შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუკმაყოფილებელი არსებობა


20-05-2018, 17:52
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 945

გრძელ ღამეს ნისლები ფანტავენ, თითქოს ნანატრი დილა დგება; თითქოს ფრენა უნდა შეგეძლოს და სამყაროს მთელი უჯრედ - მოლეკულით შეგრძნება...
თითოეული ცოცხალი თუ არაცოცხალი საგანი გახსენებს, მილიონჯერაც გიმეორებს, რომ ყველაფერი კარგადაა, კარგადააა და მალე უკეთესადაც იქნება, მაგრამ შენ ისევ ჩამოგტირის სახე.. მიღწეულს უხალისოდ თვლი და ახალი მიზნებისკენ იღებ გეზს...
რაც გუშინ საოცარი გეგონა, დღეს სრულიად დაუკარგავს ფასი..
წვიმიან ქვაფენილს მიყვები და ცდილობ, არაფერზე იფიქრო, თუმცა განცდები მაინც ერთად იყრის თავს და სამკუთხედად შეკრული ქარბორბალასავით აწყდება ჯერ გონებას, შემდეგ კი - გულს..
რამდენიმე ნაბიჯში, ქუჩის კიდესთან ძალიან ნაცნობ და თანაც უკვე მივიწყებულ სახეს აწყდები, ჯერ უკან იხევ, შემდეგ კი მომენტალურად მისკენ მიდიხარ.
-ამას ვის ვხედავ ! - გიცისკროვნდება სახე, მასაც იგივე მოსდის და ერთმანეთს ეხვევით. ზოგჯერ როგორ ცვლის ერთი მოქმედება და რამდენიმე წამი განწყობას, ცხოვრება კი სულ გვავიწყებს ერთმანეთს..
ადრე სრულიად ვენდობოდით , ახლა კი წლების შუალედში შემთხვევით თუ გადავაწყდებით სადმე ძველად ნაცნობ სახეებს...
ადრე საერთო ღიმილი გვქონდა, ახლა კი ? მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოვხატავთ ერთმანეთის პოსტებზე რეაქციას (ისიც იშვიათად)..
არ გვინდა, რომ ასე იყოს..
გვეშინიაა, რომ დავკარგავთ ყველა საყვარელ ადამიანს და დავრჩებით სრულიად მარტო, მაგრამ თითქოს ხელები შეკრული გვაქვს, თითქოს ვემსგავსებით მხოლოდ ღმერთის იმედის ამარად დარჩენილ მოცურავეს და ვაგრძელებთ დღეებს, კვირებს, თვეებს, წლებს..და ალბათ მთელ ცხოვრებასაც.
დრო გავა და გამიხსენებ..
მეც გაგიხსენებ, უფრო ღრმად და ემოციით და ალბათ ახლანდელი სევდა მომავლის ღიმილიან ცრემლად იქცევა, რომელსაც გავუზიარებთ შვილებს...

20/05/18


პ. ს ბოლო დროს თითქმის ვერაფერს ვწერ, მუზას ვაბრალებდი, მაგრამ იქნებ სხვა მიზეზიც არსებობს ?
ალბათ უფრო მეტი დრო უნდა გავატარო საკუთარ თავთან მარტო...
რას ფიქრობთ ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent