შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულო''ბა


28-04-2018, 16:16
ავტორი survivedgirls
ნანახია 1 377

უსიყვარულობა ღუპავს ადამიანს.
ადამიანი,რომელსაც არ უყვარს უბრალოდ ძალიან ცოდვაა,არა დამამცირებლად ცოდვა,არამედ მართლა ცოდვაა
უსიყვარულოდ მყოფი ადამიანი ყველგან და ყველაფერში ეძებს სიყვარულს.ცდილობს ან ნივთებში გადაიტანოს მისი დანაკლისი ან თუნდაც ცხოველებში,ან წიგნებთან მიმართებაში.
სულერთია მთავარია იპოვოს რაიმე ობიექტი,რომელსაც შეიყვარებს და უბრალოდ გამოხატავს მის მიმართ სიყვარულს.
ანუ ეს იმის მცდელობაა,რომ დანაკლისი შეივსონ.
შეივსონ ის რაც ადამიანებში ვერ აღმოაჩინეს.
ვეძებთ ადამიანებს ბიჭებს/გოგოებს და გვგონია,რომელიმე ჩვენთვის შეიქმნა.გვჯერა ამის ღრმად და ვიცით,რომ ადრე თუ გვიან აი ,,იმას’’ აუცილებლად ვიპოვთ.მაგრამ დრო იმ ადამიანის პოვნამდე რთულია.
რთულია ელოდებოდე არარსებუულ ადამიანებს.
ვკითხულობთ რომანებს,ვუყურებთ მელოდრამულ ფილმებს და რაღაც არარსებულად ღრმა გვწამს,რომ ჩვენც ოდესმე ვიპოვით ისეთ ადამიანს,რომელიც გაგვიგებს ბლაბლაბლაბლა და ბლა.
სისულელეა!
არ უნდა დავიჯეროთ ასეთი რამ.
მიმოიხედეთ ირგვლივ ვინმეს ხედავთ?
ვერა?
ვერც მე.
და მაინც სულელო,მაინც იტყვი,რომ ვიღაცას მართლა სიცოცხლის ბოლომდე ეყვარები და გაგიგებს?თან ვის.ვისი არსებობა ზუსტად არ იცი.
იცი როგორი რაღაცააა.ადამიანები გონებაში სხვა ადამიანებს ვქმნით ისეთებს,როგორებიც გვინდა,რომ იყვნენ და რეალობა მათგან ბევრად განსხვავდება.
რეალობაში ისინი არარაობები არიან და არ იმსახურებენ ჩვენს უძვრიფასეს დროს.შექმნა ფანტაზიაში ადამიანი ისეთი,როგორიც გინდა,რომ იყოს და რეალურად სხვა ვიღაც,როდესაც აღმოოჩნდება გულგატეხილი ვინ რჩება?
მე და შენ.
არარსებობს მეორე ნახევარი.
ილუზიაა ეს ყველაფერი და მოცლილების შექმნილი.
არ უნდა დაკარგო დრო ისეთ რაღაცაზე რასაც ,,მეორე ნახევარი’’ ჰქვია.
ღმერთო ჩემო ამაზე სისულელე არ არსებობს უბრალოდ.
ვაღიარებ ამას იმიტომ ვწერ,რომ ცოტა ხნის წინ მოვრჩი წუწუნს სახელწოდებით:,,მეც მინდა ვინმე მიყვარდეს.’’
ახლა კი ჩემი ცხოვრების ლოზუნგი აღმოვაჩინე:,,მსურს არავინ არასდროს შემიყვარდეს.’’
და ეს ასეც იქნება.ადამიანებს იქამდე დავტოვებ სანამ თვითონ დამტოვებენ და გულს მატკენენ.მათ არასოდეს ეცოდინებათ სინამდვილეში,როგორი ვარ და რას ვფიქრობ.
ასე,რომ ძალიან ძალიან მიხარია,რომ დამთავრდა ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში,როდესაც მინდოდა ვინმე მყვარებოდა და ამ მცდელობაში სულ ცოტა დამაკლდა,რომ საკუთარი თავი არ მომეტყუებინა.მალე ალბათ შემიყვარდებოდა ისეთი ადამიანი ჩემს ფანტაზიაში,რომ ძალიან კარგია სინამდვილეში კი არარაობა.
გირჩევთ არასდროს გქონდეთ ასეთი მომენტები,რადგან ძალიან ცუდია.თითოეული ბიჭი ვინც გამოჩენილა რაღაც დოზით ჩემს ცხოვრებაში მეგონა,რომ უნდა შეყვარებოდა.
არა დებილი არ ვიყავი ვხვდებოდ,რომ არ ვგრძნობდი არაფერს...უბრალოდ...უბრალოდ
უბრალოდ ვიღაც ისეთი მჭირდებოდა ვინც გვერდით დამიდგებოდა და რთულ მომენტებში დაცემის საშუალებას არ მომცემდა.
მადლობა ღმერთს ვისწავლე,როგორ უნდა ვიყო მარტოობაში ბედნიერი.ეს კი ძალიან ძალიან მარტივია.
უბრალოდ მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეცადეთ გაუგოთ მას!!!



№1  offline წევრი teengirllove

კარგი იყო, გეთანხმები 100%-ით..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent