შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულზე შეყვარებული


4-07-2018, 19:53
ავტორი ფრთიანი
ნანახია 1 647

უცებ თუ გსურს რეალობას მოწყდე,სიყვარულზე უნდა დაფიქრდე.რა არის? საიდან მოვიდა? რა სურს? რთულია ერთი კონკრეტული აზრის დაფიქცირება ამ საკითხთან დაკავშირებით,თუმცა სასწაული რომაა ყველა თანხმდება.ჩემი აზრით,სიყვარული ზაფხულის სიოა მცხუნვარე მზეში სიამოვნებას და ბედნიერებას რომ გაგრძნობინებს.თუმცა,ყოველთვის ასე ტკბილიც როდია.სიმართლე ვთქვა,არასოდეს მყვარებია,თუმცა გული მაინც ბევრჯერ მტკენია რატომღაც.ჩემთვის სიყვარული ძალიან მიუწვდომელი და სატრფიალოა,ისეთი რომელსაც ბევრი ბრძოლა სჭირდება რომ მოიპოვო.მე არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის,მე უნდა ვიცოდე რა უყვარს,რა არის მისთვის ძვირფასი და მისი უარყოფიტი მხარეების მიუხედავად შევიყვარო როგორც ჩემი ნაწილი,სიყვარული ჩემთვის ის ატომებია,რომელიც ჩემსა და მას შორის იქნება და ჩვენი ერთად ყოფნის მომენტი ატომების ერთობლიობაა,რომელიც ჩვენ გალაქტიკას დაემსგავსება.ჩემთვის,თანამედროვეებში ვინმეს თუ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარულის ლექსიკონი,მარგიანია:,,შენ ხარ ჰაერი,
რომელითაც ვერ ვისუნთქებ,
მხოლოდ ამოუსუნთქავად უნდა ჩავისუნთქო,
იქამდე სანამ ფილტვებს არ დამიხეთქავს.

შენ ხარ ცა,
რომელშიც ვერასოდეს ვიფრენ.

შენ ხარ ზღვა,
რომლის ტალღებიც მუდამ სიღრმისკენ მითრევს
და
ცოცხალს არასდროს არ გამომრიყავს ნაპირისკენ.

სისხლი ხარ,
რომელიც მაშინ იწყებს მოძრაობას,
როდესაც ვენებიდან გამოუშვებენ.''
სიყვარული ძალაა,რომელიც გაგრძნობინებს ცხოვრებას.მე შევძელი მიყვარდეს უსასრულოდ და მას არ ვუყვარდე,მე შემიძლია ვილოცო მისთვის და ეს ლოცვა მე შევიგრძნო,მე შემიძლია ყველაფერი ,ყველაფერი სიყვარულისთვის.სიყვარულმა მაგრძნობინა, რომ ადამიანს შეუძლია იფრინოს,იფრინოს უსასრულოდ და ფრთები არდასჭირდეს.ცხოვრების საძირკველიც სიყვარულია,სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ,ცხოვრების კადრებით ცხოვრება,რომელიც ერთ სევდიან მაგრამ ტკბილ კრებულად იქცევა.მიყ'ვარ'ხართ

(ხვალ ქართულის გამოცდა მაქვს,მე კი გონება არეული მაქვს ფიქრებით,რომელიც მაგრძნობინებს რომ ვცოცხლობ.)



№1 სტუმარი სტუმარი მარრიამი

წაარმატეებაგამოცდაზე????

 


№2  offline წევრი ფრთიანი

სტუმარი მარრიამი
წაარმატეებაგამოცდაზე????

არმაწყენს ისე ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent