შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადახტი


3-05-2018, 15:49
ავტორი Lindemann
ნანახია 1 066

ძალიან უყვარს ეს ადგილი. ემოციურად ინტვირთება და თითქოს დადებითი ენერგია ავსებს, როცა აქედან სუნთქავს. სულ რამდენჯერმე ამოვიდა ამ ხიდზე და უკვე სიგიჟემდე უყვარს ეს ადგილი. უბრალოდ დგება მოაჯირს გარეთ და თვალებს ხუჭავს. აქ გრძნობს, რომ იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი მოაჯირს იქეთ მყოფი. ვინაიდან არ ეშინია. და არ ადარდებს ვინ რას იფიქრებს მასზე იმ წამს. ვინაიდან არც ამის ეშინია.
და აი, ახლაც აქ არის და ბედნიერი ეყრდნობა მოაჯირს ზურგით. თავიდან ხიდის ქვეშ მოჩხრიალე მდინარეს აცქერდება, მერე ირგვლივ კლდეებსა და ტყეებს. რამდენიმე წუთი გრძელდება ასე. შემდეგ, ვიღაცის მოახლოებას და აჩქარებულ სუნთქვას გრძნობს უკნიდან, რამდენიმე მეტრშია დაახლოებით. უცნაურად უცემს გული. აქამდე ასე არ დამართნია.
-არ გადახტე!-მყის, ვიღაცის შეკივლება ხვდება ყურს და მერე ამ ხმის ექო. ვერ არჩევს სქესს, ისეთ დამფრთხალმა დაიკივლა. დედაჩემი ხომ არ არისო, ის კი გაიფიქრა. მარტივად ვერ შებრუნდება ისე დგას, თუმცა თავის მიბრუნებას ცდილობს, რომ გაუღიმოს და დაამშვიდოს.
ჯანდაბა!.. ფეხი უხსლტება და კიდიდან რამდენიმე ქვის ნამტვრევი იყრება. ნაბიჯს უმალ იმაგრებს.
-ღმერთო...!-კვლავ შეკივლება. კვლავ ვერ არჩევს სქესს.-ხტება, ხალხო!.. ხტებაააა...!
ნელა და უცებ იკრიბება ბრბო. ჯანდაბა!.. ამდენი საიდან მოდიან.
ხმაურია.. მოხუცი დედაბრები ერთმანეთს ეჩურჩულებიან რაღაცას და თვალებგაფართოებულები, მომლოდინე მზერით შესქერიან "თვითმკვლელს". ბავშვები ისეთი აღტაცებული სახით იყურებიან, თითქოს მათთვის საყვარელ ანიმაციურ ფილმს ადევნებენ თვალს. იქვე, რამდენიმე კაციც "სინანულით" იწყებს ყურებას. ქალები თავის ქნევით, "შეწუხებული" სიფათით გასცქერიან და იწყება ხმამაღალი შეძახილებიც: "რას შვრები?! რა გაიძულებს მაგას! ჩამოდი მანდედან!" "რა თაობა მოდის.. თვითმკვლელობის და სატანური მიდრეკილებების გარდა არაფერი მაგათ არ იციან.." "არ გადახტე, შვილო.. შენი მშობლები არ გეცოდება?! ჭკუა არ გაგაჩნია?!" "ჩამოდი ახლავე.. თუ რამე გაწუხებს, ჩვენ დაგეხმარებით, ოღონდ ჩამოდი.."
მთელი ეს ხანი გასუსული იდგა.. შოკი არ აძლევდა საშუალებას სიტყვა წარმოეთქვა.. რა ჯანდაბაა..
უცებ ეკრობა მოაჯირს და ხიდზე გადმოძრომას ცდილობს. ბრბო გაოცებული აჩერდება ერთმანეთს. "რას შვრება?!" "უკან ბრუნდება.." "გადახტომა გადაიფიქრა.." "მიაბრუნეთ..!" "გადავაგდოთ ეგ ნაბიჭვ*არი!.."
რამდენიმე ტიპი ძალით აბრუნებს უკან და ანთებული თვალებით შესცქერის. "ახლავე გადახტი!" "რა?!.." "გადახტი!.. რადგან დააპირე, გადახტი..! ჩვენ უკან არ მოგაბრუნებთ!" "აქ თავის მოსაკლავად არ მოვსულვარ.." და ბოროტი, დამცინავი ხარხარი. "აბა, რისთვის მოხვედი?!" "ხედის სანახავად.. მართლა.." "გადახტი!.." გადახტი!" "გადახტი!" "გადახტი!" "გადახტი!" "გადახტი!" "გადახტი!" "გადახტი!" "მოკვდი!" "მოკვდი!.."
განგმირული ყვირილით ენარცხება ქვებს. სისხლი უცებვე ირეცხება წყლით. გვამი დინებას მიაქვს. ბრბო კი, "დამწუხრებული" სახით, ნელ-ნელა იშლება. "საცოდავი.."
ყველაფერი დამთავრდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent