შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება, სიცარიელე და ადამიანები


6-05-2018, 13:28
ავტორი მწარე
ნანახია 2 213

მომენტები, კადრები, რომლებიც არასოდეს გვავიწყდება, თუმცა ჩვენ გვივიწყებენ ადამიანები. ცხოვრება ხომ ასეთია...

... არის ცხოვრებაში ისეთი მომენტები როდესაც, ერთ წუთს თავს ბედნიერად გრძნობ და მეორე წუთს ეს ყველაფერი უბრალოდ ქრება მხოლოდ იმიტომ რომ, თქვენი ბედნიერება არ უხარიათ... მარტივი მიზეზების გამო, არ უნდათ და მორჩა. ამასთანავე იმხელა მიზეზს დაგისახელებენ რომ აზრზე მოსვლა შეიძლება ვერც კი მოასწრო. მთავარია, მათ ხომ აქვთ ყველაფერი: ოჯახი, სითბო, სიყვარული, სახლი, ქაღალდის კუპიურები... საერთოდ ვიღაცას ადარდებს შენი სულში რა ხდება?! თვითონ ხომ აქვთ ცხოვრება აწყობილი და ღიმილიანი სახეებითაც კი შეჰყურებენ. უამრავი დროის გამო ცდილობენ სხვას აურიონ ცხოვრება, სხვას ატკინონ და მოუშუშებელი იარები მიაყენონ. შემდეგ კი მივლენ სახლებში მოესიყვარულებიან ოჯახის წევრებს და დაიძინებენ თავიანთ ტკბილ ოცნებებში. ასე ხდება დაუსრულებლად. სამწუხაროდ ჩვენც მათი მსხვერპლი აღმოვჩნდით . ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ 22 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა.პირველად ვიგრძენი რა ყოფილა სიყვარული, როგორი ყოფილა გრძნობა როდესაც მისი ჩახუტებისას მუცელში პეპლები დაფრინავენ., მისი შეხების დროს როგორ გივლის ჟრუანტელი, როგორ დაუყვებიან ხოლმე მისი თითები ჩემს ხორბლისფერ მკლავებს... პირველად გამოვიხედე ვარდისფერი სათვალიდან და დავინახე თუ როგორი მშვენიერია როდესაც იცი რომ ამ რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შენზე ფიქრით ელოდება მზის ამოსვლას და აღამებს მთვარესთან ერთად. ამით კი შენ ბედნიერი ხარ, თვალებში პატარა ბედნიერების ნაწილაკები გიჩნდება. ყოველდღე სხვადასხვა ემოციით იღვიძებ და აცნობიერებ რომ შეიცვალე. ადრე თუ მარტო შენს თავზე ფიქრობდი ახლა სხვაზე ზრუნავ, ახალი პასუხისმგებლობები მოგემატა... ადრე თუ შენი თავისთვის იბრძოდი, ახლა იბრძვი იმისთვის რომ შენი საყვარელი ადამიანი გააბედნიერო შენი წარმატებით. მე ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ, რადგან ვიპოვე ის ერთადერთი, რომლისთვისაც მიღირს ყველაფერი. რომლისთვისაც მზად ვარ დავთმო სიამაყე, დავძლიო წინაღობები და ვიბრძოლო მისთვის. მე და მას ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა... მუდამ ერთად მივსეირნობთ წვიმაში თუ გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში…ერთად ვიტანდით ყველაფერს… საერთოდ არ გვჭირდებოდა სიტყვები, რადგან ორივემ კარგად ვიცოდით რომ ეს ზედმეტი იქნებოდა, ჩვენი თვალების მზერა საკმარისი იყო...
ერთ დღესაც კი, ჩვენი თვალები ვეღარ გაუმკლავდნენ ერთმანეთს...
ჩემდა სამწუხაროდ ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. მხოლოდ სულ რაღაც ორი თვე... ვერ აღმოვჩნდით იმდენად ძლიერები რომ ერთმანეთი შეგვენარჩუნებინა! სამწუხაროდ დავთმეთ ერთმანეთი! იმ დიდი ტკივილისთვის გავიმეტეთ ერთმანეთი, რომელსაც ცხოვრება გვიმზადებდა... ვიცოდით ორივემ რომ გავიდოდა დრო და ამ ყველაფერს შევეგუებოდით... შეიძლება დროს იარები არ მოეშუშებინა მაგრამ ნელ-ნელა ტკივილით ცხოვრებას ვისწავლიდით... რაც შეეხება სიყვარულს, მე ვიცი იმ ძლიერი სიყვარულის ერთგული დავრჩები ბოლომდე... სიცოცხლოს ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიქნები ამ სიყვარულის ერთგული.


ერთმა ტკბილმა გოგომ მთხოვა დამეწერა ჩანახატი რავი ვეცადე და იმედია გამომივიდა ❤ მომენატრეთ მე თქვენ მაპატიეთ ასე უნამუსოდ გაუჩინარება



№1  offline მოდერი Maiaabuladze

რაღაცნაირად მოვიდა ჩემამდე ❤
ჩამწვდა და ჩემი გახდა ❤

 


№2  offline ადმინი მწარე

Maiaabuladze
რაღაცნაირად მოვიდა ჩემამდე ❤
ჩამწვდა და ჩემი გახდა ❤

ჩემო ტკბილო ჩემო მაი მიხარია ❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№3  offline მოდერი bla.ell

რამხელა ტექსტი დაგიწერე და წამეშალაააა:// ჩემი საყავრელი მწერალიიი ძალიან მომეწონა...მიუხედავად შენი ნიკისა მაინც მეტკბილები საყავრელო გოგო არვიცი კარგად არ გიცნობ მაგრამ ვფიქრობ კარგი სამყარო გაქვს მომწონს შენი "მე" და მიხარია რომ გიცნობ❤❤❤❤

 


№4  offline ადმინი მწარე

bla.ell
რამხელა ტექსტი დაგიწერე და წამეშალაააა:// ჩემი საყავრელი მწერალიიი ძალიან მომეწონა...მიუხედავად შენი ნიკისა მაინც მეტკბილები საყავრელო გოგო არვიცი კარგად არ გიცნობ მაგრამ ვფიქრობ კარგი სამყარო გაქვს მომწონს შენი "მე" და მიხარია რომ გიცნობ❤❤❤❤

ჩემი გოგო მიხარია თუ მოგეწონა ვეცდები რომ კიდევ დავწერო რამე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№5  offline მოდერი bla.ell

ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე და კიდევ უფრო დაკვირვებით ამდენი დღის შემდეგ...გეთანხმები რომ ბედნიერება ხანმოკლეა,სხვა ადამიანების გამო...რადგან მათაც იგივე სურთ/შურთ...არ მადარდებს შენს სულში რა ხდება რადგან შენს სულს საკმარისად არ ვიცნობ.თუ კი გავიცნობ დანამდვილებით გეტყვი რომ ინტერესი დიდი რამეა,წუხილი იმისა რომ ადამიანი არ გაძლევს უფლებას შეეხო მის სულს...დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი შენს სულიერების სამყაროში იცი?! საინტერესო ადამიანის შეცნობას განა რამე სჯობს?!...ვერ გეტყვი მესმის შენითქო,თუმცა ვკითხულობ და ვაცნობიერებ,რომ შენც გქონია რაღაც სევდა რომელიც საერთოს წარმოშობს ჩვენს/ადამიანებს შორის!...მიხარია რომ გიცნობ ტკბილ-მწარევ...ერთგულება დიდად ძნელი შესასრულებელი მოვალეეობა დარჩა ადამიანებისთვის და როცა შენ ამ სიტყვას ამბობ მაინც იმედი მრჩება მართლაც ასე იქნები...მე გისურვებ რომ სამუდამოდ გაგაჩნდეს ეს ბრწყინვალე და ლამაზი გრძნობა" სიყვარული" წარმატევას გისურვებ ლამაზო❤❤❤ულევ სიხარულს...❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent