შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი აღიარე


25-07-2018, 16:50
ავტორი iname123
ნანახია 1 410

სიკვდილზე რამდენჯერ გიფიქრიათ?
არა იმ სიკვდილზე არა ,,თავისით,რომ მოგაკითხავს.’’
არც სუიციდზე გელაპარაკებით.
არა.
მე სხვანაირ სიკვდილს ვგულისხმობ.
სულის სიკვდილზე გიფიქრიათ?
რომ ცოცხლობ,რომ სუნთქავ ყველაფერს,რომ აკეთებ და მაინც მკვდარი ხარ.
ცარიელი ხარ და არაფრის გრძნობა არ გაქვს.
ეს შენ გგონია ასე,თორემ ისე გიჭერს გრძნობები ყელში,ისე სურთ ცრემლად დადნობა თითოეულ უთქმელ სიტყვას,რომ აღარ იცი რით შეაკაო ეს ყველაფერი.
გინდა კანი აიდღლიზო.
გინდა სული გამოუშვა გარეთ და დაცარიელდე.
გინდა ამ უადგილო გრძნობებს,რომლებიც შენს განადგურებას ცდილობენ,ადგილი მიუჩინო და ჯანდაბაში გაუშვა.
ზიხარ და ეკითხები საკუთარ თავს.
ვინ ვარ?
რა მინდა?
რა ვაკეთებ?
რა გავაკეთე?
რას გავაკეთებ?
ზიხარ და უაზროდ ირევა ეს ფიქრები შენს გონებაში,სადაც სრული ქაოსია.
ცდილობ არ შეიმჩნიო არავისთან.
ცდილობ არ შეგატყონ და არ გკითხონ: როგორ ხარ?
შენ კი ყველაზე მეტად იმ პასუხის გეშინია,რომელსაც შენი გამშრალი ბაგეები წარმოთქვამენ და თქმის დროს გული ათად გაიპობა.შენ მშვიდად იჯდები და უპასუხებ:
-მე კარგად ვარ.
მე კარგად ვარ?
არა მე კარგად არ ვარ.
მოდი.
მოდი აღიარე.
აღიარე,რომ კარგად არ გაქვს და თუარ გამოცოცხლდი არც არასდროს გექნება კარგად არაფერი.
მოდი ნუ დამალავ შენს პრობლემებს.
მოუყევი შენს თავს პირველ რიგში.
მოდი აღიარე,რომ მაგარი დარხეული გაქვს.
არაა ადვილი ამასთან გამკლავება.
გათენებული ღამეები.
ტირილსგან დასიებული თვალები.
აურზაური გონებაში.
არავინ ირგვლივ.
ეს ყველაფერი..ეს ყველაფერი ეცდება,რომ გშთანთქოს და გაგაქროს.
არ მისცე უფლებას.
მოუგე ყველას და ყველაფერს და...და ოდესმე ერთხელ,მაინც აღიარე შენს თავთან,რომ კარგად არ ხარ,რომ ძალიან გიჭირს,რომ ირგვლივ არავინ გყავს,რომ და რომ და რომ..
უსასრულოდ გრძელდება სიტყვა ,,რომ’’-ის წინ წინადადებები.
მერე?
მერეე...
მერეეე..
არა სულ ასე არ იქნება.
მერე დაწყნარდები,დამშვიდდები.
გააცნობიერებ,როგორ უნდა გაუმკლავდე პრობლემებს.
მაგრამ პრობლემა,რომ მოაგვარო ჯერ უნდა მიიღო ის.
ასე,რომ.
მოდი.
არ გვინდა ეს:
,,არა არა მართლა კარგად ვარ’’.
,,არა რა ვიტირე,თვალში რაღაც ჩამივარდა და..’’
,,უფ რა ტირილისგან ღამე გავათენე მაგარი სერიალი ვნახე და მაგას ვუყურებდი.’’
მოდი თქვი რა:
,,მე ცუდად ვარ.გული მტკივა.სული მეწვის.სიცოცხლე აღარ მინდა.ირგვლივ არავინ მყავს.ნუთუ ხალხი არ ხართ? ნუთუ ვერ ხვდებით,რომ მარტო ვარ!!’’
,,ღამე მძულს,რადგან ზუსტად ვიცი მას ჩემთვის ცრემლების და სევდიანი ფიქრების გარდა არაფერი მოაქვს.’’
ნუ გეშინია იმის,რომ ვერ გაგიგებენ.
აი მე მაგალითად არავის ესმის ჩემი,მაგრამ მაინც ვყვები.
მერე ბოლოს ან შეეჩვივნენ ან მართლა გამიგეს.
ამიტომ მიდი სცადე.
არ შეგეშინდეს.



№1  offline მოდერი bla.ell

მომეწონა შემოთავაზება თუმცა არმგონია არ შეეშინდეთ...:// მე მარტო არ ვარ მაგალითად ასე მგონია სრულიად ბედნიერი ვარ კარგი მომენტებიც არც ისე მაგრამ საკმარისად მაქვს რომ მარტოობისას თავს ცუდად არვიგრძნობblushმაგრამ ხანდახან მართლაც გინდება მხოლოდ სხეული დარჩეს მიწაზე და სული წავიდეს სადმე შორეთში ..კარგი იყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent