გათენდა
გათენდა, თუმცა მზეს არ უხარებია ახალი დღის დადგომა. დიახ, მაბედნიერებს მისი ყოველი სხივი, სილამაზე, სინათლე, სითბო და თუნდაც მისი აუტანელი სიცხე. ის ხომ სიცოცხლეა, სამყაროს გული. მაგრამ სამაგიეროდ მოღუშული, დაღვრემილი და თვალცრემლიანი ღრუბელი შემომეგება. ესაც მიყვარს, მან რა დააშავა, განა განგებამ ისაც ისეთი სიყვარულით არ შექნა, როგორც თითოეული ნაწილაკი ამ სამყაროში? მაგრამ სევდას მგვრის, სევდას! _ ენერგიას მართმევს, მასუსტებს, ღიმილს მაშორებს და თავის მსგავსად ცრემლს მიჩენს თვალში._ მაგრამ მაინც მიყვარს, რადგან ბრძოლის საშუალებას მაძლევს, მწვრთნის და მასწავლის, რომ თავი არ ჩავღუნო, ენერგია მოვიკრიბო, ღიმილი მოვიძიო და საკუთარ თავს მოვერიო. ცხოვრების გზას მაჩვენებს ისეთს, როგორიც არის: ხანდახან მძიმეს და ღრუბლიანს. მოულოდნელად თვალს მომჭრის ხოლმე სიცოცხლის სხივით, რომელიც ზურგს უკან ამოფარებია, გამოაპარებს თავის ბრაზიან სახეს ფარული ღიმილივით და გულს იმედით მივსებს. მამხნევებს და მიმანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ დავნებდე, გული უიმედობით არ ავივსო და გამოსავალი ვეძებო რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა ვგრძნობდე თავს, რადგან ადრე თუ გვიან სიცოცხლე ყოველთვის პოულობს გზას, რათა თავისი სითბო და მწველი სიყვარული გაგვიზიაროს. მე მიყვარს მზე, ის ხომ სამყაროს გულია! მე მიყვარს ღრუბლიანი ცა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.