"ეს იყო"
ეს იყო დღეები, როცა მე მე აღარ ვიყავი. ვიყავი ვიღაც , ან რაღაც. არსება , რომელიც უაზროდ უმიზნოდ იდო , უბრალოდ იდო. უსარგებლო ნივთივით ყველა გვერდს რომ უვლის ისე. არც საათების მანძილზე ერთ პოზაში ჯდომისგან მტკიოდა სხეული, არც შიმშილისგან მეწვოდა კუჭი და არც ძილ-ღვიძილის ციკლი მოქმედებდა ჩემზე, ზედმეტია ემოციებზე ლაპარაკი, რომლებმაც თითქოს სიცივის მოახლოება იგრძნეს და უცხო ქვეყნებისკენ გაფრინდნენ.რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ , ჩემი ოთახის მეზობელმა დიდის გაჭირვებით მოახოხა ჩვენ საკუთრებაში მყოფი ერთადერთი სარკე და წინ დამიდგა. არ გეგონოთ დიდად ადარდებდა ჩემი მდგომარეობა, არა. მხოლოდ ცნობისმოყვარეობით თუ შემომხედავდა ხოლმე და ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდა. სარკეზე ძალისხმევა იმიტომ დახარჯა ,რომ მისი მეგობრები აპირებდნენ ამოსვლას და იქნებ ტირილისგან და უძილობისგან დასიებული სახე მაინც ჩამომებანა თუ ტანსაცმლის გამოცვლაზე ვერ დამიყოლიებდა. სარკე წინ ამიყუდა და გვერდით მომიჯდა. ალბათ 10 წუთით მაინც ვისხედით ასე და აზრადაც კი არ მომსვლია რომ შიგნით გამეხედა, უაზროდ დავჩერებოდი იატაკს. შემდეგ ნელა ავაყოლე თვალი ჩემ გამოსახულებას . იქედან სკამზე ჩამომჯდარი, მოხუცი ქალივით ოთხად მოკეცილი, პლედშემოხვეული ქალი შემომცქეროდა, გაფითრებული, დასიებული, ჩაშავებული თვალებით, დამსკდარი ტუჩებით, ლოყებჩავარდნილი და თმა გაწეწილი. ვაღიარებ შემეშინდა. საკუთარი გამოსახულების შემეშინდა. წამით შევკრთი , შედეგ ახლოს მივიწიე და უფრო ახლოს შევათვალიერე ჩემი სახე. თვალები რომლებზეც რამოდენიმე დღის წინ მითხრეს " ერთადერთია ამ ქვეყნად რომელშიც საკუთარ სიცოცხლესაც მივცემდიო" ახლა არც კი შეხდავდნენ, წამითაც კი. საათობთ ვნებით დაკოცნილი ტუჩები ჩაცვივნილი ლოყების ფერი გამხდარიყო. მანამე სანეტარო კანი კი გახუნებულ, სარდაფიდან ამოტანილ ფარდაგს მოაგონებდა ადამიანს. დასიებულ თვალის გუგებში თვალის ჭრილი საერთოდ აღარ ჩანდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ხელით ვსინჯავდი ჩემ სახეს და გარინდული მივჩერებოდი , შემდეგ კი....შემდეგ იყო ტირილი, ყვირილი , მსხვრევა და მოგონებების მთელი ტალღა. თვეების შემდეგ, როცა თითქოს განვლილი 4 წელი უბრალოდ გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან და ადამიანის იერი დავიბრუნე, როცა მყარად მეჯერა რომ მე ვიყავი მე და ის აღარ არსებობდა ჩემთვის და არც არასოდეს უარსებია, ჯანდაბასაც წაუღია ის დღე....ის ვითომც ხალისიანი, მზიანი დღე , როცა დილის მუსკით და ცეკვით გახალისებული იდილია კარის ზარმა შემაწყვეტინა, და მეც ისე დაუდევრად , გახედვის გარეშე გავაღე კარი არც კი მიფიქრია ჩაცმულობაზე რომელსაც მხოლოდ მოკლე პენუარი შეადგენდა , ნახევრად ჩამოშლილი კოსით დ ხელში მტვერსასრუტით რომელიც მიკროფონის ფუნქციასაც მისრულებდა. ნურც ის გეგონებათ მთლად იდეალურ მდგომარეობაში თუმცა , მაშინ მაგაზე არ მიფიქრია, იმდენად მოულოდნელი იყო მისი დანახვა შევყვირე კიდეც და უკან გადავხტი. მაშინვე შემომყვა, ცალი ხელით კარები მიხურა მეორე კი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია, თოჯინასავით გაშეშებული მივჩერებოდი სახეზე. მძიმედ სუნთქავდა. დავიწყებული , საოცრად ღრმა, შავი თვალებით სახეს მითვალიერებდა და მეფერებოდა შემდეგ კი ანგარიშმიუცემლად დაეწაფა ჩემ ტუჩებს და რამოდენიმე წამში მე უკვე საწოლში ვიყავი მასთან ერთად. ვგრძნობდი მის მონატრებას, მის სიამოვნებას, მის სიმშვიდეს რაც ჩემ სიახლოვეს ყოფნა ანიჭებდა და ეს მახარებდა. მისი თბილი თითების შეხება უსაზღვრო სიამოვნებით მავსებდა. არ მიფიქრია განვლილ სიმარტოვის თვეებზე, იმ ცრემლებსა და ტკივილზე რაც მან დამიტოვა, არც სიტყვებზე რაც მისი ესოდენ ტკბილი ბაგეებიდან გავიგონე , არაფერზე. მხოლოდ მასზე და მასზე ვფიქრობდი, იქამდე სანამ გული არ ვიჯერეთ ერთმანეთით. მისი ხმა, მისი სიტყვები, მისი თვალები, ეს არის დაუსრულებლობა, რაღაც უსაზღვრობა და უმისამართობა რომელიც მე მეკუთვნის , მხოლოდ მე. და ეს სულ ასე არის, რაც თავი მახსოვს. ის სულ ჩემია , და ვგრძნობდი განვლილ წამსა და მიმავალ წამს შორის როგორ იზრდებოდა სიყვარული ჩემი მისდამი და მისი ჩემდამი. იმდენად დიდი იყო სურვილი იმისა რომ დრო იქ გაჩერებულიყო და აღარასოდეს დაეწყო მუშაობა საათს , ამაზე არც კი გვეფიქრებოდა თითქოს ეს გარდაუალი რეალობა ყოფილიყოს. გონს მოსვლის შემდეგ .... რა სულელი ვარ.....ვფიქრობდი რომ ყველაფერი იმას დაუბრუნდა როგორც უნდა ყოფილიყო, და არც კი მიკითხავს რა ხდებოდა ან რა მოხდებოდა. სხვა ჩემს ადგილას სახეს ჩამოუღებდა ყველა იმ ცრემლისთვის და ტკივილისთვის რაც იყო,ყველა გათენებული ღამისთვის, ნევულ ფონზე სხეულზე მიყენებული ყველა დაზიანებისთვის, სუიციდის ყველა მცდელობისთვის.მე კი არც კი მითქვამს სიტყვა -რატომ?!. არ ვიცი, პასუხი თითქოს მის თვალებში და ქმედებაში მოვიკითხე. მთელი სხეულით მეუბნეოდა, "დავბრუნდი, როგორც იქნა შენთან ვარ, და აღარასოდეს წავალო". ვეკვროდი მის სხეულს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კოშმარი დამთავრდა. ერთი სიტყვაც არ დაგვცდენია წარსულზე არცერთს, წარსულის გარდა ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვიცინოდით ვხუმრობდით. საღამოს ერთად მოვამზადეთ ჯემიანი ომლეტი და ბლინები, შემდეგ კი წვიმასთან შესახვედრად სრულიად ფეხშიშველები გავარდით ეზოში. ჩემი განვლილი 22 წლის მანძილზე ასეთი ბედნიერი დღე არასოდეს მქონია და ვერაფრით დამაჯერებთ იმას რომ ამაზე მეტი ბედნიერების შეგრძნება ვინმეს შეუძლია. ეს იყო ზღაპარი, სამოთხე თუ არვიცი რაღაც არაამქვეყნიური. საოცარი სიმშვიდე, სითბო და ჰარმონია. რა ვიცოდი რას მიქადდა მომლოდინე ღამე, რა ვიცოდი რომ დიდ სიხარულს დიდი სევდა მოყვებოდა და ის რომ ყოველ აღმართს დაღმართი აუცილებლად მოყვება და ხშირად დაუსრულებელი უფსკრულისაკენ მიმავალი გზა. მეორე დილას , გაღვიძებისთანავე ვიგრძენი როგორ მაგრად ვყავდი ჩახუტებული მას ძლიერ მკლავებში , თითქოს ეშინოდა სადმე არ დავკარგვოდი. ისე მესიამოვნა გადავწყვიტე არ გავნძრეულიყავი რომ არ გამეღვიძებინა . თითიც კი არ გამინძრევია ისე გავაგრძელე ძილი. ნაშუადღევს ჩემმა მობილურის ზარმა გამომაღვიძა და ხელის აწევისთანავე მისი სხეულის სიცივე და სიმძიმე ვიგრძენი. ადგილზე გავიყინე და შეხედვის შემეშინდა. ისე გადმოვჩოჩდი ლოგინიდან და გავთავისუფლდი მისი მკლავებისგან ხელიც კი არ შემიხია და არც კი შემიხედავს. მთელი სხეულით ვცახცახებდი და მხოლოდ ერთს ვაჯერებდი საკუთარ თავს - "ეს სიზმარია, ცოტაც და გაიღვიძებ". ეს მართლაც სიზმარი იყო ,რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. ის მძიმედ იყო ავად . როგორც კი ანალიზების პასუხი მიიღო მისი ჯანმრთელობის უკიდურესობისა და შეუქცევადობის შესახებ, საავადმყოფოდან პირდაპირ ჩემთან წამოვიდა და იმ ღამით ჩემ გვერდით, მშვიდად დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი. შემდეგ.....შემდეგ იყო სასაფლაოზე ნაპოვნი ჩემი უსულო სხეული, საავადმყოფოში გატარებული ღამეები და ახლა ვზივარ სრკის წინ , გვერდით ჩემი ოთახის მეზობელი მიზის და ცრემლებს ვერ იკავებს, მე კი ტირილნარევად გავყვირივარ და სარკის ნამტვრევებს ვზელ ხელებით. შემდეგ ვდგები და ყველაფერს ვამტვრევ რაც ხელში მხვდება, სისხლიან ხელებს კედელს ვურტყავ და უმოწყალოდ ვფხარჭნი. მერე ვიღლები..... იატაკზე ვარდები, ნახევარი საათით თვალდახუჭული ღრმად ვსუნთქავ. აღარ ვტირი. საოცარ სიცარიელეს და სიმსუბუქეს ვგრძნობ. თვალებ ვახელ . ოთახი საომარ ფრონტს გავს. ყველაფერი იატაკზე ყრია, მძიმე პიანინოს ადილის შეცვლა მაკვირვებს. მზერა კუთხისკენ გადამაქვს სადაც ჩემი ოთახის მეგობარი ზის და მშვიდი სახით შემომყურებს. მახსენდება განვლილი წუთები და და ამ ფონზე მისი გამომეტყველება მაოცებს. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. როცა დარწმუნდა რომ არაფრის ძალა აღარ მქონდა და აზრიანად ვიყურებოდი, წამოდგა, მშვიდად გავიდა მეორე ოთახში და ბინტით და სპირტით ხელი დაბრუნდაა. --ხელები უნდა დაგიმუშავო - წყნარად მითხრა მან და წინ ლოტუსის ფორმაში დამიჯდა. მხოლოდ ახლა დავიხედე ჩემ ხელებზე და შევცბი. სულ სისხლიანი და დასერილი იყო. მინის ყოველი ნამსხვრევის ამოღებაზე ვკრთოდი და ვკვნესოდი. ხელების შეხვევის შემდეგ ისევ გვერდით დამიჯდა. ის არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მე კი ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, მის მზერას, რომელიც ისევ ისეთი თბილი იყო როგორც ყოველთვის. მოვავლე თვალი ოთახს და შემრცხვა მისი. შემდეგ საკუთარი თავის და ჩემი ოთახის მეზობლის რომელიც ისე უემოციოდ მეჯდა გვერდით არ ვიცოდი რა მეთქვა. მიუხედავად მისი გულგრილობისა სულ ჩემ გვერდით იყო. - გილოცავ- -რას?--ისე ვუპასუხე არც კი შემიხედავს -შენი ჯვრის ტვირთვას დავფიქრდი , მერე შევხედე და ორივეს გაგვეღიმა. -დიდი დრო დაჭირდება ამის დალაგებას? -აზრი არ აქვს ისევ ისე გახდება რამოდენიმე საათში , მიპასუხა და მომეხვია. სულის ნაიარევს ვერანაირი პლასტიკური ოპერაცია ვერ გაგიმთელებს, ის არც დროს მიაქვს, არც სხვა რამით შეიცვლება. მას ვეჩვევით. სისულელეა სულის ნაწილი დაკარგო და მერე იმ იმედით იცხოვრო და თავი მოიტყუო რომ როდისმე დაგავიწყდება , ან იპოვი სხვას რომელიც მას შეგიცვლის. არასოდეს. მის მზერა ყოველთვის უკან გამოგყვება, მის გვერდით დგომას ყოველთვის იგრძნობ, უბრალოდ ვერ დაინახავ და ვერ შეეხები. სულ ესაა.ცხოვრება არც ვარდისფერი ფერებითაა გალამაზებული და არც უხიაგო და ნაცრისფერია. ის ხეს გავს რომელიც იზრდება. ხანდახან ტოტები ტყდება და როგორადაც არ უნდა აყვავდეს შემდგომ, გადატეხილი ტოტის ადგილას უამრავი ნაყოფის მომსხმელი ტოტიც რომ გაიზარდოს ნაიარევი არასოდეს დაიფარება. ის მასში იქნება ყოველთვის. მისი ნაწილი იქნება. არის დღეები რომლებიც უდიდეს ბედნიერებას განიჭებენ და შენ მისი ნაწილი ხარ . -და ესაა თავდაჯერებულობა, იმედი, აღიარება, კმაყოფილება . არსებობს დღეები უდიდესი ტკივილის რომელიც არნახულ ძალას განიჭებს და ღირსეულად უნდა აიტანო ის. ეს შენი ჯვარია. ცხოვრება ზურგზე შემოდებული ჯვარია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.