შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაღაც სხვა


23-06-2018, 21:55
ავტორი Tussia
ნანახია 1 127

რა შეიძლება ვთქვა დღეზე რომელიც ყველა დღეს ძალიან გავს ?

უბრალოდ დგები, იცვავ, შემდეგ სკოლაში მიდიხარ, სკოლიდან სახლში და მთელი დღე ელოდები ვიღაცას და არც იცი ვის. არც იცი ვინაა და რატომ ელოდები, რა მიზეზით. ვეღარც სწავლას უდებ თავს, იმდენად გიტაცებს ამ “ვიღაცაზე“ ფიქრი რომ რას კითხულობ და რატომ იმასაც კი ვერ ხვდები. ჩემ შემთხვევაში კიდე რთულადაა ყველაფერი ვიდრე ჩანს. შეიძლება მომწონს კიდევაც ეს არეულობა თავში მაგრამ მაინც დალაგებულად ყოფნა მირჩევია. მიუხედავად ამ სურვილისა მაინც ვერ ვლაგდები რამდენიც არ უნდა ვეცადო ვერა და ვერ ვხვდები რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. კი დავივიწყე ის მაგრამ მაინც მღრღნის რაღაც კითხვები მინდა რომ ვიცოდე ყველაფერზე პასუხი, მაგრამ ვიცი რომ ამ კითვაზე პასუხს ისევ მე ვიპოვი, მაგრამ არ ვიცი როდის. მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის ცხოვრება ჩემთვის, 15 წლის გოგოსთვის რომელმაც მხოლოდ ის იცის რომ ჟურნალისტი უნდა რომ გამოვიდეს მაგრამ ამისათვის წიგნის გადაშლაც არ უნდა. აი ზუსტად ეს მაინტერესებს, არადა მინდა ვისწავლო მაგრამ წიგნს ვშლი, ვკითხულობ, ვკითხულობ და მაინც ვერაფერს ვხვდები რატომ ან რისთვის. რა არის ჩემთვის მთავარი ამ ცხოვრებაში ? ან სულაც როდის დავწყნარდები და გავხდები სერიოზული და ჭკვიანი ? მოდით ვისაუბროთ ამ ყველაფერზე დღეს 5 დეკემბერს. ძილი მერევა ნელნელა უკვე 6 დეკემბერი თენდება... განვაგრძოთ. ახლა ვუფიქრდები თან და ვხვდები რომ ყველა კითხვაზე რომ მქონდეს პასუხი მოსაწყები იქნება ცხოვრება, უნდა იყოს რაღაც რის გამოც იბრძოლო და როცა მიზანს მიაღწევ სხვა რამ ეძებო, მაგრამ თუ მიზანს ვერ მიაღწევ გულის გატეხვას და გლოვას აზრი არ აქვს. ამ ცხოვრებაში მთავარი მოქმედებაა. ეს ცხოვრება ხოომ იძულებისაა. იძულებული ვარ ავდგე, იძულები ვარ ჩავიცვა, ვისწავლო.. იძულებული ვარ რომ ვიცოცხლო. დღეს ვერ იგებ ვინ ერთგულია და ვინ მტერი მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც ირკვევა. სიმართლე მწარეა და რეალობაა. რეალობის გარეშე ცხოვრებამ იცის რომ გვენგრევა ის ოცნებები ვარდისფერი სათვალეებით რომ ავაგეთ მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ოცნებას იმიტომ რომ სხვა გზა ხანდახან არ გვაქვს. გამოსავალი ყველა ვითარებაშია, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის კარგი მხრიდან ვერ იქნება. არ მიყვარს ტყუილი მაგრამ ხანდახან ვიტყუები, იმიტომ რომ იძულებული ვარ. არ ვარ ანგელოზი და ზოგადად ვინაა დღეს ანგელოზი? ყველა ცოდვილი ვართ, მაგრამ თუ ვერ დაეცი ადგომასაც ვერ ისწავლი, თუმცა ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. დაფიქრება გვმართებს. მეორე დღეზე ფიქრი უნდა ვისწავლოთ, თუ რა მოყვება ჩვენ თითოეულ ნაბიჯს. ხანდახან კარგ ნაბიჯს ცუდი დასასრული მოჰყვება, აი ცუდს კი კარგი, მაგრამ ხანდახან კარგს კარგი მოსდევს ცუდს ცუდი. გამართლებაცაა და თან ხომ ყველას არ უმართლებს. ხანდახან ვფიქრობ მე რო ასე არ ვიყო და აქ არ ვიყო სად ვიქნებოდი. ძან რთული კითხვაა რომლის პასუხიც არავინ იცის. რომ არ ვყოფილიყავი მე მაშინ ვინ ვიქნებოდი ?! კიდევ იმას მივხვდი რომ სისულელეა ერთიდაიგივე რაღაც აკეთო და სხვადასხვა შედეგს ელოდე. იმასაც მივხვდი რომ არავის გამო არ ღირს შეცვლა, ყოველთვის ის უნდა იყო ვინც ხარ. ბუნებრივი ადამიანი უფრო ლამაზად ჩანს, ბუნებრივი ქცევებით ვიდრე ხელოვნური ‘ტყლარწვა’. მოდი დავასრულებ ამ ჩანახატს იმ დასკვნით რომ ადამიანი რომელიც აზროვნებს უფრო მეტს აღწევს, რთული პერიოდის მიუხედავად ის ყველაფერს თავს ართმევს, როგორც მე, ყოველშემთხვევაში ვცდილობ. ეცადეთ თქვენც!.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent