შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაფრენილ ადამიანებს


15-04-2018, 12:43
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 460

შუაღამეა,
შენ შენივე თავის განწირული მდუმარების დაბალ ხმიან წივილს
უსმენ და
ეს მდუმარება ჯერ ძარღვებს გიყინავს,
მერე ნაბიჯ-ნაბიჯ მიცოცავს ნერვებისკენ და
ჰგავს იმ ჭიას, რომელსაც ჭ....ტენ, მაგრამ არ კვდება.
სიკვდილის გზაზე გახსენებული ყველა დამარცხება იმ ცოდვებივით
გამოუსყიდელია,
ყოველ ღამით დამუხლული რომ შენდობას ითხოვ და
იცი მხოლოდ შენი დაკარგული ადამიანობაღა დაგრჩა,
თუ ცოდვებს შეგინდობენ.
თუ ცოდვებს შეგინდობენ, ეგღა დაგრჩენია და ძვლებიც დაგილპება,
ხერხემალზე ტაოს დაყრას ისე ნათლად ვეღარ გრძნობ,
როგორც ადრე.
იცვლება მიმართულებები და
პიროვნებებიც ისე ბრმად მიყვებიან ამ მიმართულებებს,
როგორც მკვდარი თევზი დინებას,
მაგრამ არც
მკვდარი თევზია ისეთი საბრალო,
როგორიც დავიწყებული ადამიანი.
ამდენ მიტოვებას აიტანდა კაცი,
ბოლოსდაბოლოს წუთია და აქვე სოფელიც,
ხის პატარა ქოხებით,
სადაც არც შეშა იწვის, არც სავარძელი დგას ბუხართან,
მაგრამ საკვამურიდან მაინც ამოდის კვამლი.
ალბათ შეშის მაგივრად დარდებს წვავენ და
კარებს ისე ხურავენ, რომ ქარმა ვერ შეძლოს შემომტვრევა.
უცდიათ ხოლმე ფერგადასულ კაბებს
სულდაკარგული სხეულების დამშვენება,
მაგრამ გასროლილი ტყვია ბრუნდება უკან ისე,
როგორც ფერგადასული კაბები სხეულებზე.
ადამიანები არ არიან ნივთებზე ძვირფასნი და
ცნობიერება ვერ ააღწევს ღრუბლებამდე მანამ,
სანამ თვითონ ღრუბლები არ ჩამოაღწევენ ჩვენამდე.
ქუჩის განათებები ათას რამეს ანათებს,
მიუსაფარი ციგანი ბიჭის ქურთუკიდან დაწყებული
არ და ვერმიღებული თაიგულებით დამთავრებული,
მაგრამ ხალხის გონებას ვერა.
აზროვნების მარაგი ისე აწევთ, როგორც ჭიანჭველას ტვირთი მაგრამ
ვერ ეზიდებიან და იქვე აგდებენ,
საიდანაც აიღეს.
სარკესთან მდგარი რომ ოცნებებს კლავს,
თვალებში მოელვარე განრისხება ეხეთქება და ნიკაპი უკანკალებს ფეხქვეშ გათელილი იმედების გამო,
და ცხადად ნაგრძნობ სიცრუეს
ითვლის თითებზე.
ათზე მეტია,
მაგრამ ცოტა ნაკლებიც.
უნდა ისწავლო, რომ ვერ დაითვლი ვერც იმედებს,
ვერც ახალაღმოცენებულ და მალევე მომკვდარ ოცნებებს,
და ვერც მითუმეტეს განვლილი წლების ღრმა სუნთქვებს შორის
დიაპაზონებს ვერ დაიჭერ შენი სხარტი ხელებით,
თითქოს არც რომ არ არის ისეთი სხარტი,
როგორსაც აღწერ.
ხელოვნება თავისი მნიშვნელობით ადამიანზე ძვირფასია,
მაგრამ ადამიანი,
რომელიც ცხოვრობს, თავად არის ხელოვნება.
სულებში მცხოვრები მოჩვენები სახლებიდან გამოსვლას არ აპირებენ და
არც გაყინული ხელისგულები არ გათბება
სამარადჟამოდ,
თუ მარადიულობა არ შეიცვლის გზას და
მიზიდულობის კანონიც ისე არასდროს იზიდავს,
როგორც სევდიანი ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს.
მაგნიტებზე უფრო ძლიერია ორი სევდა,
ორი იაფფასიანი ხრიკი სხვა ადამიანის გულის მოსაგებად.
თვითგვრემაში ჩავარდნილ მარტოხელა
სპილოებს ხორთუმები
დარდების პარალელურად ეზრდებათ და
ყველაზე წმინდა ის ტყუილია,
რომელსაც წინ ტკივილის დასახელებები ახლავს.
ვინ დაიჯერებს, რომ ახალგაზრდა ქალის
თეთრი კბილები ხვალ აუცილებლად გაყვითლდება
ათი ღერის ზედიზედ მოწევით,
ჩახეთქილი ფილტვების სუნთქვით და
სახეზე გაჩენილი სამი ნაოჭით,
მტკიცებით იმისა, რისიც თვითონაც არ სჯერა.
ვერცერთი წასული ადამიანი უკან ვერ დაბრუნდება,
უკან მათი ლანდები ბრუნდებიან,
გაცრეცილი და ბუნდოვანი მზერებით და
ათი ათას ცხრაასი მინიშნებებით,
რომ დანაშაული საკუთარ თავში უნდა ეძებო.
საკუთარ თავს ყოველთვის აქვს თავისი წილი დანაშაული.
ჯერ-დაბადების,
მერე დანარჩენი შეცდომების.
იქნებ ოდესღაც გაჩერდეს კაცობრიობა და
ხელში შეგვრჩეს ჩვენივე გაყინული არსებობები,
რომელსაც ვიცით, ვეღარავისში გავაგრძელებთ.
ალბათ, აფეთქებასავით ხმაურიანი იქნება და
დავიწყებული ან გადადებული საქმეებივით ჩუმი.
სასოწარკვეთაც ხომ მხოლოდ კივილი არ არის და
ვერ უშველი საპასუხოდ დაბრუნებული უსუსური თანაგრძნობით,
თანაგრძნობით საერთოდ ვერაფერს უშველი.
დედამიწა არ ტრიალებს იმ ძალით,
რასაც ადამიანები გასცემენ.
ადამიანები ისედაც მხოლოდ ბოროტებას გასცემენ,
ყველა განწირულ სულს თავისი სამყოფი სიკეთე სჭირდება,
მაგრამ გამოდის რომ ის გაცემული ბოროტება უფრო რჩება
ჩვენს სულებში, ვიდრე გასაცემად ვერგამეტებული სიკეთე.
ვერ ეხები და შენარჩუნება უფრო ძნელია,
რადგან ვერ იჭერ.
იცი, არ დაგეტევა მაგ ათასჯერ გაწყვეტილ შუბლის ძარღვთან
და ვერც დაატევ,
რადგან რთულია მისი დაძვრა.

ილოცე,
რომ გადარჩე.

უპასუხო ლოცვები გელოდება
ქარის გამო დამტვრეულ
ხის კარებში და
ვერანთებულ ბუხარში შენ თუ დაიწვები,
იქნებ მერე მაინც ილოცო გულწრფელად.

ვიღაცამ მითხრა, გადაფრენილი ფრინველები ადამიანებს გვანანო...
მგონი,
გარდაცვლილმა ადამიანმა.

გადაფრენილ ადამიანებს


დავიღალე.
ყოველ დილით საკუთარ ანარეკლს ვუყურებ
სარკეში და
ვიმეორებ, რომ მე მეტი ვარ,
ვიდრე უბრალო მინა,
მაგრამ
ბოლო დროს საკუთარ თავსაც ვეღარ ვაჯერებ ამას.
ვიმსხვრევი.
უშედეგოა ჩემი ძლივს გადადგმული ნაბიჯები და
ყელში ამომდის ის, რომ ამდენს ვფიქრობ.
გაცილებით იოლია, არ ფიქრობდე.
უბრალოდ, უნდა გრძნობდე რომ სადღაც
ვიღაც ისეთივეა, როგორიც შენ.
მოგეშვება.
არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს,
რას გაძლევს ტყუილი იმედები იმის შესახებ,
რომ იდენტურად განიცდის ვიღაც,
მაგრამ გაძლევს.
ალბათ საყრდენს.
ისეთ საყრდენს, რომელიც არ ტყდება.
თავზე თანდათან მენგრევა ჩემივე აშენებული კოშკები და ვერაფერს ვაკეთებ
ნგრევის შესაჩერებლად.
არასდროს მიგრძვნია ასე მკაფიოდ სიკვდილის მოახლოება.
თითქოს რაღაც, რასაც უნდა რომ მშთანთქოს,
მოდის და
თანდათან, ყოველი ნაბიჯის შემდეგ,
ტემპს უმატებს.
ეს გრძნობა არ გავს არაფერ სხვას.
დანარჩენებისგან განსხვავებით ეს განცდა გაცილებით
ძლიერი და...
თეთრია.
ვიღაცამ თქვა, სიკვდილი შავიაო.
მე სითეთრეს ვგრძნობ.
ვენებში გამავალი სისხლის გიჟურ ნათებას და
უჯრედების თანმიმდევრობით სკდომას
და ჩემში ყველაფერი ფერადის სიკვდილის ვგრძნობ.
ასე მგონია, ეს სითეთრე მოდის და მყლაპავს.
ხანდახან სხეული ისე მიკანკალებს, მგონია რომ
აღარასდროს დამშვიდდება.
ალბათ სულიდან გადმოდის...
არ ვიცი.
ძილის წინ ბევრ ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ,
მაგრამ არაფერს აყუჩებს.
ვფიქრობ, რომ რაც არ არსებობს,
იმას ვერც გააყუჩებ.
ტკივილი ბუნდოვანია.
იმდენადაც კი, რომ ვერაფერს ვგრძნობ, როდესაც ჩემთანაა.
მგონია, რომ არც არის ჩემთან.
არადა ვიცი,
მისი სუნთქვის ხმა მესმის.
მძიმედ, დიდი პაუზებით სუნთქავს.
როდესაც ახლოს მიზის, ჩასუნთქვებს ვუთვლი.
ბევრად მეტია, ვიდრე ამოსუნთქვები.
ალბათ ჩემი თავი მიაქვს და
მაგიტომ ვეღარ ვგრძნობ.
ტკივილის კი არა, საკუთარი თავის შეგრძნებაც მიჭირს უკვე.
იმდენი სადარდებელი დამიგროვდა,
მინდა ერთ გრძელ, უსასრულო მაგიდას მივუჯდე
და წინ დავიწყო ჩემი დარდები,
სიდიდის მიხედვით.
მაინც მგონია, რომ არ დაეტევა.
ან დაეტევა და ისე გაქრება, თითქოს არც ყოფილა.
საშინლად პათეტიკური გავხდი.
არა, მგონი უფრო მარტოსული,
თანაც ისეთი,
ვინც საკუთარ ტკივილებსაც ვერ უშვებს.
არ მემეტება გასაშვებად.
ჯერ ადრეა.
ისე, რა საცოდავად ჟღერს...
როგორ შეიძლება ტკივილების გაშვება ადრე იყოს?
აი, ასე.
სახეს ყოველდღე მისველებს მოსალოდნელი,
გარდაუვალი დატოვება.
არ მინდა რამე ან ვინმე დავტოვო.
ვიცი, რა ცუდია, როდესაც გტოვებენ.
მართლა ძალიან ცუდია, ალბათ უფრო საშინელი,
საზიზღარი,
განამადგურებელი,
ან...
ძალიან ცუდია, როდესაც გტოვებენ.
ფიქრობ, რომ სადღაც შენ დაუშვი შეცდომა.
არადა ცდილობდი, იდეალური ყოფილიყავი.
თურმე საკმარისი არ არის, ცდილობდე.
მთავარი შედეგია და არა მცდელობა.
მე თუ მკითხავთ, რამდენად იდეალურიც არ უნდა იყო,
მაინც დაგტოვებენ.
თან ისე, რომ გასვლისას კარებს ღიას დაგიტოვებენ და
იქამდე აგაღრიალებს ტანჯვის ცარიელი,
საზიზღარი შეგრძნება სანამ არ გააცნობიერებ,
რომ შენ კი არა, ის არის დამნაშავე.
იმიტომ კი არა, რომ ვერ დაგაფასა.
ადამიანები ხომ ისედაც არასდროს აფასებენ ერთმანეთს.
იმიტომ, რომ იმედები გაგიცრუა.
იმედგაცრუებულ კაცზე საშიში არავინაა.
თანდათან ხვდები, რომ დასაკარგი არაფერი გაქვს.
ხვდები, რომ არ გჭირდება ფიქრი, უნდა გარისკო თუ არა,
რადგან სასწორზე არაფერი გიდევს.
საერთოდ არაფერი.
ისეთივე სიცარიელე, როგორიც შენში, შინაგანად.
გფიტავს ეს სიცარიელე.
არადა, ხომ წარმოუდგენელია,
სიცარიელემ როგორ უნდა გამოგფიტოს,
თუ ისედაც აღარაფერი ხარ.
უკვე ნაბიჯების ხმა მესმის.
ყურებზე ხელების აფარება არ მშველის.
ეს ხმა ჩემში წივის,
კივის და
ბობოქრობს,
გამოსვლა უნდა.
არ მინდა რომ გამოვიდეს.
თუ ასე ადვილად დამტოვებს, არაფრით იქნება სხვებისგან განსხვავებული.
იმ საცოდავი ადამიანებისგან,
ვინც იმედები გამიცრუეს.
არ მინდა,
მაგრამ ჩემზე გაცილებით ძლიერია.
იქამდე ვკივი, სანამ ხმა არ მიწყდება.
მერე მტოვებს.
მერე მეც ვტოვებ საკუთარ თავს.

დავიღალე.



№1  offline წევრი Kalina

როგორ გტკივა ასე, ელენიკო...

მე მჯერა, რომ უნდა არსებობდნენ ტკივილიანი ადამიანები, სევდიანი ადამიანები, დარდიანი ადამიანები (რა სადიზმია, არა?)...

რადგან სხვანაირად, ამას ვერ წავიკითხავდით.
მრცხვენია,
მრცხვენია, მაგრამ მომწონს. :)
თუ მიყვარს?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

qali minda...

 


№3  offline წევრი nniiaakkoo:)

ლენც :)
(თქვენი კომენტარი ბლაბლუ)

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

ნეტა შენი მოკვლა შემეძლოს
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent