იყო და არა იყო რა
ახლა შუაღამეა, ოთახში დახუთული ჰაერია, გარეთ კი ყვითელი ღრუბლებიდან წვიმს მარტის თვის სევდა. ქალაქი ნისლში, შენზე ფიქრები კი - ჩემს გონებაში ჩაიძირა. დროდადრო გონებაგაფანტული მზერას ჩემი სარკმლიდან დანახულ მეზობელი კორპუსის ჩაბნელებულ ფანჯრებზე ვაჩერებ და ვცდილობ დავწერო. გამარჯობა, მე ჩემთვის უცხო სამყაროში დავიკარგე. დერვიშივით დავხეტიალობ ძველი ქალაქის უშნოდ განახლებულ ქუჩებში და უშედეგოდ ვცდილობ მოვძებნო ჩემში ის, რასაც შენი სული არ შეხებია. როდის დამიმორჩილა შენმა სუნთქვამ ? როდიდან გახდა ჩემი გონება შენზე ფიქრების ნავსაყუდელი? ვსვამ კითხვებს და პასუხების გავურბი. იცი ? სუნთქვა მიჭირს უშენობით გაჟღენთილი ჰაერის. თუ სიცოცხლე ზღაპარია და „ იყო და არა იყო რა“ სამშობიარო ბლოკში იყო, მაშინ „ჭირი იქა , ლხინი აქა „ აუციებლად შენ გვერდით იქნება ( შეიძლება საფლავის ქვასთანაც კი ). ყვითელღრუბლიან, წვიმიან ამინდებში განსაკუთრებით მინდა ჩემთან იყო. მინდა, შავი, ჭაღარაშერეული თმიდან ჩამოგაბერტყო მარტის ამინდების მძიმე სიჩუმე. გიფიქრია რას ვგრძნობ , როცა იმ ადგილებში დავდივარ სადაც ოდესღაც ჩემს ზამთრის სუსხისაგან გაციებულ ხელებს ათბობდი? გიფიქრია ? რა თქმა უნდა, არა. ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევით არ ჩდებიან და არც წასვლა არის ხოლმე უმიზეზო. მეშინია იმ წამების , რომლებსაც უშენოდ ვკარგავ. არ ვიცი, შეიძლება გავგიჟდი კიდეც და ამის ბრალია, რომ ერთადერთი, რომლის სახესაც ამ ბეტონის გაუალ ჯუნგლებში სიარულისას ვეძებ, შენ ხარ. როცა ჩემთან ხარ მინდა გავიქცე, გამოვაღო ყველა ფანჯარა და ისე ღრმად ჩავისუნთქო მარტში აფეთქებული კვირტების სუნით სვსე ჰაერი, რომ ფილტვები დამისკდეს. ვკანკალებ. მუხლები მეკვეთება. ისევ ისე ვნერვიულობ , როგორც მაშინ, როცა ივნისის წვიმიან დღეს სოფლის ორღობეში პირველად გავისეირნე ბიჭთან ერთად მარტომ. მეათასედ ვპირდები საკუთარ თავს, რომ აღარ ვიტირებ , აღარ მომეკვეთება მუხლები და მოვალ , პატარა ბავშვივით თალებზე ხელაფარებული, ყველა ემოციას ერთ დიდ ქისაში თავმობმულს შენამდე მოვიტან და შენს წინ გავხსნი. მერე რას იზამ? არაფერს, რადგან შენ უკვე წახვედი. ახლა დღეები უშენობით სავსე წამებია. მე კი ყოველ დილით ვდგები , ვწევ ფარდას და ვუშვებ ოთახში იმ ჰაერს , რომელიც შეიძლება ქალაქის მეორე ბოლოში შენ ამოისუნთქე, (ესღა გვაკავშირებს). უნდა შევძლო, ერთ დღეს გამოვიღვიძო, საწოლიდან წამოვდგე, ღრმად ჩავისუნთქო , გავიღიმო და ყველაფერი ისე იყოს , როგორც მაშინ ,როცა შენ გვერდით მყოფი ვწერდი ვარდისფერ მომავალზე, რომელიც ყველაზე რეალური მეჩვენებოდა. და მაინც... რატომ გვხვდებიან ჩვენი ადამიანები სხვებთან? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.