შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ხდება მაშინ,როდესაც გიყვარს და არ იცი,რომ ეს სიყვარული მოგგკლავს


2-04-2018, 22:15
ავტორი Morning
ნანახია 1 698

რა ხდება მაშინ,როდესაც გიყვარს და არ იცი,რომ ეს სიყვარული მოგგკლავს.აი ეს ხდება ზუსტად.-ეს... ეს უკვე მოხდა.გიყვარდა და არ იცოდი,რომ ეს სიყვარული ბოლოს მოგიღებდა.როგორი დრამატული ხარ.საკუთარ თავს ელაპარაკები რადგან სიკვდილთან ახლოს ისე არავინ ყოფილა,შენს გარშემომყოფ პიროვნებებთან განსხვავებით,როგორც შენ.მაგრამ,მათაც ხომ ყვარებიათ ? და ისინი დღეს თუ ხვალ ბედნიერნი იქნებიან.შენ რატომ გამოირჩევი შენი სასიკვდილო ოთახით.ხოო რა თქმა უნდა,იკითხე...დასვი კითხვები.სხვა რა გზა დაგრჩენია.არც კი შეეცადო ოთახის გადაკეთებას.რადგან ეს სასიკვდილო ფერი იმედენად გიზიდავს,რომ მელოდიაც კი ჩაგესმის.სიკვდილის მელოდია."ოთახი" "მელოდია" დრამატიზმი ხომ მოგწონს,კი არა და შენშია...მელანქოლია რომელიც უმართავი გგონია.უკვე რამდენი ხანია მიხვდი,რომ მართვადია.მაგრამ საერთოდ არ გინდა მისი მოშორება.რადგან ეს შენ ხარ ! თავად სიყვარული თუ სიკვდილი.ოთახის გასაღებიც მხოლოდ შენ გაქვს.ფანჯარას შავ,ისევე სასიკვდილო ფერის ფარდას კიდებ რადგან უფრო დაგაახლოვოს სიკვდილთან თუ "სიყვარულთან".იმაზეც კი არ ფიქრობ,რომ გაჩერდე და შენი ფიქრების ამ ოთახში მიმოფრქვევას მოეშვა.მაგრამ ეს იმ ლენტასავითაა რომელიც უბრალოდ ბრუნავს და მეორდება დაუსრულებლად.შენ მოგწონს შენი უაზრო დღეები.მოგწონს თუ როგორ გვანან ისინი ერთმანეთს.მოგწონს შენი მოხარშული ყავის მაგარი მწარე გემო,რომელსაც ირგლივ ალბად შენს გარდა ვერავინ იტანს.გიყვარს შენი ძლიერი თამბაქოს სუნი და ის თუ როგორ აცნობიერებ ყოველ წამს,რომ გადის წამები,გადის დრო რომელიც სიკვდილს კიდევ უფრო გაახლოვებს და ახლა ფიქრებში მხოლოდ ის აზრი იჩენს თავს,რომ რაში მჭირდება ამ ოთახიდან გასვლა.საბაბი ? არ არსებობს.საბაბი თავად შენ ხარ,რატომაც არ აპირებ გასვლას ამ დამპალი შავი სოროდან.მაგრამ შენი მეგობრების თხოვნასაც ხომ ითვალისწინებ.იმ დამპალი გაუხრწნელი მეგობრების სურვილებს რომელიც ჯერ კიდევ აქვე,ამ ოთახის კუთხესთან ჩუმად დასისინებენ.ეს დამპალი,შავი სულები,რომლებსაც თავზე არც რქები აქვთ და არც რაიმე მითოლოგიური უბრალოდ თავტლოპინები არიან.მათზე "სიკვდილი" სიბნელე ბრწყინავს.თვალის მომჭრელია არაა ? ხომ შეგიძლია გაწიო ფარდა.გააღო კარი გახვიდე და უბრალოდ შეიტყო არსებობის შესახებ.ისწავლო დროის სვლასთან ერთად მოძრაობა,რომ არ მოკვდე.რომ იცოცხლო და გიხაროდეს.აი მე გეტყვი...ქმედებები რომლებიც სწორი გგონია.ერთხელ მაინც უნდა გააკეთო არასწორად,რომ რაიმე ახალი დაინახო.რომ მოგეცეს შესაძლებლობა რაღაცა ახლის დანახვის.მაგრამ შენ ეს არ გინდა.არ გჭირდება.თვლი,რომ ასე უკეთესია.იყო შენთვის რაც იმას ნიშნავს,რომ მოკვდე შენით.ბრძენთაგან ცნობილია: ''რაც არ გკლავს ის გაძლიერებს''-ო.ხო და ახლა ძლიერდები ? თუ უძლურდები ? შენი არ ვიცი,მაგრამ ამ დამპალ სულებს,რომლებიც გექაჩებიან თავიანთი ბუნაგისკენ...აშკარად ვატყობ სიხარულს.რომ ჯერ კიდევ იმ აზრზე ხარ,რაც არ გგკლავს გაძლიერებს-ო.იქნებ უკვე საკმარისად ძლიერი ხარ.რას იტყვი,მოგწონს ეს აზრი ? იქნებ დროა უბრალოდ ჩამოგლიჯო ეს ფარდები.შენ თუ არა ამას შენს გარდა ვერავინ იზავს.პირადად მე მეშინია იმის,რომ შენმა მეგობრებმა კარზე და ფანჯარაზე ახალი კარ-ფანჯრების დაყენება არ დაიწყონ.ხომ წარმოგიდგენია ? თუ ამის უფლებას მისცემ ისინი დაგიპყრობენ.ცხვირწინ აგიშენებენ ბოლო ფანჯარას,რომელზედაც გეტყვიან,აი ფარდა და თავად დაკიდეო.აი შემდეგ კი როგორი სურვილიც არ უნდა გაგიჩნდეს იმის,რომ ჩამოწყვიტო,ყველაფერი გაანგრიო და გამოანგრიო,ვერაფერს იზამ.რადგან ჰაიდელბერგ ცემენტი ძნელი სამტვრევია.შემდეგ წარმოგიდგენია რას დაემსგავსები ? ფრჩხილები აგვძვრება.სულ სისხლით მოთხვრი აქაურობას.იმ მილიმეტრებსაც კი რომელიც მათ სასუნთქად დაგიტოვეს,გუბით გაავსებ და საბოლოო ჯამში საკუთარ სისხლში ჩაიხრჩობი.მათ გაახარებ.მაგრამ არიან "ისინი" კიდევ ვისაც დაამწუხრებ.და ხვდება საითკენ მიდიხარ ? რას გიზავს შენი პატარა შავი ოთახი რომელიც ჯერ კიდევ არ არის,ისეთი როგორიც მე წარმომიდგენია.გიფიქრია რა ხდება მაშინ როდესაც გიყვარს ? ან მაშინ როდესაც კვდები ? ან მაშინ როდესაც ცოცხლობ.ან ან ან რამდენ რამეზე გიფიქრია? მე ვიცი,რომ შენ ამას ყოველდღიურად ფიქრობ.მაგრამ გიფიქრია იმაზე თუ რა ხდება,რა ხდება მაშინ,როდესაც გიყვარს და არ იცი,რომ ეს სიყვარული მოგგკლავს ?!



№1 სტუმარი სტუმარი shalo

axal eqaunts shevqmni

 


№2  offline წევრი Morning

სტუმარი shalo
axal eqaunts shevqmni

ახალი ოთახისთვის ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent