შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოდინი,ლოდინი და ლოდინი...


7-04-2018, 04:02
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 590

ოცნებებში ყველაფერი სხვაგვარადაა.იმის წარმოდგენა,რომ ჩემთან ხარ იმაზე ადვილია,ვიდრე რეალობას გავუსწორო თვალი.არ აქვს აზრი რამდენი ხანი გავა,ჩემი გრძნობა უცვლელია და ალბათ,არც შეიცვლება.ჩემში ცხოვრობ,ის დღე,როცა ვერ გხედავ,ჩემთვის დაკარგულია.რა იყო ეს შენთვის,უბრალოდ თამაში,თუ ნამდვილი გრძნობა არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის შეუცვლელი ხარ და იქნები.მინდა,რომ ხელი ჩამჭიდო და არასდროს გამიშვა.მარტო ჩვენ,ღამე და სიჩუმე.. ვინ შემიერთებს გულს,რომელიც შენ დაამსხვრიე? ვინ ამომივსებს იმ სიცარიელეს,რომელიც შენ დამიტოვე? ვინ შემიცვლის შენს თვალებს,რომელშიც ჩემი სიცოცხლის აზრია? ვინ გამაბედნიერებს ისე,რომ დამავიწყდეს,თუ რამდენი ცრემლი დავღვარე შენზე ფიქრში? ხანდახან მინდა ვიყვირო და ასე გამოვუშვა ის ტკივილი,რომელიც მკლავს. მაგრამ არ შემიძლია,ჩემთვის ვინახავ ყველაფერს და ეს ბოლოს მიღებს.ვხვდები,როგორ ვკარგავ თავს,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ ამის შესაჩერებლად.ვხედავ როგორ მიყურებ,მაგრამ ვერ ვხვდები რატო არ მოდიხარ და არ ცდილობ,რომ რამე გამოგვივიდეს.ეს სიყვარულს ჩამქვრალ ლამპიონებს ჰგავს,რომელიც ღამე აუცილებლად აინთება და შეგახსენებს თავს,გინდა თუ არა.ვცდილობ მოვძებნო გამოსავალი,შენგან თავის დასაღწევად,მაგრამ უშედეგოდ.ჩვენი ისტორია ისე გაურკვევლად დამთავრდა,როგორც დაიწყო.ყველაზე ცუდი ის არის,რომ არა და არ მთავრდება სევდა,დარდი და წუხილი.ლოდინი,ლოდინი და ლოდინი...მხოლოდ ეს შემიძლია...არ ვიცი,როდის შემიყვარდი ასე,არც ის ვიცი,როდის დაგივიწყებ... ახლა აღარაფერს აქვს აზრი ჩემთვის,უბრალოდ ვცხოვრობ წარსულით,რომელიც არც ისე კარგია,სადაც უბედური ვარ და უსასრულოდ ველი ადამიანს,რომელიც ჩემი არსებობის წყაროა......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent