შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ჩვენ დავიშალეთ


6-07-2018, 23:39
ავტორი JustAlive
ნანახია 1 110

მაშინ როცა გგონია,
რომ ძალიან დიდიხნის წინ
დაკარგული ბედნიერება შენთანაც მოვიდა,
უსაზღვროდ ბედნიერი რომ ხარ
და სუნთქვა გიხარია,ისევ
ყველაფერი რჩება.
მეოთხე დღეა ისევ ისე
ცუდად ხარ,როგორც
უწინ იყავი და შენი სიცოცხლეც
აღარ არის ისეთი როგორიც მაშინ,მაშინ როცა
ყველაფერი ჯერ კიდევ
კარგად იყო.
კარგად კი არა საუკეთესოდ
იყო,რადგან ის იყო შენთან.
- და ჩვენ დავშორდით.
დავიშალეთ,მე და შენ,
დაიშალა ჩემი მე
და
ცალკე დაიშალე შენ.
ჩვენი სამყარო ისევ მწვანეა,
იმაზე მეტად მწვანე ვიდრე
შეიძლება.
და შენც იმდენად ახლო ხარ
ჩემთვის ვიდრე შეიძლება
წარმოიდგინონ.
მეოთხე დღე გადის
უშენოდ,
- შენი ჩახუტების,
კოცნის,
შეხების,
ხელის ჩაკიდების,
თმაზე მოფერების გარეშე.
- მიყვარდა,ის თუ როგორ
მეხებოდი,
მიყვარდა ჩემი თმები,როცა
მას შენ ეფერებოდი.
ადრე,მინდოდა გრძელი
თმა მქონოდა,
ახლა?!
ახლა მინდა საერთოდ არ
მქონდეს,
არ მინდა სხვა მას შეეხოს,
ვიცი,
ვიცი,რომ
ვერ ავიტან.
იმდენად მიყვარხარ,
ვერ გიტან,
ერთადერთი იყავი ვინც
ბედნიერება დამიბრუნა,
არ მინდა,
არ ვაპირებ შენი მოტანილი
ბედნიერებით სხვა
შევიყვარო,
ისე როგორც შენ გააკეთე ეს.
ჩემით ისწავლე როგორ
შეიძლება აფრენდე და მერე
სხვაზე გააფრინე.
მე შენი მანერები და
საუბრის სტილი შემრჩა.
- შენთან კი ყველაზე
ძვირფასი დავტოვე,
* საკუთარი თავი,
ოღონდ ნამდვილი და არა
ისეთი როგორიც
ყველასთან ჩანს.
და ჩვენ დავიშალეთ.
ერთად ვაპირებდით
ყველას და ყველაფრის
მიტოვებას,
საბოლოოდ კი,
პიქირით მოხდა,
ჩვენ ერთმანეთი
დავკარგეთ,
და თან
ვიღაცის გამო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent