შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი მეგობრობა


8-06-2018, 18:06
ავტორი Yagami
ნანახია 4 023

21-ე საუკუნეში მეგობრობა არ არსებობს ამისთვის ზედმეტად ყალბები ვართ. არ არსებობს ისტორიები, რომლებსაც მეგობრებს ვუყვებით დიდი სიხარულით თითქოს ამით მათთვის იმის დარწმუნებას ვცდილობთ, რომ მათზე მეტი გვაქ ნანახი ან გაგონილი თითქოს გვინდა კიდეც, რომ ეს ისტორიები ნამდვილი იყოს. არ არსებობს ის ყურადღება და სითბო, რომელსაც ერთმანეთთან წერისას ვამჟღავნებთ, ამით უბრალოდ გარანტიას ვაძლევთ თავს რომ თუ რამე მოხდა ჩვენ ისინი გვიყვარდა და მათ ვერ დაგვაფასეს. ამ საუკუნეში მეგობრებს იმიტომ იჩენენ რომ თავი წუხილზე მოუყვენ, მაგრამ მათი დარდი არავის აინტერესებს ეკრანის იქიდან ისინი ამაზე იცინიან ან უბრალოდ "იკიდებენ" არც იმით არაინ დაზღვეულები, რომ მათი დარდი რომელიმე ცნობილ საიტზე თუ გვერძე არ იქნება მეორე დღეს. მაგრამ მაინც ყველაზე მეტად სოციალურ ქსელში სიყვარულია ყველაზე აქტიური თემა, როდესაც ერთმანეთზე არაფერი იციან სახელის გარდა, მაგრამ მაინც ერთმანეთის სიყვარულები, სიცოცხლეები, ლამაზები და ცხოვრების აზრი არიან. ეს არის საუკუნე სადაც არავინ ინტერესდება თუ როგორ ხარ ან თუ ინტერესებიან შენ ლაპარაკს არც კი ისმენენ და უბრალოდ თავს გაჩვენებენ. აქ ყველა ყალბია, რადგან რეალურობა უკვე მოდიდანაა გადასული, რადგან აქ რეალურები ვერსად ეწერებიან, რადგან აქ გრძნობები აღარ არსებობს, აქ დაქალები ერთმანეთს ჭორავენ, ძმაკაცები კი ცდილობენ რომ ყველაფერი სხვას გააკეთებინონ მათი ფული დახარჯონ ან მათი სიცოცხლით ითამაშონ ეგრედწოდებულ "რაზბორკებზე". ეს საუკუნე განუკითხაობითაა სავსე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ყველაში დავს ეს ყველაფერი ან უბრალოდ არ მინდა, რომ მჯეროდეს იმის რომ ჩემ გარშელო ხდება ეს ყველაფერი ალბათ მინდა, რომ ვინმეს ვენდო და იმის მჯეროდეს , რომ სიტყვა საიდუმლოს ფასი არ დაუკარგავს. ვიცი ესე მარტო მე არ ვფიქრობ და ისიც ვიცი ამის გამო რამდენი ადამიანი გრძნობს თავს მარტოსულად, ვიცი რამდენმა იცის იმის შესახებ რომ მისი "მეგობარი" მას ჭორავს მაგრამ არაფერს ამბობს რათა მარტო არ იყოს, ვიცი რამდენი ოცნებობ ცხოვრებაში უბრალოდ კარგ გამგენ მეგობარზე, რომელიც მოუსმენს, რჩევას მიცემს, მხარში დაუდგება და გულს არ ატკენს, რომელსაც შეეძლება რეალურობა და შეეძლება ის რომ მისი მეგობრის არ შერცხვეს.
მაგრამ ეს პრობლემა მარტო საქართველოში არა არამედ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, რაც ძირს უთხრის მომავალ წინ სვლას და თუ ჩვენ ამ ყველაფერს შვილებს ავუხსნით შევძლებთ, რომ მათი მომავალი გადავარჩინოთ ან მათი სიცოცხლე რომელიც არასწორი მეგობრის თუ ამხანაგის გამო სიკვდილით ან თვითმკვლელობით დასრულდეს!
საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება...



№1  offline წევრი მოლურჯო

ცდები
ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი არ გყოლია და მაგიტომ წერ მასე
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი ტატო

რომ გითხრათ არცერთი მეგობარი არ მყავს თქო დაიჯერებთ? თავის დროზე მეც მყავდა, მაგრამ ყველა მათგანმა გული მატკინა. არიან ისეთი მეგობრები, რომლებიც ერთმანეთის შეცდომებს იტანენ, ზურგს უკან ლაპარაკობენ ერთმანეთზე. მე ვფიქრობ რომ თუ ადამიანების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს სიყვარულია თუ მეგობრობა, ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვეღარ იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო. ამიტომ ჯობს დაასრულო. მე არ ვამბობ რომ არ არსებობს ნამდვილი მეგობრობა, ალბათ არსებობს, მაგრამ ამაში მხოლოდ ცოტას უმართლებს. ამ ცხოვრებაში მარტო ერთს მივხვდი, რომ ვერავინ დაგიდგება გვერდში ისე, როგორც ოჯახის წევრი, ხოდა მეც მარტო ოჯახი დამრჩა

 


№3  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოლურჯო
ცდები
ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი არ გყოლია და მაგიტომ წერ მასე

არ მყოლია მაგრამ მე იმ ზედაპირულ მეგობრებზე მაქ აქცენტი გადატანილი

ტატო
რომ გითხრათ არცერთი მეგობარი არ მყავს თქო დაიჯერებთ? თავის დროზე მეც მყავდა, მაგრამ ყველა მათგანმა გული მატკინა. არიან ისეთი მეგობრები, რომლებიც ერთმანეთის შეცდომებს იტანენ, ზურგს უკან ლაპარაკობენ ერთმანეთზე. მე ვფიქრობ რომ თუ ადამიანების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს ეს სიყვარულია თუ მეგობრობა, ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვეღარ იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო. ამიტომ ჯობს დაასრულო. მე არ ვამბობ რომ არ არსებობს ნამდვილი მეგობრობა, ალბათ არსებობს, მაგრამ ამაში მხოლოდ ცოტას უმართლებს. ამ ცხოვრებაში მარტო ერთს მივხვდი, რომ ვერავინ დაგიდგება გვერდში ისე, როგორც ოჯახის წევრი, ხოდა მეც მარტო ოჯახი დამრჩა


მეც ესე ვფიქრობ heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

მეც მყავდა მეგობარი ისეთი რომ მოსვლის დღიდან მასთან ვიყავი ისე ბრმად ვენდობოდი ისე მატკინა გული. მის გვერდით ვიყავი სულ დავპირდი რომ არასდროს ვაწყენინებდი მაგრამ თვითონ მატკინა გული ისე რომ ყველაფერი დამთავრდა მის გამო ჩემ დას დავუპირისპირდი. ყველაფერს ვუყვებოდი მეგონა ჩემი ესმოდა მაგრამ შევცდი ვერავინ გამიგებს ერთი სიტყვით აღარ არსებობს

დავპირდი შენს გვერდით ვიქნები თქო ასეც იყო მის გამო ბიჭს გავარტყი მადლობაც არ უთქვამს მე დამნაშავე ვიყავი თუ მართალი ბოდიშს მე ვიხდიდი ჩუმად ვიყავი არაფერი მითქვია . რამეს ეტყოდი გული მოუვიდოდა. არასდროს მყოლია ნამდვილი მეგობარი და მეგონა ის იყო შევცდი გულის კარები გაუღე და მან არ დამიფასა ერთხელაც არ ვყვრებივარ ვფიქრობდი რომ მეგობარს ყველაფერი უნდა გაუმხილოო მერა ცდებით არავის ენდოთ კარგად დაფიქრდით

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიზი

რაც დაწერე ყველაფერი სრული სიმართლეა ❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent