არაფერი,მხოლოდ არაფერი და არაფერი არაფრის გარდა..
ეს ერთი უბრალო ჩანაწერია არაფერზე.. ან რაზე უნდა დაწეროს ადამიანმა,რომელიც არაფერს ხედავს არაფრის გარდა..ჰოდა მეც ვწერ მის აღმატებულება არაფერზე… არაფერია ის,რომ ზოგიერთი ადამიანი უამრავი პრობლემით იძინებს,მეორე დღეს კი იმავე პრობლემებით მიდის სკოლაში ან სამსახურში და იღიმის.. არაფერია ის,რომ მათი ღიმილის გულწრფელობის ყველას სჯერა.მათ ხომ არ იციან,რომ იმ ადამიანის ფსიქიკაში მეტასთაზები მრავლდებიან. ჩვენ ყველანი ავად ვართ. პრობლემებით,სევდით,რაღაცის ან ვიღაცის უკმარისობით,მოგონებებით,ნოსტალგიით,ჩვენი თავით.. არის მომენტი,როცა ყველაფერი ყელში გაწვება,არ გინდა დანახვა,არ გინდა მოსმენა,არ გინდა სუნთქვა,არ გინდა არსებობა. და ეს ყველაფერი არაფერია.. მერე რა,რომ ყველა გარშემო გვატყუებს , ჩვენ კი არ ვკმარობთ და ჩვენს თავს ჩვენთვითონვე ვუგონებთ ტყუილს.. იცით,არსებობს ერთი კარგი გრძნობა-სიყვარული,რომელიც ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაივიწყეს. თქვენ ინტერესით უყურებთ ფილმებს ზომბებზე და “ფანტასტიკად” მიიჩნევთ,მაგრამ მიმოიხედეთ გარშემო,რას ხედავთ?არა,არა ადამიანებს კიარ შეხედოთ,არამედ მათში ჩაიხედეთ.აი ახლა რას ხედავთ? ზომბებს,მონსტრებს,მუტანტებს. ჩვენ მტაცებელი ცხოველები ვართ,ყველაზე საშიში ქმნილებები მთელი დედამიწის ზურგზე. ჩვენ ვისმენთ სხვის სევდას და გამოუსადეგარ რჩევებს ვიძლევით,იმას კი არ ვფიქრობთ,რომ უბრალოდ მოვუსმინოთ. საზოგადოება კრძალავს ინდივიდს.კლდისკენ მიაქანებს და ხელს კრავს,ოღონდ ამას სუიციდი ქვია და არა მკვლელობა.იცით რატომ? იმიტომ,რომ მკვლელი ვერ ხვდება,რომ მოკლა.საზოგადოება ვერ ხვდება ,რომ სუიციდისკენ უბიძგებს ადამიანს მაშინ,როცა თუნდაც არ უსმენს. და,რა თქმა უნდა,ეს ყველაფერი არაფერია. არა-ფერი.. “უმნიშვნელო” ცხოვრებისეული მომენტები,რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ოლიმპიური სიმშვიდით ვუყურებთ. შეიყვარეთ მოსმენა,შეიყვარეთ ადამიანები.ნუ კლავთ მათ,ნუ აცამტვერებთ ასე გრძნობებს,ნუ ქრებით,ნუ ემსგავსებით ორფეხა შეცდომებს.იყავით მართალი,თქვენს თავთან მაინც… და ამის მერე ნუ იტყვით,რომ ეს ყველაფერი არაფერია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.