გარდაცვალება გულისა
იქნებ მიყვარხარ და გელოდები. იქნებ სულ დაგელოდები? ნუთუ ვერ გრძნობ ვერაფერს? ჩემი თვალები არაფერს გეუბნება? ჩემი ანთებული თვალები,რომელითაც მხოლოდ შენ გიყურებ არაფერს ამბობს? ნუთუ არ გაინტერესებს,როგორ ძლიერ მიყვარხარ.იქნებ გავრისკოთ და ვუთხრათ ერთმანეთს.ნეტავ ზუსტად ვიცოდე,რომ გძულვარ.ნეტავ ღმერთო.მაშინ ვეცდებოდი,რომ დამევიწყებინე.მაგრამ ამდენი წელი ხომ ისედაც ჩემს გრძნობებს ვეწინააღმედეგებოდი.ამ წინააღმდეგობამ ბოლო მომიღო და გამანადგურა.იცი,როგორი რაღაც წარმოიდგინე,წარმოიდგინე ლამაზი გული.გული,რომელიც სიცოცხლით აღსავსეა და მის ირგვლივ გარემო უამრავი ყვავილებითაა სავსვე.ეს გული ყველაფერს ანათებს და ვინც შეხედავს სიყვარულით ივსება.ლამაზი წარმოსადგენია არა?ახლა კი ცრემლმორეული გოგონა წარმოიდგინე დანით ხელში,რომელიც გულს უახლოვდება.ხელში დანა აქვს,მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან ძირს დაუვარდა.მთლიანად კანკალებს.ფიქრობს იქნებ ისევ არაა გვიანი და უკვან გავბრუნდეო,მაგრამ სიამაყე მისცემს ბიძგს,რომ დანა აიღოს.აიღებს კიდევაც.გული კი ისევ ლამაზად ანათებს და უბრალოდ უხარია,რომ არსებობს.ის ისეთი ბედნიერია ღმერთო ჩემო.იქნებ გოგონამ დანა დააგდოს?მაგრამ არა.უახლოვდება გულს.თანაც გული უკვდება,რადგან ამის გაკეთება უწევს.ხელს კანკალით სწევს და გულს შიგ გულში ჩაარტყამს.თავიდან გული მოიღუშება და ცრემლები წამოუვა.მეორე დარტყმა.... მესამე... მეოთხე... და ლამაზი ყვავილები სისხლით არის მორწყული.მალე ჭკნობას იწყებენ.ისინი ბედნიერებით იხარებდნენ ახლა კი დაჭკნენ.გული კი ძირს ჰგდია.სისხლსა და ცრემლში ამოსვრილი.თანდათან ცრემლი შრება,თვითონ კი უფრო ცივდება.გული აღარ სუნთქავს,აღარ ანათებს სიყვარულის თვალებით.წამი,წამი და გული აღარ იქნება,ალბათ დაიფერფლება ანდაც სუნთქვას შეწყვეტს.... მაგრამ შეხედეთ... საოცრებააა... გული წამოდგა ,ანუ ისევ შეძლებს შეუყვარდეს?მოიცათ.ეს რა სახე აქვს?შეუძლებელია.გული წამოდგა სუნთქვასაც განაგრძობს,მაგრამ ის მკვდარია.ის ცოცხალ-მკვდარია.მას აღარასდროს შეუყვარდება.ვეღარასდროს შეძლებს შეიყვაროს. ******************************* გოგონას ცრემლები უშრება...გული უკან მოჰყვება,რომელიც გაბოროტებულია.წამით გოგონას სახეზე სევდას ამოიკითხავთ,მაგრამ ის თავს მაღლა ასწევს და ყველაფერს ცივად შეხედავს.ხელში კი სისხლიანი დანა ისევ უჭირავს.ალბათ ფიქრობს,თუ ვინიცობაა და გულმა სიყვარული ისევ შეძლო,არ მივცემ ნებას და ისევ მოვკლავო. ************************ ეჰ ადამიანებო.რა საცოდავები ვართ.როგორ ვკლავთ სიყვარულს.როგორ ვცარიელდებით შინაგანად.იქნებ იმ გოგომ ოდესმე მაინც დააგდოს დანა?იქნებ...იქნებ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.