შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა გრძნობაა,როცა ვინმე გიყვარს?


3-07-2018, 01:06
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 700

დილის რვა საათი დაიწყო.
გაჩერებაზე ვდგავარ და ველოდები,როდის გავა თოთხმეტი წუთი.
მინდა, დროზე გაჩერდეს ჩემ წინ მოძველებული ყვითელი ავტობუსი და როგორც იქნა-მეთქი ჩავიბურტყუნო უკმაყოფილოდ.
ველოდები.
ერთი,ორი,სამი,ოთხი...
ვითვლი წუთებს.
მგონი ყოველ ათ წამში ჩემ წინ აყუდებულ ტაბლოს ვუყურებ და ნერვები მეშლება ათიის ნაცვლად,რატომ ერთი წუთი არ აწერია, რატომ არ ციმციმებს წარწერა,გაფრთილებს,რომ მოემზადო. ბოლოს და ბოლოს მოვა ის ,რასაც ამდენი ხანია ელოდები...
მგონი ეს ის ერთადერთი
შემთხვევაა,როცა ყველაზე ხშირად ვნატრობ, დრო
რაც შეიძლება მალე გავიდეს.
მობილურზე ვიხედედები და მხოლოდ ახლა მახსენდება,რომ ნახევარი საათის წინ შეერთებული ყურსასმენებიდან ჯერაც არ მესმის მუსიკის ხმა. უაზროდ მეღიმება და
ჩემს "ფლეილისთს" ვათვალიერებ...Imagen
Dragons,artic monkeys,30 seconds to murs,
Hozier...ვერცერთის სიმღერაში ვპოულობ იმას,რაც
მინდა..ჯანდაბა,ჯანდაბა, ამაშიც არ
მიმართლებს.
საერთოდ რა მინდა? რას ვაკეთებ?
მერე ვფიქრდები და ვაცნობიერებ,რომ დეპრესიული თინეიჯერივით ვეჩხუბები საკუთარ თავს,წინ მდგომი
იასამნუსფერტუჩსაცხიანი გოგონას მზერას თვალს ვარიდებ და ისევ ეკრანს ვაშტერდები.
აჰ,აი,რა მინდოდა.
წამიერად მეღიმება და კმაყოფილი ვიდებ მობილურს თხელი ჟაკეტის ჯიბეში...ყურსასმენები­დან metallica-ს Nothing else matters
ჩამძახის.
ოხ,როგორ შემცივდა.საყელოს ბოლოებს ყელისაკენ ვქაჩავ და მზერა შენობებს შორის ჩაპრესილი ნისლისკენ გადამაქვს.ვიღაცის ფანჯრიდან შუქი მოჩანს. ეგოისტურად მსიამოვნებს,რომ მარტო მე არ ვარ წასასვლელი სადღაც ასე დილით და სახელოებს გაცრეცილი თითებისკენ ვექაჩები,იქნებ როგორმე გავთბე..
არა მაინც რამ მომაფიქრა ასე თბილად ჩაცმა, ა? დავცინი ჩემს თავს და ხელებს გემრიელად ვტენი ორივე ჯიბეში. მგონი ცოტა გავთბი,მაგრამ ნისლი ცხვირზე მადნება და ყინულის ელვასავით მივლის მთელს ტანში სიცივე.შეტყობინება მომივიდა ღმერთო, როგორ მომწყინდა ეს ზარი. საკუთარ თავს პირობას ვაძლევ,რომ როგორცვე სახლში დავბრუნდები გამოვცვლი და რამე უფრო სასიამოვნო მელოდიას დავაყენებ.გამთბარი თითებით ადვილად გამოსაცნობ ბლოკს ვხსნი მობილურს და ფართოდ მეღიმება.მეგობარია,მეკითხება ჭიამაია , როგორ
ხარო. მესიამოვნა ასე დილით რომ
გავახსენდი. ვფიქრომ რა მივწერო და თავს მაღლა ვწევ. მოშორებით ყვითელი ავტობუსი დგას და ვიღაც
წითელკაშნეში გახვეული ქალი კითხულიბს თოთხმეტი ნომერი თუ გაივლის გაგარინის ქუჩაზე.ვიბნევი,ეს ხომ ჩემი ავტობუსის ნომერია? ძლივს ვასწრებ
ასლვას და დახურულ კარებს ვეყუდები.ღმერთო რა დახუთული ჰაერია,ვფიქრობ და ჩანთის ჯიბეში ხელს აქეთ-იქით ვაფათურებ,ბარათს ვეძებ,როგორც იქნა ამოვიღე
მახსენდება,რომ ანგარიშზე აღარ მაქვს და ახლა უკვე გაბრაზებული ხურდებს ვუწყებ ნერვიულად
ძებნას.ვერ ვიტან,როცა მოუწესრიგებელ სკოლის მოსწავლეს ვგავარ,რომელიც სკოლაში წინა დღის წიგნებით გატენილი ჩანთით მიდის,იმიტომ,რომ დაავიწყდა ახალი დღისთვის მომზადება..ძლივს
ვპოულობ ხურდებს და ჰოპ,ერთი ხელიდან მივარდება. პირდაპირ ჩემ წინ ეცემა..
დაიხარე და
აიღე-ვეუბნები ჩემს თავს,მაგრამ რამდენიმე წუთია ისევ გაუნძრევლად ვდგავარ,ძირს ჩემი ოცთეთრიანი
გდია და დროდადრო ვუყურებ,როცა ვინმეს უსიამივნო მზერას ვიგრძბობ...
რა თავხედობაა,შენი
მშობლები ამ 20 თეთრისთვის დაუღალავად შრომობენ, _არ ვწყვეტ გულში საუბარს, _აიღე,ვიცი რომ
ძირს მილიონი კი არა ოცთეთრიანი
ჩაგივარდა,მაგრამ მაინც აიღე,პატივი ეცი სხვის შრომას, _სინდისე ვაგდებ საკუთარ თავს და სახეზე
უხერხულად ჩამოფარებულ შავ თმის ღერებს სწრაფად ვიწევ ყურზე.
გადავწყვიტე,რომ არ ავიღებ.არ ვიცი რატომ,უბრალოდ, არ მინდა.
ოცთეთრიანიდან ყურადღება ავტობუსის ბოლო ნაწილში გადამაქვს.
შეყვარებული წყვილი.
მოკლეთმიან გოგოს თავისი პატარა ცხვირი გრძელწამწამიანი ბიჭის თმებში ჩაურგავს და ვატყობ,
ახლა ისეთი ბედნიერია,როგორც არასდროს.მის მხარზე ხომ გრძელწამწამებიან ბიჭს თავი უდევს და ცდილობს ცოტა ხნით მიიძინოს,სანამ მათი გაჩერება მოვა.მათ თვალს ვაშორებ და ფანჯრიდან ძირს ვიყურები. ასფალტზე მიხატული თეთრი ზოლი არა და
არ წყდება.
ნეტა რა გრძნობაა,როცა გიყვარს?
კითხვას საარვისოდ ვსვავ,რადგან ვიცი ისე ვერავინ მიპასუხებს,როგორც მე მინდა და სიმძიმის ცენტრი ერთი ფეხიდან მეორეზე გადამაქვს.ვვარაუდობ,რომ
ოც წუთში ჩემი ფილტვები ცივ ჰაერს ჩაისუნთაქვს.
ავტობუში ერთ-ერთ გაჩერებაზე
ჩერდება.
ამომავალი ხალხისკენ თავის შეტრიალებას ვგეგმავ,როცა ზოლიანქუდიანი რვა-ათი წლის გოგონა ჩემს წინ ფანჯარას უახლოვდება და
მთელი ძალით,ორივე ხელით ზედ ასკდება.
-დედა,დე, შეხედე!_ სიცილნარევი ხმით ყვირის. ვატყობ, საუბარი უჭირს და მთელი ძალით სახეს ფანჯრისკენ
ვატრიალებ.თვალი მიშტერდება.ახლა მხოლოდ
ზოლიანქუდიანის და დედამისის ხმა ჩამესმის.
- დედაა,დე...
-ხო ანიტა, _პასუხობს უემოციო ხმით ქალი. ბავშვი რაღაცას, ჩემთვის გარკვეველს ამბობს და
გული მწყდება,რომ მისი გახარების მიზეზს ვერ ვიგებ. ყურსასმენს ვიხსნი,ვკეცავ და ჯიბეში ვიდებ.ისე,რომ დედა-შვილს არ ვუყურებ.კისერი დამეძაბა,თითქოს თავის აწევაც კი არ შემიძლია.ასე
მაშინ მემართება,როცა ვნერვიულდები.
კი,მაგრამ რა განერვიულებს?_გონებაში შეკითხვა
ამოტივტივდა. "არ ვიცი" - პასუხს ვუბრუნებ გონებას და ჩემდაუნებურად ბავშვის ხელებს ვკრავ თვალს.
წითელი ლაქი უსვია.
ალბათ უყვარს წითელი. მე არ მიყვარს,მაგრამ ანიტა მაინც მომწონს,რომელიც წამში ფანჯარას შორდება და დედას ეხუტება.
უცნაური ხმა მესმის.ნუთუ ტირის?
კი,მაგრამ რატომ ტირის? შიშის გრძნობა მიქრება და
ჯერ ბავშვს,მერე კი დედამისს ვუყურებ,რომლის მიმიკებს მოთმინების სუნი აუდის.ბავშვი დედის მოფერებით წყნარდება და ღმერთო! ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. მე ვუღიმი. წინასწარ
განზრახულად კი არა,მეღიმება. გული დამშვიდაა ის
რომ აღარ ტირის.
-სატვირთომ შეაშინა, _აღნიშნა
დედამ,რომელიც ალბათ ჩემს ღიმილს ამჩევს და უნებურად მიხსნის, თუ რა მოხდა.მეც თავს ვუქნევ ისე,რომ ანიტას და ჩემი თვალები ერთმანეთს არ სცილდება.თითქოს სულში მიყურებს და ეს კი არ მაფორიაქებს ან მაშინებს,პირიქით ვმშვიდდები
ისე,როგორც არასდროს.არ ვიცი რატომ,მაგრამ ის ისეთი ლამაზი თვალებით მომჩერებია,ახლა უკვე
მიღიმის და თითქოს მეუბნება: - მერე რა რომ პლუს
ერთი ქრომოსომა მაქვს? მე მაინც უძლიერესი ვარ
ამ ქვეყნად.
დამადასტურებელ ფაქტს არ
მოვითხოვ.
განა მე თავად არ ვნახე როგორ მოერია ეს ერთი ციდა გოგო ცრემლებს? მერე რა, რომ მან სულაც არ იცის რა ჯანდაბაა ეს ქრომოსომა. მე მგონია,რომ ამას მეუბნება და ჯერჯერობით მეტს არაფერს,რადგან ანიტა აღარ მიყურებს,ძირს
იყურება.მეწყინა,მგონი ჩემი სულის დამშვიდება მობეზრდა ან იქნებ დიდად არ მოვეწონე.გული
მწყდება,მაგრამ მაინც ვუყურებ ზოლიან ქუდს და ისევ ისმის მისი ნათელი ხმა.
-დედაა,დე...
-რა მოხდა, ანიტა?რას უყურებ?_პასუხობს ისევ ქალი და თავადაც ძირს იხრება.გოგონა უკვე სიხარულისგან აქეთ-იქით ირწევა და პატარა ხელებს ერთმანეთს ჩქარ-ჩქარა ურტყავს.როგორ მაინტერესებს ასე რა მოეწონა.ცოტა
ისევ მწყინს,რომ მე აღარ მიყურებს,მაგრამ არაუშავს,ისე უხარია რაღაც.
-ოცთეთრიანი იპოვე, დე? ალბათ ვინმეს დაუვარდა, _უხსნის ქალი და მის გამოსართმევად ხელს იწვდის,ალბათ არ უნდა ბავშვს
ხელში ეკავოს. გოგონა დედას ყურადღებას არ აქცევს,ხელს გულისაკენ სწრაფად მიაქანებს და
თვალებს ისევ მე მისწორებს.მიღიმის,ღმ­ერთო!როგორ მიღიმის.ახლა აღარ ვიცი რას მეუბნება,მაგრამ ვიცი,რომ ყველაზე დიდი საოცრებაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.
ჩემი გაჩერება მოდის.თავში ის აზრიც კი მიტრიალებს,რომ დედამისს ტელეფონის ნომერი გამოვართვა,მაგრამ ვეღარ ვასწრებ,თან თითქოს მრცხვენია.ამიტომ სპონტანურად ვიხრები,ანიტას ლოყაზე სწრაფად ვკოცნი და ვეუბნები: - შეიძლება
ერთით მეტი ქრომოსომა გაქვს,მაგრამ ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ!_წელში ვსწორდები და უკანმოუხედავად ჩავდივარ ავტობუსიდან, სახეზე
ფართო ღიმილით.
შეტყობინება მომდის.
სწრაფად ვამოწმებ.
-ჭიამაია მიყვარხარ.
დაუფიქრებლად
ვკრეფ და ვგზავნი
-მეც სანდრო,_და ხო, მე დიდი ხანია ვიცი,რა გრძნობაა,როცა ვინმე გიყვარს.



№1 სტუმარი კოღო

ყოჩაღ ! ძალიან მარტივად გადმოეცი ის,რაც ბევრის ფიქრებში ყოფილა. ეს ძაან დიდი ნიჭია. მე,მაგალითად რომ ვკითხულობდი,მეგონა მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურებდი,დრამანარევ მელოდრამას. კაროჩე შემიყვარდი :დ

 


№2  offline წევრი ჟიზელი

კოღო
ყოჩაღ ! ძალიან მარტივად გადმოეცი ის,რაც ბევრის ფიქრებში ყოფილა. ეს ძაან დიდი ნიჭია. მე,მაგალითად რომ ვკითხულობდი,მეგონა მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურებდი,დრამანარევ მელოდრამას. კაროჩე შემიყვარდი :დ

კოღო :დ დიდი მადლობა ^^

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან მაგარია

 


№4  offline წევრი ჟიზელი

მარტო სახლში
ძალიან მაგარია

მადლობა ^^^^

 


№5  offline წევრი izabella

სევდას იწვევს და ამავე დროს გაბედნიერებს. ძალიან მომეწონა.

 


№6  offline წევრი ჟიზელი

izabella
სევდას იწვევს და ამავე დროს გაბედნიერებს. ძალიან მომეწონა.

დიდი მადლობა ^^

 


№7  offline წევრი ყვითელგულა

მაგარია ძალიან მომეწონა ❤❤❤

 


№8  offline წევრი ჟიზელი

ყვითელგულა
მაგარია ძალიან მომეწონა ❤❤❤

ყვითელგულა ^^ დიდი მადლობა ^^ მიხარია ძალიან

 


№9  offline წევრი luana

განსხვავებული იყო, ერთი ამოსუმთქვით რომ იკითხება ეგეთი. წარმატებები<3

 


№10  offline წევრი Lineta

ჟიზელ
აი სადღაც, ძალიან ძალიან ღრმად რომ არის ადამიანის გულში ზუსტად იმ წერტილს არტყამ.
მ ე ი დ ე ა ლ უ რ ე ბ ი ❤️
ჩემი პირადი საოცრება ხარ ❤️

 


№11  offline წევრი ჟიზელი

luana
განსხვავებული იყო, ერთი ამოსუმთქვით რომ იკითხება ეგეთი. წარმატებები<3

ლუანა, უღრმესი მადლობა ❤️

Lineta
ჟიზელ
აი სადღაც, ძალიან ძალიან ღრმად რომ არის ადამიანის გულში ზუსტად იმ წერტილს არტყამ.
მ ე ი დ ე ა ლ უ რ ე ბ ი ❤️
ჩემი პირადი საოცრება ხარ ❤️

შენ კიდევ ზღვა სიყვარულით სავდე არა+18 ხარ ❤️ ძალიან მიყვარხარ ❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, სიტუაციის აღქმის და მისი აღწერის შესანიშნავი ნიჭი გაქვს heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13  offline წევრი ჟიზელი

ქეთი იმერლიშვილი
არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, სიტუაციის აღქმის და მისი აღწერის შესანიშნავი ნიჭი გაქვს heart_eyes

❤❤❤ ქეთი, ძალიან მახარებ სულ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent