ჩუმად მითხარი
როგორც ციდან ჩამოვარდნილ წვიმის წვეთს ისხლეტს მიწა და მის ნაწილებს აქა-იქ ისვრის, ისე ისხლეტს ჩემი გული საიდანღაც ჩამოცვენილ გრძნობებს. ნაწილებად შლის და სხეულში მიფანტავს. მერე დავეძებ თითოეულ მათგანს და ვცდილობ ერთი მთლიანი შევკრა. წვიმას რა ადარდებს? აორთქლდება, შეერთდება ყველა დაკარგული ნაწილი და თავიდან მოევლინება ქვეყანას. ან მდინარეში ჩავარდება და ახალ,მოძრავ ცხოვრებას დაიწყებს ან ოკეანეს შეუერთდება და მასავით უკიდეგანო გახდება.გრძნობები არ ორთქლდებიან.არასდროს. უკიდეგანონი კი ხდებიან,მთელს სხეულში გაწვებიან და მათი ნაპირი არსად ჩანს. თითქოს გაჩვენებენ დასასრულს,მაგრამ როცა მიცურავ იქ,სადაც ოკეანე მზეს ყლაპავს მკლავებდაღლილი ხვდები რომ ჰორიზონტი უკან იწევს.შენს თავს ეკითხები:-როდის დასრულდება? პასუხი კი არსაიდან ისმის. იმედი მაცოცხლებს:იქნებ შენც ეძებ ნაპირს,იქნებ შემხვდე შუა ოკეანეში,იქნებ თავიდან ვიპოვოთ ერთმანეთი ერთ დღეს,როდესაც არ ველოდებით.იქნებ არ გვჭირდება ნაპირამდე მისვლა,იქნებ ის დღე,რომელსაც ასე ველი ახალი ცხოვრების დასაწყისია.მაგრამ სანამ ეს დღე დადგება მე დავწვები ზურგზე,ვიტივტივებ წყალზე,რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და წავალ იქ სადაც წამიყვანს დინება.მომეცი საშუალება დავნებდე,მომაწვდინე ხმა და მოვადუნებ სხეულს,ჩავიძირები და გავქრები.უბრალოდ მითხარი, ჩუმად მითხარი,რომ შენ არ ელოდები იმ დღეს,როდესაც შუა ოკეანეში შემხვდები. მაგრამ იქნებ უკვე ჩაიძირე. იქნებ ყვირი და არ მესმის. მხოლოდ წყალში ბერავს ბუშტებს შენი ბგერა.იქნებ ძალიან ახლოს ხარ და ვერ გშველი. ან იქნებ შორს ხარ?! ძალიან შორს. დავიღალე. მითხარი სად ხარ?!ჩუმად მითხარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.