ანნიე
ვიცი რთული ვარ,შეიძლება გაშინებს სირთულეები-შეიძლება არა შენ ხომ უბრალოდ მამაკაცი ხარ რა თქმა უნდა გაშინებს. მე სამყაროს ყოველთვის ვარდისფრად აღვიქვამდი ჩემი ცხოვრების მიუხედავად. შენთვის ყოველთვის ყველაფერი მარტივი ჩანს თუ ჩანდა,ალბათ უფრო ჩანდა-და ამ დროს მე გაგირთულე და ვერ გადაიტანე,ვერ გაუძელი. მე შენ მჭირდები ახლა... არა ჩვენ გვჭირდები ერთმანეთი შენ ხომ ასე ფიქრობდი...ამბობდი...მწერდი. და შენც გჭირდები პირველი წამიდან...ანნიე ჩამეხუტე გთხოვ...ეს არასოდეს დაგვავიწყდება არცერთს. ახლა მჭირდები შენ! მხოლოდ შენ მე და შენ. და არავინ სხვა! თუმცა რას ვამბობ ჩვენ ხომ ერთნი ვართ ორ სხეულში ერთნი. შენ მე მგრძნობ,მგრძნობ აღიარე,აღიარე და ამის შეგეშინდა მეც გგრძნობ,მაგრამ მე არ მეშინია მე გგრძნობ... თითოეულ ამოსუნთქვას ვგრძნობ-შენც გრძნობ და ეს გაგიჟებს. ყურებში ჩამესმის შენი გულისცემა ბოლოს რომ მომასმენინე. მე მინდა შენთან არ მინდა სხვა მე მინდა შენ.-და შენ გინდა მე!რადგან შენ ჩემი გოგო ხარ მე შენი ბიჭი ერთი მთლიანობა,ერთი ჩვენ. გუშინ გაგიშვი.მთხოვე და გაგიშვი,მაგრამ არც ერთს არ გვინდოდა,თითქოს ვიღაც მესამემ გადაწყვიტა ეს... დღეს ვიღიმი არ ვარ კარგად მაგრამ ვიღიმი,იცი რატო?იმედი! იმედი რომ ვერ გაძლებ უჩემოდ და დაბრუნდები...შენც იცი და მეც რომ ერთი ფიქრით და ერთი გრძნობით ვართ გვინდა თუ არა ეს ჩვენ ხო ერთად დავდივართ როგორც ერთხელ შენ მითხარი...არა მარტო დავდივართ არამედ სულ ერთად ვართ ერთადაც გვძინავს ამისთვის ხომ შენი ქუდი დამიტოვე შენი სუნიც ხომ დამიტოვე თუ თავზე არ მაფარია გულში მაქ ჩახუტებული...შენ სულ ჩემთან ხარ... დაბრუნდები რადგან იცი რომ ყველაზე ლამაზი ყველაზე კარგი ვარ ვინც კი ოდესმე შეგხვედრია ყველაზე რეალური სახით მხოლოდ ჩემთან იყავი ჩემთან იყავი ერთი...ასეთი თავისუფალი როგორიც ჩემთან იყავი არასოდეს ყოფილხარ...ასეთი შეშინებული შენ ხომ არც ეხლა გჯერა რომ მე რეალური ვარ... თუმცა ხო არ დაიჯერე რომ რეალური ვარ და ამიტომ შეგეშინდა და გაიქეცი?! ვერ დაიჯერე იმხელა ბედნიერების რა წინ გელის და მხოლოდ ჩემთან(ხო მხოლოდ ჩემთან მე ხომ ეგოისტი ვარ)და ეს შენ აღმოაჩინე... შუა წერის დროს მომიარა და გავგიჟდი... შენ ხომ ისედაც მითხარი რომ გიჟი ვარ ვერც ერთი წამალი ვერ დამამშვიდებს,მკურნალობას არ ვექვემდებარები... ვოცნებობ ისევ გამათბო... რადგან შენს გარეშე სხეული ვარ სულის გარეშე ეხლა ის შენშია ჩამრჩა დამავიწყდა წაგეღება არა არა არ დამავიწყდა ხომ მითხარი რომ ეგოისტი ვარ ხოდა ვარ მინდა რომ დაბრუნდე და ამიტომ დაგიტოვე მოდი ისევ გავგიჟდეთ და დავანთოთ კოცონი გავრისკოთ თუნდაც დაგვიჭირონ ერთხელ ხომ გავექეცით... დაანთე მაინც დაანთე ცეცხლი იცი რატო? იმიტომ რომ მე მჯეროდა შენი ხომ გჯერა ჩემი-მეკითხებოდი... ხოდა მჯეროდა მე შენი მჯეროდა დღესაც მჯერა და გენდობი ერთადერთი ხარ,ერთი ხარ. არ დაგტოვე როცა აქრობდი,როცა კინაღამ ჯარიმა ავიკიდეთ და შენ იცი რომ არასდროს მიგატოვებ და ამას ვერ იჯერებ მერე...მერე იყო გაქცევა,მე არ შემეძლო ბავშობის შიში დაღმართზე ყველა დაღმართი ყველაზე თბილად ჩამატარე ჩამეხუტე ანნიე...ჩამეხუტე ხომ მენდობი მე გენდე,ყველა დაღმართი შენი ჩახუტებით ჩავირბინეთ ერთად მჭირდები...არა ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ეს იყო შენი დევიზი...არ მე არა შენ არამედ ჩვენ.... ჭაობი...ახალი ლოკაცია და სიმშვიდე სველი ფოთლები,ბუნების ხმები მე და შენ-ჩვენ. შენი ლომკა მაქვს-ერთხელ მითხარი აჰამ ერთი ოცნება ამიხდა!ეს ისე ხმამაღლა წამოვიყვირე რომ ამის შეგეშინდა მგონი და გაიქეცი... როცა შენთან ვარ ნახე როგორ ცემს ჩემი გული და ხელი დამადებინე გულზე...მშვიდი იყო. როგორც კი მიდიხარ ირევა და სადღაც გარბის ცდილობს გულის კედლები გაანგრიოს და გაიქცეს... და ამიტომ მჯერა აი ამიტომ რომ დაბრუნდები ან გული გიღალატებს საკუთარი გული ჩემი კი არა ჩემი დაგაბრუნებს ჩემთნ რომელიც უსასრულოდ გელოდება... იცი რატო?იმიტომ რომ ყველაფრის საწყისი შენ ხარ ყველაფრის საწყისი და ბოლო შენ ჭეშმარიტი ხარ შენი შექმნილი ანნიე ვარ შენი შექმნილი ანნიე მხოლოდ შენი და სხვისი არავისი მოდი,ერთხელ ხომ მოხვედი ახლა უფრო მარტივი იქნება მოდი მიფათურე ხელები სულში,ერთხელ უკვე ხომ ამირიე,ხომ გააღვიძე მიძინებული,არა მკვდარი კომიდან ხომ გამომათრიე-ისევე როგორც მე! მოდი ჩამეხუტე! შენ ხომ ჩემგან მხოლოდ ჩახუტებას ითხოვდი სხვას არაფერს... ვაიმე ეხლა გამახსენდა,ეხლა მივხვდი შენგან განსხვავებით რამდენი რამე მომითხოვია ჩამეხუტე...მაკოცე...შემომხედე...არ დალიო...მოდი კიდევ იქნება რაღაცეები უბრალოდ არ მახსენდება და შენ მხოლოდ ჩახუტებას მთხოვდი მხოლოდ ჩახუტებას... ხო მართლა უნდა დაბრუნდე შეპირებული გაქვს და უნდა შეასრულო მე ხომ მჯერა შენი მე ხომ გენდობი შენ... ტანგო უნდა იცეკვო ჩემთან ერთად...ტანგო და... რაღაცას შემპირდი კიდევ გახსოვს?გაჭმევ შენნაირსო ღმერთო ჩემო რამდენი მომითხოვია და ისიც ვიცი დაბრუნდები მე შენი მჯერა მე შენ გენდობი მოგენატრება შენი ანნიე და ვერ გაუძლებ ჩაეხუტები დაგჭირდება ჩაეხუტო ხო ჯანდაბას შენ ორი აღმოჩენა გააკეთე ჩემში ანნიე რომელიც მხოლოდ შენია და ის რომ თურმე ეგოისტი ვყოფილვარ ვარ ვაღიარებ!და შენ დაბრუნდები!მე შენ გენდობი და შენი მჯერა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.