დამარხული სული
ზიხარ გაციებული სხეულის წინ... გლოვობ შენს უბედურებას და არა გარდაცვლილს. ცრემლიც კი ვეღარ არღვევს ჯებირებს და უყურებ ხალხს რომელიც აქეთ-იქით ირევა. ზუსტად ვერ გაგირკვევია რას აკეთებენ აქ, რას ლაპარაკობენ. უბრალოდ მხოლოდ ის იცი რომ რაც შეიძლება მალე გინდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. წავიდეს ყველა, შემდეგ გამოიკეტო ბნელ ოთახში და იგლოვო შენი უბედურება მარტომ. ცივი სხეული რომელსაც ფერი აქვს დაკარგული ვერ ცნობ. ან არ... გინდა ისიც გაქრეს აქედან რადგან ის აღარაა რაც იყო... თვალებშიც კი ვერ გიყურებს, ვერ გიღიმის... ის უბრალოდ რაღაც ფიტულია... არ გინდა ცარიელი სხეულის დანახვა... უბრალოდ ის გინდა რაც იყო და არა ეს რაც შენს წინ ასვენია...გგონია გაასვენებენ და დამთავრდება ყველაფერი,აღარ იქნები იძულებული ამ ყველაფერს უყურო... შეძლებ დასვენებას ან საკუთარ თავში სამუდამოდ გამოკეტვას, ბოლოს კი როდესაც იძულებული ხარ საბოლოოდ გამოემშვიდობო, მაშინ ეჯახები ნამდვილ ტანჯვას, რომელსაც აქამდე შენი გონება ბლოკავდა... ყელიდან გწყდება ბგერები, არამქვეყნიური ხრიალი ან ყვირილი.მხოლოდ ის გინდა არ წაგართვან. არ ჩადონ მიწაში და მიწა არ მიაყარონ...აცნობიერებ რომ ამ ცარიელ სხეულსაც კი გართმევენ, არ გიტოვებენ არცერთ ნაცრით გადაფარულ ნაპერწკალს შენს სულში... ხვდები რომ ასე სამუდამოდ მოკვდები. მისი ფერდაკარგული სხეულიც კი არ გეყოლება რომ გაყინული სახე ხელებით გაუთბო...ყვირი,ემუდარები მაგრამ არავინ გისმენს, უბრალოდ სიბრალურით სავდე თვალებით გიყურებენ და მაინც გართმევენ მას,ან მისგან დარჩენილ ნაწილს... იბრძვი მაგრამ რისთვის??? ის უკვე გაასვენეს სახლიდან და ახლა უკვე მიწაში უშვებენ თოკებით...მარხავენ მის სხეულს და შენს სულს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.