შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიცანით!


29-04-2017, 01:24
ავტორი ერკე
ნანახია 1 542

ერკე მიდასს ყველაფერი აქვს უკვე რაც სჭირდება,
ნიჭი სიყვარულის და მადლობის გამოხატვისა
ამბობს რაც ითქვა, გულში ის შანსიც დიდად მცირდება,
შენს სამყაროში ისევ შენივე თავი რომ შეგყავს.

იქ, სადღაც სიღრმეს, ისევ დაიცავს გამოგლეჯილი
გარედან უცქერს ისევ ყველა დროს, და მათ კვლავ მართავს,
რა დიდი არის ამ სამყაროში დღეს მისი წვლილი
მაშინაც კი, როცა ხელში ჭიქით სხვას უსმენს ბართან.

თუ გაეცანით გადმოგილაგებთ ერკე მის აზრებს,
რატომ „მიდასი?“ ეს ხომ ისე ჟღერს თითქოს ოქროა
სიყვარულიც ჰგავს ოქროს სამოთხეს და სიძვირფასე
ძვლებში შეატანს, აქ ხომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კიდევ ქარტეხილს აღნიშნავს მოდის, უსიტყვოდ - „მიდას!“
სიყვარულს ვზიდავ, ყოველთვის სწორად, ვუმიზნებ მიზანს,
თუ დრო აღარ გვაქვს, ერთად ყოფნისთვის, შენი ბრალია,
ციხესიმაგრედ იქცა სამყარო, ჩემი გალია.

ყველა კოზირი ხელში მიჭირავს, თავსაც დავიხსნი
და უსაფუძვლო შეცდომების პატიება გსურს?
აღარ მეკუთვნის მე მისი გული, აღარც დავიცდი
გრძნობების დაცლით ბუნებას ვშობდი ფეხზე გამართულს.

ადამიანებს შეცვლის არა სწამთ, ერკე ცვლილებებს
სულ აღიარებს და დროის მიღმა ავლენს სიცოცხლეს
უჩინარი ბრძოლა გრძნობებთან, გაზიარებებს ვნებს
დამარცხებას ვერ შევეგუები, აქეთ მიწოდე მზე.

ამ სამიზნეთა რაოდენობას არ ყოფნის ტყვია,
ნუ ეფარები კედლებს, შორს მაინც ვერ გაისვრიან,
დუმილს რა მოაქვს, ვერ მოვესწრებით ამ ამინდს მზიანს
ეს უსასრულო სამყაროების გენოციდია.

ერკე გაქცევას გეგმავს კლდეებით, ხსნა სურდა სულის
ყველა უყვარდა, თუმცა მათგან არ გრძნობდა იგივეს
ჭეშმარიტება - ვინც გულწრფელია, ისიც კი ტყუის!
გაზაფხულია ქალი, ფოთოლთა მსგავსად იცვლის ფერს.

შეგრძნებით გეწვის გულის არე და დამარხე თავი
ხო ამიხსენი! ეს დრო როგორ, რით ვერ შემიცანი
სულ გადამრიეს, ასე ჰგონიათ, ჩამყლაპავს მიწა
რადგან არ იცნობთ, გულთა ჯადოქარს, თქვენ - ერკე მიდასს!
ე.მ.


ჩემი გულია ეს ლექსი!



№1  offline წევრი L LI

,,ჭეშმარიტება- ვინც გულწრფელია, ისიც კი ტყუის!" - ეს ფრაზა განსაკუთრებულად მომეწონა, სამწუხარო სიმართლეა. რაღაცით განსხვავებულია თითქოს ეს ლექსი, ბევრი ემოცია მოდის, ხალხის სარკეა... ძალიან მომეწონა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

L LI
,,ჭეშმარიტება- ვინც გულწრფელია, ისიც კი ტყუის!" - ეს ფრაზა განსაკუთრებულად მომეწონა, სამწუხარო სიმართლეა. რაღაცით განსხვავებულია თითქოს ეს ლექსი, ბევრი ემოცია მოდის, ხალხის სარკეა... ძალიან მომეწონა.

მადლობა შეფასებისთვის უღრმესი მადლობა. ჩემთვის დაფასება ყველაზე მნიშვნელოვანია, ოქროზე მნიშვნელოვანი რომ დამაფასე და შენი აზრი გამოთქვი!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent