ოცნებები ხდება
ისევ დამესიზმრა.. არა, ახლა იცინოდა, მისი თვალებიც იცინოდნენ. ისე მიხაროდა რომ სული სიხარულით მევსებოდა! როგორ მინდოდა შევხებოდი, სულ ცოტახნით მაინც. თმაზე, მის ოქროსფერ თმაზე... მე ვიდექი ჩუმად და მის გაბრწყინებულ თვალებს შევცქეროდი.. ხომ შეიძლებოდა სიზმარში მაინც მეგრძნო მასთან შეხება?! რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მისკენ წავედი. ნელ-ნელა სიცილი შეწყვიტა, სახე შეეცვალა, მე კიდეც უფრო ვუახლოვდებოდი და კიდევ უფრო მინდოდა მისი შეხება. გავიქეცი, მისკენ გავიქეცი რომ ისევ შემეგრძნო მისი თბილი ხელების შეხება. აი, როგორც მაშინ პირველად რომ შევხვდი სკოლის ეზოში.. მე მას დავეჯახე ჰო, დავეჯახე. არ დამავიწყდება ის წამები ღიმილით რომ მითხრა ფრთხილადო და ხელი რომ მომკიდა.. ჰო, აი მაშინ ვიგრძენი პირველად და ალბათ უკანასკნელად მისი შეხება. როგორ მინდოდა ახლაც ჩამეკიდა მისთვის ხელი.. მასთან უკვე ახლოს ვიყავი როცა უკან გატრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა. მივყვებოდი სანამ უეცრად არ გაუჩინარდებოდა. ჰო, წავიდა. მე კი თვალები ცრემლებით ამევსო... მაღვიძარამ დარეკა.. ავდექი, აბაზანაში შევედი, სარკეში ჩავიხედე, ჩემი თავი მძულდა.. ტირილი დავიწყე. დიდხანს ვიყავი იქ. არსად წასვლა არ მინდოდა.. არმინდოდა სკოლაში მისვლა რადგან ვიცოდი დავინახავდი, შორიდან და არც ახლა მექნებოდა მასთან შეხების ნება. მაგრამ გავბედე, გავბედე რადგან კიდევ სამი თვე არ მექნებოდა მისი ნახვის შანსი. სკოლის დამთავრებამდე ორი დღეღა იყო დარჩენილი. ეს ზაფხული ყველაზე რთული იქნებოდა, ეს ვიცოდი. სკოლაში ვიყავი.. გაკვეთილების დამთავრებისთანავე მე და ჩემი მეგობრები გარეთ გავედით. ხმა მომესმა, სასიამოვნო ხმა რომელიც მე მომმართავდა. გავიხედე და მისი სახე დავინახე. მე დავიბენი, გავშრი, ადგილზე გავიყინე და რამდრნიმე წამით გავშეშდი. შემდეგ ისევ დამიძახა და ახლა მისკენ წავედი. როცა მივუახლოვდი ხელი ჩამკიდა.. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. შემდეგ ხელი გამიშვა და ყურში ჩამჩურჩულა: 'მიყვარხარ' 'მი-ყვარ-ხარ' თითქოს რამდენიმე წამით ყველაფერი შეწყდა. შემდეგ ცრემლები წამომივიდა, უკან გავტრიალდი და გავიქეცი.. ეს რატომ გავაკეთე არვიცი.. სახლში რომ მივედი ლოგინზე დავწექი და მთელი დღე ვფიქრობდი. ყოველ წუთს მისი ხმა ჩამესმოდა. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი კართან დამხვდა. იქვე გვერდზე გამიყვანა და ტუჩის კუთხეში მაკოცა მერე ჩამეხუტა და რამდენიმე წამით ასე ვიდექით. ამ წამებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვიდექით ერთად ჩახუტებულები ჩემი ცრემლები კი მის თმას ასველებდა. ჰო, თმას, მის ოქროსფერ თმას რომელზეც გამუდმებით ვოცნებობდი. მადლობა ყურადღებისთვის <3 იმედია ისიამოვნებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.