შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 7


25-04-2018, 14:35
ნანახია 2 842

-შემაშინე. შეხტა კატო ისე გამოგლიჯა პაპასკირმა მანქანის კარი.
-მაპატიე არ მინდოდა , როგორ ხარ .
- შენ როგორ ხარ .
-გამოვკეთდი.
-კარგია .
-დაჯექი გაგიყვან.
-არ მინდა ჩემით წავალ.
-კატო საქმე მაქვს დაჯექი თან დაგელაპარაკები თან გაგიყვან.,
-კარგი. მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას და გაყვა.
-იმის მერე არ მინახხიხარ ეგრე შეგაშინე?
-აბა რას ელოდი?
-მართალი ხარ , მარა მეც გამიგე რა ,
-მესმის.
-კატო მიბრაზდები რაღაცაზე და რაზე მე ვერ ვიგებ.
-არაფერზე , ნორმალურად არც გიცნობ რაზე უნდა გიბრაზდებოდე.
-როგორ არა ბრაზობ .
-არ ვბრაზობ!
-კატო.
-არ ვიცი რა უნდა გიპასუხო დუდუ , უცნაურ სიტუაციაში ვარ , კინოებში როა ისეთში ზუსტად. ჩემგან რა გინდა არ ვიცი.მგონი თვითონაც არ იცი.
-მე კარგად ვიცი შენ არ იცი ხომ გითხარი რაც მინდა არა ? კაი ბაზარი არაა ეგეც მესმის , პატარა ხარ და
-აუ მოდი შეეშვი რა მაგ პატარას ძახილს. ასაკი არაფერ შუაშია.
-მაშინ რა არის შუაში.
-აი ეხლა მგონია შენ ხარ პატარა , ისეთი მიუხვედრელი ხარ.
-რას ვერ ვხვდები გამაგებინე ან მიმახვედრე მაშინ.
-თუ ვერ ხვდები მე რა უდნა მიგახვედრო დაგიღეჭო?
-აუ ესე უნდა ვიკამათოთ ეხლა ბავშვებივით?
-მე ხო ბავშვი ვარ დაგავიწყდა? მოვედით აქ გააჩერე არაა საჭირო სადარბაზომდე მიყვანა ბაბუცა დაგვინახავს.
-დაგვინახოს მერე
-აქ გააჩერე.
-კარგი ხოო კარგიიი. შენ მომკლავ მე შენ ნამდვილად მომკლავ.
-კარგად დუდუ .
-კატოოოოო .
ბრაზობდა და საერთოდ არ მიაჩნდა უცნაურად თავისი რეაქციები დუდუსთან დაკავშირებით.
„ბავშვი ვარ თურმე , იდიოტი , ჯერ მითვალთვალებდა , მერე გადავარჩინე , მერე აღარ იღვიძებდა, სიყვარული ამიხსნა როგორც კი გაიღვიძა და გაუჩინარდა , ეხლა გამომეცხადა და მე ვარ კიდევ ბავშვი .“ბურტყუნით ავარდა ოთახში და საწოლზე მიწოლილი ბაბუცა რომ დაინახა შეყვირა.
-დღეს რა ჩემი შეშინების დღე გაქვთ თუ რა ხდება?
-კიდე ვინმემ შეგაშინა? ბოდიში არ მინდოდა, ამ ბოლო დროს არ მელაპარაკები ჩემთან ერთად ერთ ოთახშიც არ ჩერდები . არ დავილაპარაკოთ?
-რაზე ვილაპარაკოთ გიორგი ისევ იგივეს მეტყვი , მეც გაგიმეორებ რომ უკან არ დავიხევ მერე შენ ისევ გამარტყამ და ასე შემდეგ აი მე სულაც არ ვაპირებ ყოველდღე ერთიდაიგივეს.
-არასდროს მაპატიებ?
-რომ გაპატიონ უნდა ითხოვო ,გიორგი , მაგრამ პრობლემა ის არის რომ ბაბუცა პატიებას არასდროს ითხოვს არა ? მერე რა თუ დააშავა.
-მაპატიე
-მიპატიებია .
-არა კარგად გიცნობ ვერ მპატიობ არა ?
- ხომ გითხარი მიპატიება, უბრალოდ იმას ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ამ ყველაფერს , მე ისევ იმ აზრზე ვარ და შენც ხო ეგრეა?
-დანელიას არ ვენდობი , არც პაპასკირს და საერთოდ მე მაგ სასტავს არ ვენდობი არაფერში.
-ისინიც ისე ფიქრობენ მაგრამ ჩემთან ურთიერთობაში ხელს ეგ საერთოდ არ უშლით. გიო მართლა ძალიან მეძინება დავიღალე დღეს სკოლის მერე 2 მასწავლებელთან ვიყავი .
-კარგი აზრი არა ქვს რაა . არაუშავს ვცადე მაინც. დანელიას მომაკვლევინებ ვატყობ მე .
-დანელიას თავი დაანებე , არ მოვწონვარ თუ ეგ გადარდებს . საერთოდ არ მიყურებს ეგრე .
-შენ საიდან იცი. კაცია და ვიცი კაცები გოგოებს როგორც უყურებენ .
-მე კიდევ ქალი ვარ და ვხვდები ვინ როგორ მიყურებს .
კატოს ძილი არც იმ ღამეს მიკარებია. მთელი საღამო პაპასკირის სიტყვებზე ფიქრობდა. მერე გადაწყვიტა დალაპარაკებოდა , დაურეკავდა მაგრამ ნომერი არ იცოდა, ბიჭებს კი კითხავდა მაგრამ შერცხვა და გადაწყვიტა მაშინ დალაპარაკებოდა როცა ნახავდა. ან რაზე უნდა დალაპარაკებოდა? უბრალოდ უნდოდა გაერკვია მასთან ყველაფერი, ძალიან უნდოდა ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია და თავისი ადგილი მიეჩინა, მშვიდად ყოფნას სხვანაირად ვერ შეძლებდა. ზუსტად მაშინ ამოხტა ტელეფონზე უცხო ნომერი როცა მტკიცედ გადაწყვიტა რომ აუცილებლად დაელაპარაკებოდა დუდუს ამჯერად მშვიდად. თავიდან არ აპირებდა მაგრამ მერე უპასუხა.
-მე ვარ
- დუდუ?
-ხო არ გაგაღვიძე.
-არა ვერ ვიძინებდი.
-რატო ხო კარგად ხარ .
-კი . შენ რატომ არ გძინავს გვიანია უკვე .
-ვერც მე ვიძინებ.
-შენ რაღა გჭირს?
-ერთი გოგო გამოჩნდა ხოდა რაც გამოჩნდა იმის მერე არ მძინავს.
-მატყუარა ხარ !
-რატო ვითომ.
-ის იმდენი ხანი რომ გეძინა აბა რა იყო?
-ეგ არ ითვლება.
გულიანად გაეცინათ ორივეს.
-აი ხო ხედავ კატუს , ადამიანურად ვლაპარაკობთ , არ ვჩხუბობთ, კარგის ნიშანია არა ?
-შენც ხო იცი რო ჩემი და შენი ერთად ყოფნა ადვილი არ იქნება.
-შენ თთუ ფიქრობ მაგაზე და საერთოდ შენ თუ გინდა ყველაფერს მოვაგვარებთ.
-ვერ მოვაგვარებთ.
-ანუ არის შანსი რო მე და შენ ჩვენ გავხდეთ?
- არ ვიცი დუდუ , ეხლა მართლა არაფერი ვიცი.
-აქამდე სულ სხვანაირად აღგიქვამდი ......ბიჭებს კი ვიცნობ მაგრამ შენ არ გიცნობ , არ ვიცი როგორი ხარ , საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ .
-მესმის არსად მეჩქარება . დაიძინებ?
-დავიძინებ თუ დამეძინა.
-მოდი ეხლა გავთიშავ და სცადე თუ ვერა მომწერე და დაგირეკავ კაი?
- შენ არ დაგეძინება?
-რა დამაძინებს გოგო , მე ეხლა რა დამაძინებს. შენი ხმის გაგონება ს ვეღირსე და ეხლა დამეძინება?
-ოხ დუდუ , რამ აგაცანცარა ამხელა კაცი?
-ხო იცი სიყვარულმა ტარიელი რო გადარია? აბა მე რატო ვერ გადამრევდა ვითომ.
-ძილინებისა.
-ძილინებისა.
იმ ღამით არც ერთს მიკარებია ძილი . თუმცა არც დაურეკავთ ერთმანეთისთვის. მეორე დღეს სკოლასთან დახვდა პაპასკირი . მისი დანახვა და ღიმილი კატოსთვის ერთი იყო. სულ ასე ემართებოდა, თავისდაუნებურად ეღიმებოდა , რომ აცნობიერებდა კი უბრაზდებოდა თავის თავს მაგრამ , რას ვიზამთ, ზოგჯერ ესეც ხდება. სადღაც არსებობს ერთი ადამიანი რომლის დანახვაც ჩვენში ღიმილს გამოიწვევს და ჩვენ ვერც კი გავაკონტროლებთ .
სკოლასთან დუდუ , სახლთან დუდუ , მასწავლებლებთან დუდუ , ერთი თვე გავიდა უკვე დ აყველგან დუდუ პაპასკირი იყო. თუ არ იყო წამებში ჩნდებოდა, უჭირდა თუ ულხინდა ყველგან გამოჩნდებოდა ხოლმე. ნინი ისე შეეჩვია , რომ ვერ დაინახავდა კატოს ეკითხებოდა ხომ არაფერი აწყენინე რატომ არ ჩანსო.
მთელი თავისი ძალებით ცდილობდა კატოსთან დაახლოებას . დაახლოვდნენ კიდეც ბევრი არაფერი იყო საჭირო იმისთვის რომ კატო მოეხიბლა , ის მისთვის პირველი მამაკაცი იყო. არა მანამდეც იყვნენ თაყვანისმცემლები მაგრამ სერიოზული არავინ ყოფილა. აქაც ბაბუცას ხელი ერია როგორც ყველგან და ყველაფერში.
- კატო რა ქვია ჩვენს ურთიერთობას? ერთ საღამოს მასწავლებლებლიდან მომავალს მანქანით შეხვდა პაპასკირი და სწორედ ის შეკითხვა დაუსვა რაც აშინებდა ყოველთვის ბაბუციძეს.
-აუცილებელია სახელი ერქვას?
-ხო იცი რო პატარა ბიჭი აღარ ვარ . საერთოდ არაფერს გრძნობ ?საერთოდ?
-აქ გააჩერე ბაბუცა დაგვინახავს.
-ვიმალებით?
- ხო იცი რო გაგიჟდება რო გაიგოს?
-ფეხებზე რო შენც ხო იცი?
-ჩემი ძმააა და ეგრე ნუ ლაპარაკობ.
-და მე ვინ ვარ მაშინ გამაგებინე.
მოთმინება დაკარგული პაპასკირი უკვე ყვიროდა. თავისთავად ისიც მართალი იყო, მაგრამ არც კატო იყო დამნაშავე , სიმართლეს ეუბნებოდა, გიორგი ბაბუციძე ასე ადვილად არ შეეგუებოდა მათ ურთიერთობას. ისედაც სულ ჩხუბობდნენ იმის გამო რომ ბიჭებთან მეგობრობდა ,
- ნუ მიყვირი.
-მაშინ ნუ თამაშობ ჩემი ნერვებით და გრძნობებით , მეც ხო ადამიანი ვარ , გადაწყვიტებოლოსდაბოლოს რა გინდა კატო ! მე აქ ვარ და გეუბნები რო მიყვარხარ , გეუბნები რო მოვაგვარებ ყველაფერს ! იმ შენ ძმასაც დაველაპარაკები .
-ნუ ყვირი
-ვიყვირებ , აბა ისე ადამიანად არ აღმიქვამ მგონი , გისწორდება შენზე გაგიჟებული რო დაგდევ ფინია ძაღლივით? მ
-რა სისულელეს ამბობ ხვდები?
- ვხვდები რასაც ვამბობ , შენ თუ ხვდები როგორ მექცევი. გადაწვიტე რა გინდა რა . თუ არ გინდა ჩემგან მითხარი და წავალ .!
უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან.
-ხო გარბიხარ აბა რაა , სხვა რას იზამდი მეც ველოდი რააა. მიაყვირა დუდუმ გამწარებულმა და მოწყვიტა მანქანა ადგილიდან.
იმის მერე მართლაც არ გამოჩენილა დუდუ . კატო უკვე ნერვიულობდა, არც ბიჭები ეუბნებოდნენ რამეს და ვერც კითხულობდა.
-კატუსია მართალია ის ბიჭი . ასე როდამდე დაგიწყებს დევნას?
-აუ რატო არავის გესმით? გიორგი რომ გაიგებს ნამდვილად მომკლავს მეც და იმასაც. მეშინია ნინი რაა , მერე მარტო გიორგი ხო არ არის? ჩემზე ბევრად დიდია, კაცია გესმის? კ ა ც ი . მე კიდევ ახლახანს გავხი 17 ის სწავლა მინდა , მერე უნივერსიტეტი. დუდუს კიდე სერიოზული ურთიერტობა უნდა , ეხლა შეყვარებულობას დავთანხმდები და ერთ თვეში მეტყვის ცოლად გამომყევიო. მე კიდე ჯერ არ შემიძლია რამდენიმე წელი მჭირდება.
-ხოდა დაელაპარაკე და აუხსენი ეგ ყველაფერი .
-რომ ვუთხრა და გაიქცეს?
-და ეხლა არ გაიქცა?
-აუუ არ ვიცი რა ! წავალ ეხლა სახლში.
-გვიანია დარჩი რაა!
-არ მინდა ცოტას გავივლი დავფიქრდები. რაღაც უნდა ვქნა ასე როდემდე გავაგრძელო ისიც მართალია. უნდა გადავწყვიტო.
-კარგი ჩემო გოგო და სახლში რომ მიხვალ შემეხმიანე.
-გკოცნი .
ფეხით გაუყვა კატო სახლისკენ გზას. ვერც გაიაზრა ისე მიუახლოვდა ორი ნიღბიანი და ისე ააფარეს სახეზე მატერია საშინელი სუნით გაჟღენთილი. ერთი ჩასუნთქვა და უგონოდ მყოფი კატო ბუმბულივით გადაიკიდეს მხარზე და მანქანაში ჩატენეს.
უკვე მერამდენედ ურეკავს ნინი მაგრამ არავინ პასუხობს , კატო გაქრა. ნინიმ მაშინვე დუდუს დაურეკა.
-დუდუ ნნინი ვარ მითხარი რომ კატო შენთან ერთადაა.
-არა რა შენთან არ იყო?
-იყო მარა წავიდა, მოიცა შენ რა იცი სად იყო.
-რამდენი ხნის წინ წამოვიდა ნინი.
-2 საათი იქნება.
-და არ ჩანს ?
-არა ! დედამისი მე მირეკავს არც სახლშია, სხვაგან არავისთან წავიდოდა დუდუ რაღაც დაემართა ვგრძნობ .
-კაი დამაცადე მოვძებნი.



№1 სტუმარი სტუმარი gega

gtxov male dade ra shemdegi ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი თამრი

მალე დადე ეა

 


აუცილებლად :-*

 


№4 სტუმარი salio

male veli shemdeg tavs

 


№5 სტუმარი mari

gtxov male dade ra shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent