მივატოვე,რადგან აღარ მომწონდა დედამიწის შეუჩერებელი ბრუნვა.მაგრამ როდესაც ზედმეტად დამიბნელდა თვალს და მივხვდი, როგორ მჭიდებოდი შენ, შენი სინათლით,მოვედი და გთხოვე კიდევ ერთხელ აგემოძრავებინა ეს უზარმაზარი და თან ძალიან პატარა დედამიწა,რომ ჩემთვის მზე ამოგეყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ალბათ იმიტომ წახვედი, რომ აღარაფერს ელოდი. მე ხომ ყველაფერი მოგეცი რისი ამოგლეჯვაც შევძელი გულიდან.მეტი არაფერი შემეძლო. შენ კი უძრავად იდექი ერთ ადგილას და ასე უძრავად მყოფი მჩუქნიდი და მართმევდი ბედნიერებას.
ბედნიერების ნაწილს ყოველთვის გულში ვიტოვებდი და საიდუმლოდ ვინახავდი.ღმერთმა უწყის, წამლად ვინახავდი თუ შხამად. არ ვიცი გადამარჩენს თუ მომკლავს.ალბათ ვგრძნობდი "შავი დღის"მოახლოებას, რომელიც თვეებად გამეწელა და მეშინია წლებად და მთელ ცხოვრებად არ მექცეს.სწორედ ამიტოვ ვცდილობ ვისწავლო სუნთქვა უშენოდ.მაგრამ არაფერი გამომდის, ფილტვები მეხშობა და ვკვდები."მკვლელი ყოფილხარ სიყვარულო.თანაც სასტიკი. როგორ მომკალი და დამტოვე ასე-მოკლული ცოცხლად?!"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent