მოუსმინე
ბნელა? შენში,თუ შენს ირგვლივ? ცუდად გრძნობ თავს? სადაც ახლა იმყოფები ის გარემო ხომარაა ცუდი? ვინ ხარ შენ? არ გიფიქრია? ვინ ხარ? ვინ ხარ შენ? რა გინდა ამ ცხოვრებისგან? რა მიზნები გაქვს? რამდენად შეგწევს ძალა მიაღწიო ამ მიზნებს. და საერთოდ გაქვს კი ძალა?! გაქქვს?? გაუმკლავდე ყველაფერს. იცხოვრო ამ ნაგავში და შენც ნაგავი არ გახდე. რატომ დაიბადე,მიზეზი ხომ უნდა იყოს. რამე დანიშნულება ხომ უნდა გქვონდეს,რომ დავიბადეთ და გავჩნდით. ხომ იცი უმიზეზოდ არასდროს არაფერი ხდება,მითუმეტეს ადამიანის,როდესაც იბადება. იცი დედაშენმა,დედაჩემმა რამხელა ტკივილი გამოიარეს,რომ ჩვენ გავჩენილიყავით. და რისთვის? ფარხმალი,რომ დაგვეყარა? სუიციდზე,რომ გვეფიქრა? გგონია არავის უყვარხარ? გგონია არავისთვის არაფერს წარმოადგენ? გგგონია არაფერი ხარ? დიახ ასეა. არც შენ და არც მე არაფერს წარმოვადგენთ,არავისთვის. რაც არ უნდა მოხდეს,ბოლომდე ვერავინ გეყოლება. ბოლომდე ვერავინ დაგიდგება მხარში და ვერ გეტყვის:,,იიციი?შენ შეგიძლია!შენ ძლიერი ხარ!’’ აბა მიმოიხედე. ხედავ ვინმეს ამ წამს? მე არ მაინტერესებს ზოგადად ვინ გყავს. ახლა,ამ წამს ვინაა შენს გვერდით ისეთი ვინც ამას გეუბნება. ზუსტად ამ წამს. არავინ ჰო? არც ჩემთან. ვერც იქნებიან,რადგან სულ ვერავინ დაგიდგება მხარში. იქამდე ვიწუწუნებთ სიმარტოვეზე და ცხოვრების ამაოებაზე,სანამ საკუთარ თავებს არ შევიცნობთ. სანამ მარტო ბედნიერები არ ვიქნებით. მოგისმენია სიჩუმისთვის? დაგიგდია ყური რას გეუბნება შინაგანი ,,მე’’. ოდესმე,თუ გიცდია გრძნობებით გემოქმედა და არა გონებით. საცოდავები ვართ ადამიანები. ცივი გონებით ვმოქმედებთ და ვამაყობთ მერე ამით. და მერე რა ხდება?! გრძნობები კვდება. შენ გულით რაც გსურს იმას არ აკეთებ,სული რისკენაც მიგიწევს იმას არ აკეთებ და აძლევ საშუალებას ყველას და ყველაფერს შენი შინაგანი ხმა ჩაახშონ. რატომ გაინტერესებს რა მოყვება ამას? რატომ დარდობ იმაზე,რომ ,,მერე ვინანებ.’’ მერე რა.უნდა ინანო. უნდა გაგიხარდეს. უნდა იტირო. ყველაფერი უნდა გააკეთო,რადგან შენ გსურს ასე და არა სხვას. სხვამ რაიცის შენში რა ხდება,რაიციან სხვებმა რას ვგრძნობთ. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ,რომ თავი მოიკატუნონ თითქოს შედიან შენს მდგომარეობაში და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით რჩევა-დარიგებას გაძლევენ. ამ დროს ისინი მათი გონებით და გულით მოქმედებენ. შენ კი უფლებას აძლევ შენს საკუთრებას შეეხონ და წაბილწონ ერთადერთი სიწმინდე,რასაც გრძნობები ჰქვია. რატომ ცდილობ თავს შეეწინააღმდეგო? ეს რას მოგცემს?! რატომ გინდა წლების მერე შეგახსენოს თავი რაიმემ.ადექი და გააკეთე. უბრალოდ გაბედე. ინანებ? არაუშავს. ნუთუ ის სჯობს მთელი ცხოვრება დაიტანჯო,რომ გამეკეთებინა რა მოხდებოდაო. ჩვენ არავინ ვართ. ამის მიუხედავად,ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს გრძნობებს შევეწინააღმდეგოთ. ნუ წვალობ ამდენს,ნუ ეომები საკუთარ თავს,ეს დაგღუპავს. გინდა? უბრალოდ გაბედე და გააკეთე. ჩშშშშშ..... მოუსმინე... საკუთარ თავს მოუსმინე. გულს მოუსმინე.... მოუსმინე რას გეუბნება.... ჩუ.. ნუ ჩაერევი შენ!! შენ უბრალოდ უნდა უსმინო..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.