შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი რომელიც შენამდე ვერ მოაღწევს!!!


9-06-2018, 00:10
ავტორი ლონდა როყვა
ნანახია 1 671

წერილი, რომელსაც ისევ არ გიგზავნი

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.. თითქმის საუბრის გარეშე მოახერხე ჩემი გამოუთქმელი სურვილების გამოცნობა.. მას შემდეგ ბევრს ვფიქრობ, ცოტა მძინავს, ბევრს ვდარდობ და ცოტას ვჭამ, ამიტომ ჩემი გონება გამოფიტულია, გადაღლილია და იქ მხოლოდ შენ ხარ... ჩემს ტვინში რომ შემოიჭერი ეს არ იკმარე, მთელი სხეული გინდა წამართვა.. უფრო სწორად წამართვი უკვე.. ვერ ვიმორჩილებ თითებს, რომ არ მოგწერო, გულს, რომელიც შენი შეხებით აჩქროლებულ სისხლს მთელ სხეულში დააქროლებს და ყველა უჯრედს აფხიზლებს, ვნების და სიცოცხლის ნაპერწკლებს მიმოაბნევს. არ მავიწყდება არცერთი წამი, არცერთი სიტყვა და არცერთი მზერა, ჟინიანი, სურვილით სავსე, შეხებამდე რომ თავს მაკარგვინებდა და ახლაც, გახსენებისას ჟრუანტელს რომ მგვრის.. ასეა, უმნიშვნელო დეტალები დამავიწყდა, დაუვიწყარი კი აქ არის, ჩემში.. შენს შემდეგ კი ყველაფერი მავიწყდება, შენზე ფიქრის გარდა..ჩემი გადაღლილი ტვინი უარს ამბობს ყველაზე და ყველაფერზე, მიუხედავად მცდელობისა, ყურადღება ვერაფერზე/ვერავისზე გადამაქვს.. მეხსიერების ყველა ფაილი შენამდე, წაშლილია, ხოლო შენს შემდეგ საერთოდ აღარ იმახსოვრებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent