შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ფიქრები გამექცევა


29-03-2018, 00:15
ავტორი survivedgirls
ნანახია 1 375

ადამიანი გამუდმებიღ მარტოა.არ არსებობს ისეთი მომენტები,როდესაც მუდამ გყავს გვერდით.
ცხოვრების გარდაუვალი კანონია გტოვებენ რა,ან შენ ტოვებ.
მუდამ ვწუწუნებ,რომ ადამიანები მტოვებენ.ვიტყუები,თანაც ძალიან კარგად.არასოდეს არავის მივუტოვებივარ,მუდამ მე ვტოვებდი,ან ისე ვაკეთებდი,რომ დავეტოვებინე.ამას მუდამ განვიცდიდი და თავი არარაობა მეგონა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ თითოეული ჩემგან წასული ადამიანი დამეხმარე,რომ საკუთარი თავი მეპოვნა.გამეგო რა მინდოდა და რას მოვითხოვდი ამ ცხოვრებისგან.რატომ უნდა გამაგრძელებინა არსებობა.
ვწუხდი,ვწუხ და შევწუხდები საკუთარ საქციელებზე,რადგანაც ის ადამიანები,რომლებიც დავტოვე უბრალოდ არ იმსახურებდნენ ამას.აი მართლა არ იმსახურებდნენ.
გული მტკივა...ის გული,რომელსაც სიყვარული არ შეხებია.ხანდახან მგონია,რომ სიყვარული არ შემიძლია...
ჩემმა მეგობარმა მითხრა ბედნიერი ის ბიჭი ვისაც შეიყვარებო.არ ჩანს ეს ბიჭი და ჰა.
ეჰ არადა,როგორ მეყვარები ჩემო მეორე ნახევარო.იცი როგორ ვარ.ბევრს ვუყვარვარ,მაგრამ არაფერს ვგრძნობ მათ მიმართ.ვიცი ძალიან ეგოისტური საქციელია,მაგრამ ვერ ვგრძნობ იმავეს.ვერც მეგობრების და ვერც მშობლების მიმართ.
უბრალოდ მინდა დავწერო და განვთავისუფლდე.სადმე მინდა გადმოვიღო ის რაც გულში მაქვს.როგორც იგის გამოჰყავდა ქვიშაზე ნი ისეთი,როგორიც მასში იყო.მეც მინდა გადმოვიტანო თეთრ ეკრანზე ის რასაც ვგრძნობ.
ზემდეტი ფიქრის გარეშე წამოვროშო უაზრო რაღაცები.
ამ ბოლო დროს რაღაცნაირად ვარ..თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა.იცით გაღიმების მეშინია,რადგან მეორე წუთში ამ გაღიმებას ორმაგი ცრემლი მოჰყვება.
ვერ ვიტან ყალბ ადამიანებს და არ შემიძლია მათთან ურთიერთობა.
არ მიყვარს ჩემი მეგობრები,რადგან ზუსტად ვიცი რაღაცას რომ არ მოელოდნენ ჩემგან ისე არაფერს გამიკეთებენ.
ყველაფერს ეჩვევა ადამიანი,მაგრამ მარტობას ვერა,თუ კი?! მე ვფიქრობ,რომ ეს უფრო მდგომარეობის გააზრება.იმას ჰგავს საყვარელი ადამიანი,რომ გარდაგეცვლება და იაზრებ,რაც არ უნდა გააკეთო ვერ დაიბრუნებ.
მარტობააც ასეა.ზუსტად იცი შენი ყველა მცდელობა,შეინარჩუნო საყვარელი ადამიანი,ამაოა,რადგან წამსვლელი ყოველთვის წავა.თავს ვიმშვიდებთ ფრაზებით,ვინც წავა ესეიგი ასე იყო საჭირო ან ვინც მიგატოვა ის ცრემლების ღირსი არა და ა.შ. მაგრამ გულთან მსგავსი რამეები არ ჭრის.გულს ადამიანი ჰაერივით ესაჭიროება.უნდა ჰყავდეს ერთი ისეთი ადამიანი,რომელზეც იფიქრებს და მასზე ფიქრიც გააბედნიერებს.
არ ვიცი რატომ ვტოვებთ ადამიანები ერთმანეთ,მაგრამ ფაქტია ვტოვებთ.მე ვფიქრობ გაუსაძლისი,როდესაც ხდურთიერთობას გულის ტკენის გარდა არაფერი,რომ არ მოაქვს.უნდა შევიგნოთ,რომ სულ მარტო ვიქნებით.ება ყველაფერი დროა მიხვდეთ ორივე და მიატოვოთ ერთმანეთი რა ცარ უნდა მტკივნეული იყოს.უკვე
ეს არც ისე ცუდია,რადგან მარტოობის დროს ისეთ ვიღაცას პოულობ,რომელიც რაც არ უნდა ეცადო არასოდეს დაგტოვებს.ვის? საკუთარ თავს.
საკუთარი თავის პოვნა ყველაზე რთულია და ყველაზე მტკივნეული რამ ადამიანის ცხოვრებაში.თუ საკუთარი თავის პოვნა არ გიცდია ჩათვალე არც გიცხოვრია.თუ არ შეუწუხებიხარ იმ კითხვებს თუ ვინ ხარ და რა გინდა,რატომ არსებობ და ა.შ. მაშინ არაფერს აზრი არ აქვს.
მინდა რაც ფიქრად მომივა ყველაფერი ერთბაშად დავწერო,რადგან მგონია ეს ფიქრები დამეკარგებიან/...
ადამიანები აღარ დამრჩა.გუშინ,რომ იმედით ვიყავი მყავსთქო საყვარელი ადამიანი ახლა უბრალოდ ადამიანიც აღარ მყავს.დავიღალე ბოლოს ამდენი წუწუნით და მარტოობას დავუგდე ყური.მარტოობამ სევდიანი საუბარი იცის,მაგრამ უამრავ რამეზე გაფიქრებს.მარტოობის შეგრძნებით მიხვდები რატომ დარჩი მარტო.
აარ მინდა ვინმეზე დამოკიდებული გავხდე.არ მინდა ვინმე მიყვარდეს,რადგან ვიცი ისიც დამტოვებს და მისი წასვლის შემდეგ არაფერი დამრჩება.მეორე მხარე კი სიყვარულს ნატრულობს და ადამიანი წყალივით სჭირდება,მაგრამ ვფიქრობ,რომ პირველი მხარე გაიმარჯვებს.
ჰო კიდე...
მსახიობობა მინდა.ვიცი,რომ ამ სფეროში და მწერლობაში საკუთარ თავს აღმოვაჩენ.ფერად-ფერადი ოცნებები მაქვს ისეთი ოცნებები,ოცნებაც კი იოცნბებს.
არ ვიცი რა მელის მომავალში.არც ის ვიცი 7თვეში სად ვიქნები და არც ის ხვალ რა დამემართება,მაგრამ ზუსტად ვიცი:სადაც არ უნდა ვიყო საკუთარ თავს და პატიოსნებას არასოდეს დავკარგავ.არ მივატოვებ საკუთარ თავს და არც ის მიმატოვებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent