შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრები


10-07-2018, 14:30
ავტორი berrygirl
ნანახია 1 020

უკვე საღამოა.კიდევ ერთმა დღემაც ჩაიარა.როგორც იქნა გაჩერებამდე მივაღწიე,ავტობუსი კი ჯერ არ ჩანს.ვეღარ ვითმენ,ერთი სული მაქვს ჩავჯდე და სახლში დავბრუნდე,იძახის ადამიანი,რომელიც ცდილობს მოთმენა ისწავლოს,მოთმენა და ყველაფრის დროული და რეალური აღქმა.
საგრძნობლად აცივდა.ყოველდღე გადაღლილი დაღლას ვეღარ ვგრძნობ,ყოველგვარი სილაღე და ხალისი დაეკარგა ჩემს თავსა დ სულს.ვაკვირდები ავტობუსს,რომელიც უეცრად,არსაიდან მოვიდა.გაჩერდა,თმა ყურს უკან გადავიწიე და ავედი.ბილეთი ავიღე და მარტო,ფანჯარას მივუჯექი,ასე ძალიან,რომ მიყვარს!ყურსასმენები გავიკეთე და ბოლოს გადმოწერილი სიმღერა ჩავრთე.ჩემს ფლეილისთში თითოეული სიმღერა ჩემი ცხოვრების ეტაპს ასახავს და სწორედ ახალ სიახლესთან ერთად ჩნდება.
ვიხედები ფანჯარაში და დღევანდელ დღეზე ვიწყებ ფიქრს.რა იყო საინტერესო და ბანალური,რა გავაკეთე არასწორად და რა იქნებოდა სხვაგვარად,რომ მემოქმედა,ვინ შემხვდა,ვის როგორ ველაპარაკე,რა ვჭამე და ასე უსასრულოდ სანამ ჩემი ჩასვლის ჯერი არ დადგება.მგზავრობისას ხალხზე დაკვირვებაც მომწონს.ვიგონებ მათზე ჩემი ფანტაზიით სხვადასხვა ამბავს.იქნებ მათაც რთული,მრავალფეროვანი ან უბრალოდ,ჩვეულებრივი რუტინული დღე ჰქონდათ.ძალიან მიყვარს მგზავრობა,ჩემთვის მარტო ქალაქში.ნეგატიურ აზრებს მიფანტავს,შიგადაშიგ.
რამდენ ადამიანს შევხვდი დღეს;ნაცნობებს,უცნობებს და წარმოვიდგენ,როგორი უნიკალურია თითოეული მათგანი,სიმართლით,სიყალბით,ინტერესებით,ცხოვრებით,პიროვნულობითაც,როგორი რთულია მათი შეცნობა,რადგან მხოლოდ იმის დანახვა შეგვიძლია სადამდეც შეგვიშვებენ,ფსკერამდე ჩასვლა კი, არც ისე მარტივი აღმოჩნდა..
ჩამოვედი,გზა გადავკვეთე.შინ დედა და ძმა მხვდებიან.ისინი ელიან ჩემს ამბებს მე,კი მათგან ველი ახალ სიახლეებს.ხანდახან ეს ყველაფერია რაც გჭირდება,სახლი სადაც გელოდებიან 'შენები'.რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს,თუნდაც ერთი იყოს,მთავარია გელოდებოდნენ!!!



№1  offline მოდერი abezara98

მშვენიერი იყო, მომეწონა blush

 


№2  offline წევრი berrygirl

abezara98
მშვენიერი იყო, მომეწონა blush

მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent