შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან ერთად სამყაროც შეცვალე


18-06-2018, 02:25
ავტორი blue chamomile
ნანახია 1 330

თქვენ გამუდმებით ფიქრობთ, ფიქრობთ ყველაფერზე რაც გიხარიათ, გაწუხებთ, გტკივათ ან გაბედნიერებთ. გახსენდებათ მხოლოდ ისინი ვინც გჭირდებათ, გეხმარებათ. მაგრამ ოდესმე გიფიქრით ვის სჭირდებით ან შეიძლება დასჭირდეთ? ოდესმე გიფიქრიათ ვინ დაკარგეთ ან ვის აწყენინეთ? ოდესმე გიფიქრიათ იმაზე თუ რამდენი ადამიანის ცრემლების მიზეზი გამხდარხართ?ოდესმე თუ ჩაგიხედავთ გულში და სიმართლისთვის თვალი თვალში გაგიყრიათ? ოდესმე...ოდესმე...ოდესმე... ალბათ მოგბეზრდათ ამდენი კითხვები, და პასუხები გაინტერესებთ მაგრამ ისინი თქვენ თავში უნდა ეძიოთ, მანამდე კი ეს ,,ოდესმე" იტრიალებს ორბიტაზე,რომლის ცენტრშიც დასმული იქნება მთავარი კითხვა  ,,როდემდე?"ალბათ იქამდე სანამ კაცობრიობა ისულდგმულებს და იმის იქითაც.
საკუთარ ცოდვებზე მუდამ მდუმარე ხალხი, სხვის შეცდომაზე მუდმივად ყვირიან რათა მათი ცოდვების ტომარას უფრო მჭიდროდ მოუკრან თავი, რომ ბრბოში არ გაჟონოს.
ნივთებმა და ადამიანებმა გაცვალეს ადგილები. დღეს ნივთები უყვართ ხოლო ადამიანებს იყენებენ, შემდეგ მობეზრდებათ, მიაგდებენ და ახლის, უფრო საინტერესოს ძიებას იწყებენ.
გაუაზრებლად წამოსროლილ ბასრ სიტყვებს ეკლებივით ასობენ ერთმანეთს გულში და სამუდამო ნაიარევს უტოვებენ, თავად კი აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ რაც არ უნდა სიბოროტით იყოს ადამიანის გული სავსე, მას ყოველთვის მიემატება +1, რომელიც უფრო დაამძიმებს  სულს და მოულოდნელად შეახსენებს თავს, როცა სული ამყაყებას დაიწყებს და ტლაპოში ჩაიძირება, მაგრამ მერე გვიანი იქნება. მის ჭაობიდან ამოსათრევად აღარავინ მივა, ისე,როგორც თავად აქცია ერთ დროს ზურგი ხელგამოწვდილ ადამიანს.
როდესაც საკუთარ თავს თვალებში ჩახედავ და დაინახავ სუფთა სინდისით მომზერალ ადამიანს, რომელსაც წარსულის არ შერცხვება,  შენი სული ლოდების მოხსნას დაიწყებს და მხრებში ჩაფრენილი პეპლები აგაფარფატებენ თავისუფლების მწვერვალზე, საიდანაც ყველაფერს გაშიშვლებულს დაინახავ. სიბოროტის და სიკეთის ფერებს გაარჩევ, სიყვარულსა და სიძულვილსაც ექნებათ ფერები რათა მათი გარჩევა გაგიადვილდეს და ნანახი გაგაოცებს. შენს წინ სიძულვილისფერში ჩაძირული სამყარო გადაიშლება, რომლის ამოთრევასაც სიყვარულისფერი ლამობს. დანარჩენს მე აღარ გეტყვი, თავად უნდა აირჩიო თავისუფლების მწვერვალზე მდგომი სიძულვილისფერს დაეხმარები სამყაროს გაგუდვაში თუ სიყვარულისფერს შეაშველებ ხელს მის გადარჩენაში. არასოდეს დასვა კითხვა: მე რისი შეცვლა შემიძლია? და გახსოვდეს: სამყარო შენს ხელშია! სამყარო თითოეული ჩვენგანის ხელშია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent