შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამეული ფიქრები


8-07-2018, 00:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 842

ისევ დადგა 24 საათიანი რუტინის მონაკვეთი, როცა გარემოსთან ერთად შინაგანი ხმებიც მშვიდდება და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ისევ დადგა ღამე. მთვარეც გამოჩნდა, მაგრამ არა იმედად, არამედ სევდად, უსასრულო სევდად...
გაჩნდა აღუწერელი სევდა. გაჩნდა ცხოვრების სევდა, მუდამ მზარდი და ამოუცნობი...
თითქოს ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება უკეთესობიკენ მიიწევს, მაგრამ გულზე რაღაც დროის პროპორციულად მძიმდება და იქცევა იმ ტვირთად, რომლის ზიდვაც უკიდურესად მიჭირს.
უკიდეგანო სივრცეს ვუყურებ და ერთ წამს ყველაფერი წყდება.
გიხსენებ შენ, მას და კიდევ სხვას, სხვას და სხვას, თუნდაც იმ შავ კატას, რომლის ჭირვეულობის გამო არაერთი ღამე გამითენებია და ბოლოს ფიქრები მაინც შენკენ მოდის... თითქოს ცხოვრების უფსკრულში გიპოვე, მაგრამ მაინც მგონია ჯერ კიდევ ვერ შეგიცნია როგორი უდაბურია გარემო.
ღამეული ფიქრები სრულიად მიპყრობს..
საკუთარ თავს ვეძიები... მაინტერესებს ვინ ვარ და რა მინდა..
მაგრამ სამწუხაროდ პასუხი არ მაქვს...
ერთ სურვილს მეორე მოსდევს და საბოლოოდ სრულ უკმაყოფილებაში ვიძირები...
საათის ხმა ნელ-ნელა ქრება.. გონება კი არ იხსნება, გულის მოძრაობას მიყვებაა.. შემდეგ კი საათიც გამოდის მოქმედების ასპარეზზე.
ასეთი რა დავაშავე ?
საით მივექანები ან საერთოდ რატომ მოვედი ამქვეყნად ?
ცხოვრება მძულდება და ამ სიძულვილთან სიყვარულიც იმატებს...
ტალღები სიგრძეს იძენს, ფიქრებიც მასთან ერთად გრძელდება და მთვარეც ნელ-ნელა იმოსება ოქროსფერი სამოსით..



№1  offline წევრი lostintheworld

მესმის შენი:) მეც ასე ვფიქრობდი, რა დავაშავე-მეთქი, მაგრამ ბოლოს იცი რა დასკვნამდე მივედი? ბედნიერია ის, ვისაც სტკივა ცხოვრების უკუღმართობა და მისი ავბედითობა, ვინც ხედავს სამყაროს არსს და მუდმივად ეძებს საკუთარ თავსა და თავის დანიშნულებას ამ ვრცელ და უსასრულო წუთისოფელში. მგონი, თემატურად ჰგავს ჩემი ჩანახატი შენსას, თუ დაგაინტერესებს წაიკითხე.

პ.ს ძალიან ტკბილად წერ, მომწონს!

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

lostintheworld
მესმის შენი:) მეც ასე ვფიქრობდი, რა დავაშავე-მეთქი, მაგრამ ბოლოს იცი რა დასკვნამდე მივედი? ბედნიერია ის, ვისაც სტკივა ცხოვრების უკუღმართობა და მისი ავბედითობა, ვინც ხედავს სამყაროს არსს და მუდმივად ეძებს საკუთარ თავსა და თავის დანიშნულებას ამ ვრცელ და უსასრულო წუთისოფელში. მგონი, თემატურად ჰგავს ჩემი ჩანახატი შენსას, თუ დაგაინტერესებს წაიკითხე.

პ.ს ძალიან ტკბილად წერ, მომწონს!


დღეს ვერა, მაგრამ ხვალ აუცილებლად წავიკითხავ <3
მადლობა, ჩემო კარგო !

i want
კარგია მაგრამ მეცოტავა blush

მეც მეცოტავა, მარა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent