შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის წყვდიადში


12-07-2018, 17:32
ავტორი Mathilda666
ნანახია 1 580

ქარის შრიალი სულს ანგრევდა.ხეების მოძრაობის დინამიკა სხუელს მიძრწოლებდა.წვიმის წვეთების ხმა მკერდს მითრთოლებდა.გხედავდი.ჩემს კანს ეფერებოდი.ამ ბნელ ღამეს გვერდით მეწექი,როგორც უმანკო მთის ჰაერი და ცდილობდი თითოეული ჩემი ნაკვთი დაგემახსოვრებინა.შენს გაუხეშებულ ხელებს სახეზე მისვამდი და ნელ-ნელა დაასრიალებდი ჩემს მუქ კანზე.ჯერ თვალებში ჩამხედე და სიბნელეში დაიკარგე.სახიდან თმა ნაზად გადამიწია ხელებით,იმ ხელებით,რომელიც ძალიან აღაგზნებდა ჩემს სხეულს.ჩემს ცხვირს ისე ნაზად ჩამოუარე,როგორც უმანკო ბავშვი წყვეტს პატარა იას.ტუჩებზე ვიგრძენი უხეში კანი და ნაზად ავაცმაცუნე სიამოვნებისგან.ბოლოს ხელი შემომხვიე წელზე და გულში ჩამიკარი.მთელი ძალით შთანთქე ჩემი სხეული და მიიკარი,შეიერთე თითქოს ერთ მთლიანობად აქციე.წმინდა ფიქრები წავიკითხე შენს თვალებში.ჩემი ბინძური აზრები გავფანტე და მოგეხვიე.ასე გაგრძელდა საათები,დღეები,თვეები შეიძლება წლებიც კი.ხელი რომ გამიშვი ბოდიში მომიხადე რამე ხო არ გატკინეო.წვიმამ გამომაფხიზლა,ქარმა ფანჯრები ააჯახუნა.ჩემი ნაწილებად დაშლა და ჯახუნი ერთი იყო.სხეულზე სუსხი მომედო და მივხვდი,რომ გაქრი.ქარიშხალს ვეხუტებოდი.სიცივეში ვიძირებოდი.ილუზია იყო.
--------------------
ასეთი ძლიერი ღამე... ძლიერი ბიძგები...
სიმშვიდე იყო... ჩემი ფანჯრიდან ჩანდა ის სიცივე,სულს რომ მიყინავდა...სპეტაკ ცაზე კი თითოეული ვარსკვლავი მკვეთრად იყო გამოხატული.მხოლოდ ისინი და ერთი მთვარე ანათებდა ორ სხეულს.ბუნებაც გრძნობდა.ციოდა.კვამლი ისე დაეხეტებოდა უკუნით სიბნელეში, თითქოს ცდილობდა გულში ჩაეკრა სიშიშვლე.დინამიკა მძაფრი იყო.თითოეული ქმედება უკუქმედებას იწვევდა.თხელი თითები კანს უხეშად ეჭიდებოდა.ხელის მტევნები რაღაცისაკენ მიილტვოდნენ და დასრიალებდნენ ცივ,თეთრ თეთრეულზე.სიცივე სიმბოლურია.სიმხურვალეს არემარე მოეცვა და ყელში არსებულ ბურთს ეპოტინებოდა.
ასეთი ძლიერი ღამე.. ძლიერი ბიძგები...წმინდა სხეულებს ბურძგლები დამჩნეოდათ.ამ სიამოვნებას ბებერ ტკივილს დავარქმევდი.ნეტარი ხმა კედლებს აყრუებდა,მაგრამ ეს უკანასკნელნიც ხმას არ იღებდნენ, უბრალოდ უსმენდნენ და დაცურავდნენ უსასრულო სიბნელეში.
სიამოვნება თითებიდან დაიწყო,გაიარა ტერფები, მუხლები მოკვეთა,მუცელი,წელი,გული,ყელი,მხრები,ლავიწები თითოეული მათგანი ერთ დინამიკაში მოძრაობდნენ.
მთვარე მოქანცული დაჰყურებდა ოთახს და ჩრდილები მათ შორის დაცურავდნენ.
თამბაქოს კვამლი ისევ დალასლასებდა ცხელ ოთახში.მხოლოდ ისინი იყვნენ მომსწრენი სასწაულისა.
იდუმალმა ძალამ აიტაცა ორივე ზეცაში,ღრუბლებს შორის და აი გაისმა ხმა.ძლიერი,ნეტარების ხმა.

დაშვება მიწაზე მტკივნეულია.
ფრთების წაჭრა აუტანელი.



№1  offline მოდერი Nanaga

ძალიან კარგი, გამართული და ემოციური წასაკითხი იყო

 


№2  offline მოდერი abezara98

ოჰო, საოცრება იყო blush მომეწონა blush

 


№3  offline წევრი ყვითელგულა

გავგიჟდი ისე მომეწონა ❤❤

 


№4  offline წევრი Mathilda666

Hermann
ძალიან კარგი, გამართული და ემოციური წასაკითხი იყო

ძალიან დიდი მადლობა????

i want
რა კარგი იყო <3 <3 ძალიან მომეწონა

უღრმესი მადლობა ❤️

abezara98
ოჰო, საოცრება იყო blush მომეწონა blush

მადლობა ❤️❤️❤️

ჰაიკო
მშვენიერია. მომეწონა!

მადლობა თუ მოგეწონა,მაგრამ ფოტოებს მანდ არ ვეძებ :)

ყვითელგულა
გავგიჟდი ისე მომეწონა ❤❤

როგორ მიხარია ასეთი დადებითი ემოციები პირველ ჩემს სიახლეზე????

mirandaa31
ძალიან, ძალიან კარგი რამე იყო.

დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent