ერთხელ სოხუმში...
მზის სხივები დილით ადრე მომეთამაშნენ სახეზე. თვალებს ზანტად ვახელ და ოთახში ვიხედები. მარტო ვარ, საათს დავხედე, რვის ნახევარია. ,,სად წავიდა?“ სამზარეულოში პიჟამოს ამარა გავდივარ, ყავას ვიმზადებ და აივანზე ვინაცვლებ. ,,ღმერთო რა მაგარია!“ ჩემთვის ვფიქრობ და ჰორიზონტს გავცქერი. წუხანდელი ნაწვიმარი ქალაქს შეესრუტა, ახლა ოდნავ ქროდა სიო. შორიდან სოხუმის ფუნიკულიორი მოჩანს, სატელევიზიო ანძა, რომელსაც სოხუმის ,,ეიფელს“ ვეძახი და სოფელი ოდიშის ლურჯი მთები. ,,ღმერთო რა სილამაზეა!“ უკვე მეასედ ვამბობ გულში. ერიკის შემოსვლას ვერც ვგრძნობ, უკნიდან მეხუტება და ყელთან მკოცნის. -გატოვა? მეკითხემა ისე, არც კი მაბრუნებს. -რას ამბობ, უკვე მზად ვარ, მთავარია ფეხზე ჩავიცვა, თორემ პიჟამოთც წამოვალ, თან ბარგსაც აქ დავტვებ. ვბრუნდები და მკვახედ ვეუბნები. -ლადნა ჟე, პრასტი, მილაია. -ხანდახან დაუფიქრებლად იძახი სიტყვებს! დიმას თვალების შემხედვარე ცრემლი მომადგა, გეგონებოდათ ჩემთვის რამე დაესავებინა და ვუბრაზდებოდი. დამნაშავის თვალებით მიყურებდა და ლოყაზე ვუჩქმიტე. -არაფერია! მე მაინც მიყვარხარ! -დურა!!! ეცინება და ენას მიყოფს. -მოიცა, ვერ გავიგე? -ნიჩევო, დარაგაია! -მობრუნდი! ოთხმოცდაათი გრადუსით ბრუნდება ჩემკენ და მიღმის, საპასუხოდ აივნის კარს ვუკეტავ და ენას ვუყოფ. გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ,,ნუ , ატკროი“ იმეორებდა თან ფანჯარაზე აბრახუნებდა. ბოლოს აივანის მოაჯირზე დადგა და შიშმა მომიცვა. ვიცოდი თავს არ მოიკლავდა, მაგრამ მეც რომ ვიზედმეტე ფაქტია. კარს ვუღებ და რაც ძალი და ღონე მაქვს გავრბივარ. ვცდილობ არ დამიჭიროს. მაგრამ ამაოდ. ჩვენი საძინებელი გავიარე და დამეწია. ხელები მომხვია, საწოლზე დამანარცხა და მიღიტინებდა, ბავშვივით. -ჩტო ბუდეშ დელატ? სიცილს რომ მოვრჩი სერიოზულდება და კითხვას მისვამს. -არ მინდა აქაურობა დავტოვო. -სმატრი! ხელს მკიდებს და ფანჯარასთან მივყავარ -ეს... ეს... წარმოუდგენელია... -ეტა ჯე სოხუმ, მაია ლუბიმაია. ეტა ჟე გორად ლუბვი. ზდეს დელფინავ მნოგა. გაკვირვებულ თვალებზე მკოცნის და პასუხს ელოდება. -არ მინდა აქაურობის დატოვება! კიდევ ცოტახანი, გთხოვ! -ლადნა. ტაგდა პაზვანიუ! ოთახიდან გადის და ფიქრებთან მარტო მტოვებს. ნათქვამია, ყველაზე დიდი ბედნიერება, ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვირაცას უყვარხარო. დიახ მე ბედნიერი ვარ! სიცოცხლით სავსე! არ ვუსმენ ხალხს. მერე რა, რომ ჩემი რჩეული აფხაზია?! მერე რა, რომ მშობლები ცოტათი გამიბრაზდნენ?! ცოტათი ,იმიტომ რომ 2 თვე არ მელაპარაკებოდნენ. მაგრამ როცა ნახეს, რა ბედნიერი ვიყავი, დათმეს, მიიღეს სიძედ. ოთახში მომღიმარი ერიკი შემოდის. -ვსო! უ ნას ეშიო მესიაც. -კი მაგრა, რა ქენი? -ნიჩევო ტაკოვა, რადი ტებია ვსიო დელაიუ! ბედნიერი ვარ, მის გულ-მკერდს ავეკარი და ვუჩურჩულე, მიყვარხარ-მეთქი. პასუხმა არც დააყოვნა,, ია ტებია ტოჟე ლუბიმაია“ ცოტა ხანი ასე ვიდექით, შემდეგ შემომაბრუნა, ფანჯარასთან მიმიყვანა და მეკითხება. -ტი ხოჩეშ ზდეს ჟიტ? -ძალიან! -პასმატრი ტამ! ხელით ,,ამრას“ წინ მდებარე სახლზე მანიშნებს. ორსართულიანია და ეზო აქვს. ვოობრაზი, ნესკოლკა ლეტ სპუსტია, ტამ ბუდემ ჟიტ, ტი, ია, ი ნაში რებიონკი! -ანუ? -ია კუპილა ეტუ დომ! ი ს ეტავა მომენტა ნე ბუდემ ჟიტ ვ გასტინიცე! -შენ ყველაზე განსხვავებული ხარ! მიყვარხარ! -ია ტოჟე! ერიკი შუბლზე მკოცნის და გადის. მე კი, ისევპიჟამოს ამარა ვზივარ საწოლზე და სიხარულისგან ხმა ვერ ამომაქვს. ჩემს საოცრებას კი ჩანთები გამოაქვს და ტანსაცმლის ლაგებას იწყებს. ნელ-ნელა საღამოვდება. ახალ სახლში გადავდივართ და ღამის ათ საათზე ნაპირას გამომყავს. -გავისეირნოთ! ჩემს სურვილს უხმოდ თანხმდება დაჩახუტებული სანაპიროს მივუყვებით. მთელი სულით და გულით ვუხსნი, როგორი მომავალი მინდა, ხანდახან მეღიმება და ჩემს უდარდელ სახეს შემოსცინებს. ხან დამატრიალებს, ხან სკამზე ამასკუპებს და იქიდან ბზრიალით ჩამოვყავარ. მთელ ხმაზე ვყვირი რომ მიყვარს და დაბლა მწევს. ხელს ჩამკიდებს, ახლა კი ასე მივდივართ, სანაპიროზე. უკნიდან მესმის ხმები. ,,სმატრი,ეტა გრუზინკა!“ ,,ეტა ჟე გრუზინკა!“ ,,ჩტო ეიო ნუჟნა, ზდეს“ მაკანკალებს და ერიკი ცახცახის მიზეზს ხვდება. უბრუნდება ენაგადმოგდებულ ქალებს დახმამაღლა ახლის. -და, ანა გრუზინკა... ანა მაია ჟენა... ია ეიო ლუბლუ! ანა ზდეს ჟილა რანშე... ი ვი ვსე ჟივიოტე ვ დამახ, გდე რანშე გრუზინი ჟილი! მკოცნის და მამშვიდებს. -სახლში მინდა! -პაჩემუ? -შენთან მინდა! გაეცინა და ხელში ამიტაცა. სახლამდე სულ ხელში ატატებული მიმიყვანა. კიდევ ერთი თვე, ნეტარებაში გავლიე... სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.