დრეკადი ფსიქოხერხემალი
საუკეთესო დაწასყისი.. ფრაზა რომელიც ყველა მიზანის შესავლის არსია...ვინ იცის დღეში რამდენ ჩანაფიქრს გადავცემ კომპიუტერს და იმ პერიოდში როდესაც ჩემს ფსიქოხერხემალს მელანქონია გაეცლება რამდენს ვშლი... ვინ იცის რამდენ ფოტოს ვიწერს, რამდენ მუსიკას, ვინ იცის რამდენს ვფიქრობ ცხოვრებაზე, წარმატებაზე, რეალურად ერთს ვხვდები, ზედმეტად ბევრ კითხვებს ვსვამ.. ჰო ასეა და პასუხებსაც ვპოულობ. მთელი ფსიქოთერაპიები გადაკითხული მაქვს სამ ენაზე, მაგრამ ყველა კითხვა თავიდან იბადება როდესაც ფსიქოხელხემალს მეხსიერების პრობლემაც აწუხებს.. ყველაფერი კარგად მიდის თავიდან და ეს თავიდან მთავრდება იქ, სადაც ახალი წუთიერი აღმაფრენა გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში... მერე ისევ მთავრდება.. ფიქრი, აზრი, დეტალები, ცხოვრება ყველაფერი ფორმულებში ტრიალებს.. ყველაზე საშინელი იცით რა არის? ეძებ პასუხს საკუთარ თავში, ინტერნეტში, ლეგენდებში, ფსიქოლოგებში, წარმატებული ადამიანის განვლილ გზებში, ბიოგრაფიებში და საბოლოოდ იღებ რას? მხოლოდ ახალ შეკითხვებს მსოფლმხედველობაზე.. იღებ განვითარებულ საზოგადოებას, რომლებიც ერთი წლის წინ შენგან საოცრებას ელოდებოდნენ. რომელბიც გაღმერთებდნენ. ახლა? ახლა უბრალოდ მორიგი მეგობარი, ნაცნობი ხარ, რომელიც სახლიდან არ გადის, რადგან იცის რომ მისი ხერხემალი მოიდრიკა, მაგრამ აქვს იმედი რომ იწევ გაიმართება, აქვს იმედი რომ ისევ იმ მწვერვალზე იქნება, რომელზეც მაშინ იყო, როდესაც ბედნიერი იყო.. ანუ როდესაც საკუთარი თავი, ის ერთი და ღმერთი უყვარდა. როდესაც იცოდა რომ ოჯახი მისთვის დიდი კედელია, როდესაც ელოდა ყველა იმ მიზნის შესრულებას, რომელიც დაისახა და სიხარულითა და დიდი მონდომებით მიიწევდა წინდაწინ.. რომელიც ამაყი იყო საკუთარი თავით. დღეს კი ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ ამოხსნა და დაავიწყდა, ან ვერ ამოხსნა პასუხი შეკითხვაზე რატომ გახდა ცხოვრება ნაცრისფერი? ნებისმიერი დიდი რომანტიკოსი სიყვარულის მსხვერპლია.. სიყვარული.. ბედნიერებაა სიყვარული თუ აცნობიერებ რომ ის ვინც გსურს ღმერთი არაა, ღმერთს მასში არ ეძებ....სწორედ თქვენ შორის დგას ღმერთი, რომლის შვილებიც ხართ.. რომელიც უამრავ ამოცანებს გიმზადებთ... და რომელმაც გულის სიღრმეში ჩაგიდოთ მომავლის ხედვა და თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით, ვინ არის ის ვინც თქვენი სულის ნაწილია.. იდუმალებითაა სამყარო სავსე, რადგან ჩვენ ადამიანებ ვთვლით ამას ასე... რადგან სწორედ ჩვენ ვაიდუმალებთ, ვაფერადებთ და ვანაცრისფრებთ ცხოვრებას. ვიქმნით და ვანგრევთ საკუთარ ილუზიებს, რომლების უმეტესობაც აბსურდია, თუმცა დიდ რეალობად ვაღიარებთ.. ან პირიქით.. ჭეშმარიტებას ზურგს ვაქცევთ.. თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერი რაც ხდება, ხდება რათა ვისწავლოთ.. ყველაფერი რაც ხდება ხდება რათა რაღაც გვანიშნოს, ჩვენი გზისაკენ გვიბიძგოს.. ალბათ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე, ეს კი პრაქტიკულ ცხოვრებას ხელს უშლის, თან წარმოიდგინეთ სულ რომ იფიქრო, ყველაფერი რომ გააანალიზო რამდენი დრო გინდა, რამდენ კითხვას ვერ ამოხსნი, რამდენი ახალი შეკითხვა გაგიჩნდება, დღევანდელ დღეს ვერ დაეწევი ანუ ჩამორჩები... პერფექციონიზმი.. აი რა მჭირს. უკვე შეცდომებიც მეშინია , ალბათ იმიტომ რომ კონსერვატულად ვაზროვნებდი ხოლმე და აზიატიც ვარ. იმდენად მაქვს ეს ორი რამ გამჯდარი გონებაში, სურვილიც არ მქონია აქამდე რამე შემშლოდა და ვთვლი რომ არც შემშლია, შეცდომა ხომ არ არსებობს.... აკეთებ რადგამ, იმ სიტუაციაშ ი საუკეთესო გამოსავალი მხოლოდ ის იყო რაც გააკეთე.. ჰო ასე იყო.. ახლა ყველაფერს არანორმალურად ვაკვირდები, ჩემს ყველა ნათქვამ სიტყვას,, ვინმეს ზედმეტი არ ვუთხრა, ვინმეს არ ვაწყენინო.. და ბოლოს რა? იბადება კითხვა რას ვიღებ სანაცვლოდ? არა სიყვარული, არა წარმატება, არა დაფასება, არა მეგობრები.. მხოლოდ კითხვები, რომლებიც ჩემს ფსიქოხელხემალს საშინელ ტვირთად აწევს.. რასასრული როგორია ხოლმე ? ბედნიერი.. აქაც ასე უნდა დასრულდეს და ცხოვრებაშიც მიუხედავად ამდენი კითხვისა, ყველა კითხვას საკუთარი პასუხი აქვს.. ჩვენი ფიქრები ასაწყობი სურათის ნაფლეთებია, რომლებსაც თუ სწორად დააწყობთ აუცილებლად მიიღებთ ლამაზ ნახატს. მთავარია ამოხსნა, წინ ვერ წახვალ თუ წარსული გულ გურღნის, აქ და ამჟამად ვერ იცხოვრებ თუ მომავალის მონახაზი არ გაქვს.. მომავალის გეგმას წარსულის ტრამვებით განცხებში მყოფი ვერ შეადგენ, ეს იგივეა დიდ ჭიქაში იხტუნო , იქედან ამოსვლის მიზნით და ვერ წვდებოდე მის თავს.. საბოლოოდ ყველაფერი ეს კი მაშინ გამოგივა, როდესაც თვალს გაახელ და დაინახავ უფალს, რომელიც დგას შენს ზემოთ და სიყვარულიც, ოჯახიც, ბედნიერებაც, და გაკვეთილებიც შენთვის უამრავი აქვს და დედამიწის წარმავლებისაგან განსხვავებით ის არასოდეს დაგტოვებს, მაშინაც კი როდესაც შენ ტოვებ მას. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და მიხვდებით, როდესაც სასოწარკვეთილი იყავით, რამდენი რამე გაკეთებულა ისეთი რაც დანამდვილებით იცით რომ თქვენი გასაკეთებელი იყო, თუმცა არ გქონიათ ამის ძალა... დღეს ისევ დავწერე.. ისევ ვეცადე მებრძოლა საკუთარ თავთან, ოღონდ ამჯერად გაგიზიარეთ თქვენც,, ალბათ ჩემს კომპიუტერში ამასაც წავშლი როდესაც ჩემი ფსიქო ხერხემალი კვლავ გასწორდება და ბედნიერება მეწვევა, როდესაც ახალ ცხოვრებას დავიწყებ, როდესაც ჩემს ნახატს ავაწყობს და მკაფიოთ დავინახავ რა ხატია მასზე.. მანამდე კი გისურვებთ რომ სტაბილური ბედნიერების განცდა გქონოდეთ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოგემჟღავნებინოთ , რომლებიც ყველას გაქვთ რაც მთავარია თქვენს პირად სიყვარულს საკუთარი თავის, იმ ერთის და ღმერთის სიყვარულს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.