შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოკეანეში ჩაღვრილი ფიქრები


8-06-2018, 16:55
ავტორი blue chamomile
ნანახია 1 411

შიშველი ფეხი იატაკს შეეხო... ჟრუანტელმა მთელი სხეული მოიცვა, ონკანის სახელური გადავატრიალე და პირველი წვეთის შეხებისთანავე კანი ამიკანკალდა. თითოეული წვეთი სხეულზე მეხატებოდა და ფიქრებთან ერთად იდეალურ ჰარმონიას ქმნიდა. ერთს ორი მოჰყვა, ორს სამი და წყლის ნაკადმა გაიკვალა სხეულზე გზა. გრძნობები წვეთებში ითქვიფებოდა და მათშივე ინთქმებოდა. ფიქრების ტალღა გონების ნაპირს შეასკდა, აფეთქდა და თითოეული ნაწილი დაასველა. ოკეანის ტალღამ ღრმად შემითრია, რეალობას მომწყვიტა და გაველურებული სურვილით ცდილობდა ჩემს დახრჩობას.არც მე ვცდილობდი შეწინააღმდეგებას და მდუმარედ მივყვებოდი ფსკერისკენ, სადაც მომავალი კაარგს არაფერს მიქადდა.ისე გამიტაცა ფიქრებმა, რომ წყლის წვეთებს კი არა, ოკეანეს ვგრძნობდი. თითქოს მის გულში ვიჯექი და იქედან ვუმზერდი თუ როგორ იფლობოდა ნეხვში სამყარო. ძლიერმა ტალღამ დამარტყა და ნაპირზე ამომახოხა. ტკივილმა რეალობაში დამაბრუნდა და ეს შეგრძნება იმდენად რეალური მეჩვენა, ერთი წამით ჩემი ხელის გულებიდან მჩქეფარე სისხლს ვხედავდი, რომელიც უმალვე გაქრა და ფანტაზიების ნაწილს შეერწყა.რეალობაში დაბრუნებულს აბაზანის 4მა კედელმა და წლის მცირე chავლმა თავი გალიაში გამოკეტილი ჩიტივით მაგრძნობინა, რომელიც კედლებს ეხეთქება და სასოწარკვეთილი ცდილობს გარეთ გამოღწევას. ონკანის ქვეშ გაუნძრევლად ვიდექი. სველი თმა კანზე მეკვროდა და ხელები მომკუchვოდა. სუნთქვა გამიძნელდა და მივხვდი, გრძნობები მახრჩობდა. ცრემლები გამოჩენისთანავე წყლის წვეთებმა ჩაანაცვლა. სარკმელის მინა ორთქლს მოეცვა და წყლის წვეთები მასზე იღვენთებოდა.თითითქოს, მეც ვტიროდი და ისიც. მაგრამ იცით, რა იყო ჩვენს ცრეემკებს შორის სხვაობა? მისი ცრემლები ცარიელი წყლის წვეთები იყო, ორთქლისგან წარმოქმნილი, ხოლო ჩემი თითოეული ცრემლი გრძნობებისაგან გაჟღენთილი და გულიდან წარმოქმნილი იყო. თვალებით არა, გულით ვტიროდი. ეს არ იყო მხოლოდ ტკივილის ცრემლები.  ეს იყო ზედმეტი გრძნობებისაგან განთავისუფლება, რასაც გული ვეღარ იტევდა და გარემოში ანთხევდა.
წყალი დავკეტე...
წამიერად ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გამაყრუებელი მუსიკა,რომელზეც  ვცეკვავდი, მოულოდნელად  გამითიშეს.  ფიქრები დადუმდნენ. გრძნობები დაიცალნენ. მე,კი აუტანელი შვება ვიგრძენი,რომელიც ბუმბულზე მსუბუქად წარმომდგენინებდა საკუთარ თავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent