შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ყინულის მონოლოგი


24-06-2018, 21:18
ავტორი ერკე
ნანახია 1 453

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ექვს თვეზე მეტია ნორმალური რამე რომ არ დამიწერია, ამდენი ხნის შემდეგ მაინც აღვსდექი და დავწერე! მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ.


ვდნები.
უსასრულო კალაპოტებად ვიღვენთები ყოველ სეზონის ცვლაზედ და უღიმღამო წვეთებად ვიკვლევ გზას ვიღაცის ალეწილ სახეზე, ან საწყალი, გარეთ მძინარე ცხოველის ქურქზე, ის საბრალო, შესაძლოა თავშესაფარს ეძებს, დადის კარდაკარ, ფეხდაფეხ მიყვება ადამიანის ნაფეხურებს და საწყალობლად წკმუტუნებს, მაგრამ ველური ადამიანისგან მხოლოდ უემოციო, სრულიად უადგილო კომენტარს, ან წიხლს იღებს. ვტირი. ჩემი ტირილი ყველას უნახავს და ვგრძნობ, კვლავ ბევრჯერ დაინახავენ, რადგან სამყაროს კანონებია უცვლელი, ვტირი რადგან სამყარო ახლა ჩემს სიკვდილს ეგებება, მე მივდივარ და ხარობს ყველა, თავიანთი საძულველის მოშორებისთვის. მეცლება ძალა და ენერგია, მიყურებს მოხუცი კაციც ქუჩის კუთხეში, მაგრამ არ მშველის, მიყურებს, ხელში ჯოხი დაუჭერია და ისე იქნევს, თითქოს ვიღაცაზე ბრაზობს, ჩემზე? რა დავაშავე? ვის შევჩივლე, ან ვინ ვიმსხვერპლე, მე ვარ დამნაშავე, როცა გაგიჟებული მძღოლი ისე მიაქროლებს მანქანას საკუთარ თავზეც არ ფიქრობს, მე ვარ დამნაშავე მაშინაც, როდესაც გადაღლილ და სახლიდან გამოგდებულ ადამიანს ქუჩაში ჩემს საბანზე დაეძინება? ამ უსასოო ბრალდებებით გადავიღალე, აღარ ძალმიძს შევაკავო კაცის ნება და არ ძალმიძს მათი დახმარება, მე შემოქმედმა ჩემი მისია მიანდერძა, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, როგორც უმწეო ჭიანჭველას, რომელიც მრავალჯერ გაუსრესიათ უნებლიეთ. ტირილით ვკვდები, ვერ ვსუნთქავ, ისე მეხუთება სული, თითქოს უკვე კუბოში ვიწვე და მუშტებს ვიქნევდე, დახსნას ვითხოვდე შველა კი არსაიდან მეგულებოდეს. გული მეღონვის, როცა ვხედავ აჭრელებულ და გადახუნებულ ქალაქს, ბავშვებს, კაცებს, ქალებს, მე მათ ცხოვრებაში სისპეტაკე და ბრწყინვალება შემაქვს, ისინი კი ასე მაფასებენ, იცვამენ ქურთუკებს, თითქოს ვავნებ, მერიდებიან და სადაც დამინახავენ იქვე მტეხენ. უგულოდ და სასტიკი გამომეტყველებით, თითქოსდა შევაშინე ისე მირტყამენ წიხლს, არც კი ფიქრობენ რა შეიძლება მოყვეს ამას, მეც განვიცდი.
ვიცლები. ვიცლები და სხეულიც მიმცირდება. გული მეკუმშება, მინდა რაიმე მნიშვნელოვანის ნაწილი ვიყო, მაგრამ ამის საშუალებას ჩემთვის განკუთვნილი დრო არ მაძლევს. დნება ჩემი ენერგია, ნელ-ნელა ისე იპარება არც კი მეკითხება და უაზრო ყოფისგან გადაადგილებაც მიჭირს, თავი მისკდება და ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, ვიწურები მთლიანად და ჩემი დროც უეცრად გარბის. ვნანობ უმოქმედობას, ვერაფრით შევძელი და გადავლახე ბარიერი, რათა ულამაზეს არსებასთან მისვლა შემძლებოდა, მივსულიყავ და ჩამეკოცნა მისი ბაგეები, ვერაფრით შევძელი. შემქმნელო... ესე რატომ მოაწყვე ყველაფერი, რატომ შეიძლება ადამიანს ვძულდე, კაცი მომიკლავს? მიცემია? მართალია ისინი დაღუპულან ჩემი მიზეზით, მაგრამ მე ვარ დამნაშავე იმაშიც, რომ უყურადღებოდ იქცევა ადამიანი?
შემიყვარდა, მაგრამ დიდხანს არ მიწერია იმით ტკბობა, რაც ახლა გულში მაქვს. ამ უსასოო სიცოცხლეს კი ისევ გაქრობა და არ დაბადება ჯობდა, მაგრამ რას ვიზამ, მე მაინც ვიშვი, მაინც მოვედი ყინულად და ისევე გამაგდებს მზე, როგორც მოვედი, თითქოს აქაურობის ბატონ-პატრონი ყოფილიყოს. არადა ვინაა? ათბობს აქაურობას, მაგრამ არც არაფრის მაქნისია დიდად, ჩამოვიდეს და თითოუელი ადამიანის ტკივილი იგრძნოს, შეიგრძნოს მათი დამშეული მზერა, მწველი ფიქრები და უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანის ქცევა დაინახოს. ის არარაობაა, მან არაფერი იცის კაცობრიობაზე, მე კი ვუყურებ, ყველაფერს ახლოდან ვუყურებ და ვხვდები, რომ ადამიანობა ყველაზე მძიმე ტვირთია, რაც კი უბოძებია ჩვენთვის შემქმნელს. ახლაც ვხედავ ქუჩაში გამოსულს, სიგარეტით რომ იბოლებს თავს და ნერვებაშლილი რაღაცაზე ფიქრობს. მესმის, როგორ ჩაილაპარაკა ცხოვრებაზე და შემდეგ შეიგინა. ლანძღვა-გინებაა რაც კარგად გამოსდით და არც ფიქრობენ, ამით რამხელა ზიანის მოტანაა შესაძლებელი. მე კი წამები მრჩება, თითქოს მზე ჩემ ჯინაზე გახდა ასეთი მცხუნვარე და აღარც მიტოვებს სიცოცხლის კვალს. მტკივა დაუდევრად გატარებული დრო, მტკივა ყოველი წამი, რომელიც არაპროდუქტიულად ვხარჯე, მე ხომ ვფიქრობდი რა დამცლის, რა დამანიავებს, სამუდამოდ აქ ვაპირებ ყოფნას - თქო.
საბრალოა შეყვარებული კაცის გულიც, რომელიც საპასუხოდ იგივეს არ მოელის. ქუჩის კუთხეში მდგარი ბიჭის საუბარი მესმის ტელეფონზე, რომელიც გამწარებით სთხოვს მეორე ნახევარს პატიებას. მეტად, რომ აღარ განმეორდება და ისწავლის სწორად მოქცევას, ისე მხურვალე ტონით ეუბნება მიყვარხარს, რომ უარესად ამეტირა და მეც ვიცლები, ვდნები, ამ სამყაროს ვტოვებ, როგორც კაცი, რაღაცის მომლოდინე მოლოდინის გაუმართლებლობაში დარწმუნებული, როგორც ყინული, უსასრულო კალაპოტებად ჩაძირული. შევუერთდები ზღვას და მეც წავყვები იმ მდინარებას რაც...
ის გაქრა, გაზაფხულმა დაისადგურა.
ე.მ.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ჩემის აზრით ადამიანობა ყველაზე დიდი საჩუქარია რაც უბოძებია ჩემთვის შემოქმედს თუნდაც იმტო რო, მიყვარდეს და სიკეთეს ვუკეთებდე სხვას. სხვისი ეგოისტური სურვილები თუ ინტრიგები ნაკლებათ საინტერესოა. რატო უნდა ვიფიქრო არასწორეთ!?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent