შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


15-07-2018, 14:20
ავტორი Steppenwolf
ნანახია 1 219

რამდენჯერ მიფიქრია რა ფერის იქნებოდა სიკვდილი.
როგორი სუნი ან გემო ექნებოდა და სად გავიდოდა ზღვარი.
როგორ კვდებიან ადამიანები და მერე ისე ქრებიან თითქოს არც არასდროს უარსებიათ არა?!
სიკვდილს ვინ ჩივის?
როგორ ქრებიან ...
შეიძლება სხეულით არა, მაგრამ სულით ხომ კვდებიან?!
მათ განვლილ გზებზე სხვები დადიან, მათ ნაცხოვრებ სახლებში სხვები ცხოვრდებიან, მერე ხორცდებიან და ფესვებს იდგავენ, მათ მაგიერ მკვიდრდებიან.
თავდაპირველად ჭირს, მერე სუნსაც კი აქრობენ, ძველი პატრონისას.
ისე ქრებიან ადამიანები, წამით თუ ოდესმე გაგვახსენდება ისინი, ვფიქრობთ არსებობდნენ კი, ოდესღაც თუ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია'ო.
მათ ადგილს სხვები იკავებენ, სხვებისას ისევ სხვები და გამუდმებით სხვები.
ძვირფასის სახეს ვეღარ ვიღდგენთ გონებაში და მერე დროს ვაბრალებთ, იმას რაც დამპალ სულში გვიდევს ყველას.
რა დროის ბრალია, შენ თუ გახუნებულ, გაცვეთილ სკივრში გამოკეტე მათი სახეები და ოთხი გასაღებით, ოთხი ბოქლომით ჩარაზე და მერე ოკიანეში მოისროლე.
ადამიანები ქრებიან, ისე თითქოს არც ყოფილან უწინ.
მათ განვლილ გზაზე სხვები დადიან, მათ ნაცხოვრებ სახლებში სახლდებიან და მათ ადგილებს იკავებენ დაუსრულებლად ...
კი, კი ადამიანები კვდებიან.
თან ქრებიან და მერე სხვა სხეულებით, სხვა სულით ბრუნდებიან.
იცვლებიან ...
გარდამავალ სამყაროს ერევიან და ნაცნობთათვის უცხოები ხდებიან.
რა ფერის არის სიკვდილი?
ვითომ ლურჯია?
იისფერში შერეული, მუქი ლურჯია.
ამ ფერ ადამიანებს თუ შეხვდებით იცოდეთ ისინი ყვითლები იყვნენ, მერე თქვენ დახოცეთ, გაახუნეთ, სკივრში ჩაკეტეთ და ოკეანეში გადააგდეთ.
და ახლა სიკვდილი იისფერია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent