ჩემეული!
„ეს გაზაფხული მე მოვიყვანე, რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე და, რაკი ზამთრით გადაიღალე, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე..." ...და აი გაზაფხულდა.დილაობით ჯერ არ აყვავებული ყვავილების სურნელს ვგრძნობ.გაზაფხული,სეზონია როდესაც კიდევ უფრო გიმძაფრდება სურვილი მთაში გადაკარგვისა.გაზაფხულის ნაზი სიო თავს მევლება,თითქოს ჩემს ფიქრებს ეფერებაო.ზამთარ გამოვლილ ხეებს შევცქერი,დარდისგან დატანჯულები რომ დგანან ჩვეულ ადგილას.ვუღიმი მათ და სიამოვნებით,სიმშვიდით,ჰარმონიით იჟღინთება მთელი სხეული.ვინ თქვა ამინდი განწყობაზე არ ახდენს ზეგავლენასო?ჩემზე ყოველთვის დადებითად მოქმედებდა .ხშირ შემთხვევაში ცუდ განწყობას კარგისკენ შემოაბრუნებდა და მეც მეტი სილაღითა და სიხარულით ვხვდებოდი ყოველ ახალ დილას.ცუდი ამინდი არ არსებობს.მთავარია შენ როგორ მიიღებ მას იმ წუთას ან როგორ აღიქვამ მათში არსებულ უცნაოურობასა თუ მრავალფეროვნებას.ისიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რომელი სეზონი გხიბლავს,რადგან იმ სეზონზე ყველაფერი გახარებს,თითქოს არ აძლევ ქაოსს უფლებას დაგირღვიოს შინაგანი ჰარმონია.დილით მზის სხივების დანახვა,გარეთ გასულზე კი ნაზი სიოს სახეზე შეხება მთელ ნეგატივს გააქრობს და ისეთ სიმსუბუქეს იგრძნობთ,რომ გეგონებათ ფეხქვეშ მიწის მაგივრად სიცარიელეა და ჰაერის მიმოსვლას მიჰყვები ნეტარებაში მყოფი,როგორც ბაბუაწვერა სულის შებერვის შემდეგ მიჰყვება ჰაერს მსუბუქად,ჰაეროვნად.აშრიალებული ფოთლების ნაზი მელოდიის ფონზე. პ.ს მადლობა იმათ ვინც კითხულობთ ბოლომდე... ეს სავარაუდოდ ბოლო ჩანახატი იქნება. საკუთარი თავისთვის წერა სჯობს და ასე განვაგრძობ^^ ისევ შევხვდებით სხვა დროს სხვა ადგილას სხვა სახელით)) ჯერ წიგნზე ფიქრის მეშინია მაგრამ იმედია ამის დროც დადგება:) მეყოს საკუთარ თავთან საუბარი:} |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.