შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის მთვარე


26-04-2018, 22:37
ავტორი melina
ნანახია 1 710

ღამეა..არ მძინავს,რატომღაც ვერ ვახერხებ ან არ მინდა დავიძინო,ვაკვირდები ჩემს ოთახში ჯიუტად შემოჭრილი მთვარის ნათებას და თავად ეშმაკურად მოციმციმე მთვარეს,დღეს უცნაურია მთვარე სავსე და კამკამა,აი ისეთი იშვიათად რომ მინახავს ხოლმე.რაც უფრო ვაკვირდები მით მეტად ვრწმუნდები რომ რაღაც ამოუცნობი ძალა მექაჩება მისკენ,მაიძულებს ვუცქირო,თითქოს სხვას უფრო თბილს და ახლობელს ვხედავ მასში..წლების წინ ნანახს მონატრებულ სახეს,ღიმილს რომელიც განვლილი დროის მიუხედავად ისევ ცხადად შემორჩა ჩემს მეხსიერებაში,მონუსხულივით ვუმზერ და მეც ღიმილი მეფინება სახეზე...დროდადრო რეალობაში მაბრუნებს ჩემს სარკმელთან მოდარაჯე ქარი,რომელიც ხმაურით აწყდება კედლებს,ან რა გასაკვირია ქარი და სუსხი როცა ფანჯრებს მიღმა შემოდგომაა,ხეები წითელ ყვითელ ფერებშია მორთული,შემოდგომის სურნელი შემოდის ჩემშიც და მეც ვემსგავსები ქარწაღებულ ათრთოლებულ ფოთოლს რომელმაც არც კი იცის ხიდან მოგლეჯვის შემდეგ რა მიმართულებით გააქროლებს და გადაკარგავს ქარი... მართლაც და საოცარი მსგავსებაა ქარწაღებულ ფოთოლსა და ადამიანს შორის,არც ჩვენ ვიცით როდის და სად წაგვიყვანს ცხოვრება,ის ხომ სავსეა მოულოდნელობებით,დღეს აქ ვართ ხვალ კი იქ სადაც ბედი გადაგვისვრის...სწორედ ასეთ უმიზნოდ მოხეტიალე ფოთლების გროვას დააქროლებს ქარი ხმაურით ჩემს ქუჩაზე,ღამის მშვიდი ძილით გარინდულ ქალაქში,ჩვენ სამნი კი ვერ ვახერხებთ დაძინებას მთვარე მე და ქარი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent