წყვდიადის სულნი
ღამის დარაჯნი დაძრწიან გარეთ, მათ მზერას მისწვდა უცხო ზმანება, ერთი შეხედვით არ ჩანს ცვლილება მაგრამ,თუ კარგად დავუკვირდებით შორეულ კუთხით ისმის ფაჩუნი კუპრივით შავ-ბნელ,შესუდრულ ღამეს, ჰკვეთს რაღაც თეთრი,თოვლივით სუფთა სუფთა,უმანკო ვით ბავშვის სახე! მოისმის.. ყურს ჭრის ბავშვის ტირილი, აწყდება სივრცის უსასრულ კედლებს ამ ტირილშიაც უმანკოება ისე მკვეთრად ჩანს ვით მზე აშუქებს. როგორც ომის დროს სისხლი უბრალო, მიწაზე დაღვრილი ისე ამ ბავშვის ცრემლნი ზეცას შეჰღაღადებენ და სთხოვენ, მოგვეციო შანსი ვიცხოვროთ დღენი გავლიოთ ამ წუთისოფლის მწარე უღელქვეშ. და ამაოების მთელი სიმძაფრის დასათრგუნავად დაე,მიეცეს სიცოცხლე ამ უბიწო ცრემლებს!! ...წამოუბერავს ნიავი, დაივლის ფოთლებს და სიამოვნების ჟრუანტელი დაგვივლის ტანში. აღარასოდეს აღარ გაგვახსენდება ის ხმა რომელიც მოგვესმა იმ შავბნელ ღამით, მაგრამ..ვინ იცის...ვინ იცის.. მიეცა კი მას შანსი ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.