შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან


28-06-2018, 10:37
ავტორი For Love
ნანახია 1 274

ხან მგონია, რომ წლების წინ მიტოვებულ სახლში
მაგიდაზე დარჩენილი წასაკითხი ბარათივით ვარ,
ვინმე სიცხეს შემოფარებული მგზავრი ერთხელაც აუცილებლად რომ წაიკითხავს,
მაგრამ ადრესატი ვერასოდეს...

როგორ დაიჯერე, რომ დრო შეძლებდა
შენი ხსოვნა მოეკლა ჩემში.
არსებობს ისეთი ნამდვილი გრძნობები,
რომლებიც ჩვენი სიკვდილის მერე
ჩვენთან ერთად გადადიან მარადისობაში,
არსებობს ისეთი მაღალი მთებიც,
რომელთაც მზის დაბნელება ჩრდილს ვერ აყენებს...

თუმცა მე არ ვარ ის,
ვინც უნდა გიყვარდეს სამუდამოდ,
მე ვარ ის, ვინც უნდა გახსენდებოდეს დრო-და-დრო
და მტკივნეულად...
მე ვარ ის, ვისზეც უნდა მოყვე ხოლმე
''იყო და არა იყორათი'',
მე ვარ შენი ცხოვრების სულ რამდენიმე უქმად გახარჯული დღე,
შენ კი ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერი დღე ხარ,
ყველა გულწრფელი ღიმილი ხარ,
ყველა გულიანი გაცინება...

ჰაერს გარქმევ და უჰაერობით გული მიჩერდება,
სული მიგუბდება,
მაგრამ ჩემსა და შენს შორის ერთი უარყოფილი სიყვარულია,
ჩემსა და შენს შორის ერთმანეთის გარეშე ნაპოვნი გზებია,
ჩემსა და შენს შორის დიდია განსხვავება -
- შენ წახვალ და ჩემგან ნაჩუქარ სითბოს პირველივე სადგურზე ვინმეს დაუტოვებ,
მე წავალ და შენგან ნაჩუქარ სითბოს უკანასკნელ სადგურამდე ვიმყოფინებ...

----------------------
მარადის შენზე შეყვარებული თიკა



№1  offline წევრი monawilson

Hello!!

I am Mona wilson , I am looking for a respectful, honest, trustworthy and caring someone for a cordial relationship. Please you can write me directly on my private mail box for more introduction. ([email protected])

Best regard!

Mona.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent