შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ფერი


14-07-2018, 13:39
ავტორი ზღვა))
ნანახია 1 114

1988 წლის 7 აპრილი.... ჯარიდან ჩამოსული ბიჭი ბებიასთან მიდის სოფელში მისი გულის გასახარებლად და მისი პუტკუნა ლოყების დასაკოცნად, მანქანა - 4 მგზავრი, ძმაკაცები ჩადიან- ბიჭი ბებოს ეხვევა და სიხარულის ცრემლს წმენდს, მოხუცი ქალი ტრიალდება და ცხელ ხაჭაპურებს აცხობს, იშლება მამა-პაპური სუფრა, დალევა ღრეობა, 1 ძმაკაცი არ სვამს რათა უკან მშვიდობით დაბრუნდნენ, უკვე სახლში წამოსვლის დრო დგება, ბიჭი ბებოს ემშვიდობება და მანქანაში ჯდება! ძმაკაცები ახელებენ რათა საჭესთან თვითონ დაჯდეს...
- ბიჭო ეს შენი მანქანაა თუ მისი?
ამით გათამამებული თავად ჯდება საჭესთან, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობს, საშინელი გზაა დიდი ხრამი, ფხიზელი ძმაკაცი მანქანიდან ხტება, ხოლო მანქანა ხრამში იჩეხება, და ხეზე რჩება... სისხლი.... ტკივილი... ერთი ძმაკაცი იქვე გარდაიცვალაა, წამები რომლებიც ყველაფერს წყვეტს, მანქანიდან გადამხტარი ძმაკაცის დუმილი ავარიის შესახებ არ გამოძახებული სასწრაფო დახმარება და გადარჩენილი ბიჭისა და მისი ძმაკაცის სიკვდილი... შავებით მოსილი ქალაქი,სოფელი,ქუჩა თუ სახლი, შვილმკვდარი მშობლების განწირული ყვირილი, და გაშავებული მთელი სამყარო მხოლოდ ღმერთის იმედი რომელიც ქრება, ჩასული მზე რომელიც თითქოსდა არ უნდა ამოდიოდეს... დამნაშავე კი ერთია! ნუთუ ძმაკაცი რომელიც ხედავს თუ როგორ აგდია ხრამში მანქანა და როგორ ებრძვიან მისი მეგობრები სიცოცხლეს უნდა წავიდეს? დატოვოს ყოველივე დახმარების გარეშე? თუ უნდა იბრძოლოს მისთვის უნდა შეატყობინოს ყველას.. იყვიროს, შველა ითხოვოს? მაგრამ არაა! მას არ ქვია მეგობარი ის მკვლელია დიახ მკვლელი! რომელმაც წაართვა მის მეგობრებს სიცოცხლის უფლება არ შეიძლება სხვა სიტყვით მივმართოთ უბრალო ნაძირალას!

1988 წლის 7 აპრილმა მე ძმა წამართვა!


უბრალოდ საშინელი გრძნობა როდესაც სიმართლეს იგებ,აქამდე არასდროს მძულებია ადამიანი და შემიძლია უკვე ვთქვა რომ მე მძულს! რალური ისტორია ტკივილით გაჟღენთილი, მაგრამ შეძლო ძლიერმა ადამიანმა ცხოვრებაა გაეგრძელებია და ეს კაცი მამაჩემი იყო რომელიც არ დანებდა და შვილის სიკვდილის შემდეგ დადგა ყველაფრის მიუხედავად ფეხზე და დღეს მე ვარსებობ მას ისევ ყავს შვილი <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent